FM97.5 / LIVE

ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ

მთავარიეკონომიკა 17.07.2013
ახალციხის მცხოვრებლები დასუფთავების გადასახადს არ იხდიან. საკრებულოში ფიქრობენ, რა შეცვალონ იმისთვის, რომ გადასახადის ამოღება 10 პროცენტს ასცდეს.

ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღებას იურიდიული პირების ხარჯზე გეგმავენ
ნარჩენების გატანის გადასახადის ამოღების პრობლემები დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ნინო გოგოლაურის განმარტებით, ახალციხეში დასუფთავების გადასახადის ამოღება მხოლოდ10 პროცენტია.

როგორ შეიძლება გაიზარდოს ეს ციფრი, ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს რამდენიმე მოსაზრება აქვთ. ერთ-ერთ საშუალებად, იურიდიული პირებისთვის ტარიფის შეცვლა განიხილება.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ბესიკ ბლიაძის განმარტებით, გადასახადების ამოღება გაიზრდება თუ იურიდიულ პირები დასუფთავების გადასახადს დაკავებული ფართის მიხედვით გადაიხდიან.

„საყოფაცხოვრებო ნარჩენებზე გადასახადი კუბური მეტრობით იყო, ეს არ მიმაჩნია მართებულად. როგორ უნდა შემოწმდეს რამდენი კუბური ნარჩენი გააქვს ამა თუ იმ იურიდიულ პირს?! ეს პროექტი უნდა დავამუშავოთ, განხილვის პროცესშია, ვფიქრობ ამ შემთხვევაში გადასახადი კვადრატული მეტრობით უნდა განისაზღვროს. რამდენი უნდა იყოს ტარიფი, ეს უკვე შემდგომში გაირკვევა“, - ამბობს ბლიაძე.

საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განცხადებით, მსგავსი პრობლემა მასშტაბურია და თითქმის ყველა მუნიციპალიტეტს აწუხებს.

ამ ეტაპისთვის დასუფთავების გადასახადი ფიზიკურ პირებზე ერთ სულზე 50 თეთრია, ხოლო იურიდიულ პირზე კუბური მეტრი 15 ლარი. შპს „კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსის ამირან ნოზაძის განმარტებით, ეს ტარიფი მეოთხე წელია მოქმედებს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.01.2020 მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში ბილეთის ფასი გაორმაგდა

20.01.2020 დიდველის სათხილამურო ტრასა ‘ნოდო’ გაიხსნა

20.01.2020 ‘შევთანხმდით, რომ პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარებიან’ – ნინოწმინდის მერიაში შეხვედრა დასრულდა

20.01.2020 აქციის მონაწილეები ნინოწმინდის მერიაში ხელისუფლების წარმომადგენლებს ხვდებიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

2017 წლიდან ახალციხელები დასუფთავების გადასახადს გადაიხდიან
ახალციხის სოფლებში დასუფთავების გადასახადზე ჩივიან
ახალციხის მერიამ 8 იურიდიულ პირს სასამართლოში უჩივლა
დღეიდან ახალციხელები ნარჩენების მოსაკრებელს გადაიხდიან
რა თანხა ამოიღო მერიამ ერთ წელში ახალციხეში დასუფთავების გადასახადიდან
ახალციხის სოფლების მოსახლეობა დასუფთავების გადასახადს გადაიხდის  [Video]
დასუფთავების აქცია ახალციხის ცენტრალურ ქუჩებში