FM97.5 / LIVE

‘ოთხი დაშავებულიდან სამს თბილისში გადაყვანა არ სჭირდებოდა’ – ახალქალაქის საავადმყოფო

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.10.2018
ახალქალაქიდან თბილისში სამი დაშავებული კატასტროფის კერძო ჯგუფებმა გადაიყვანეს. ახალქალაქის საავადმყოფომ არ მიიჩნია საჭიროდ, რომ მათ თბილისში გადაყვანა ესაჭიროებოდათ, ამიტომ სახელმწიფომ კატასტროფის ჯგუფების ახალქალაქში გაგზავნაზე უარი თქვა.

‘ოთხი დაშავებულიდან სამს თბილისში გადაყვანა არ სჭირდებოდა’ – ახალქალაქის საავადმყოფო

ახალქალაქის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერის ალექსანდრე თოროიანის თქმით, გუშინ, 30 ოქტომბერს, საღამოს სამმა დაშავებულმა აშოტ რაისიანმა, ტიგრან აბრაამიანმა და მიშა აგაბაბიანმა კლინიკა დატოვა და სახლებში წავიდნენ. თუმცა, მათ შორის ორმა, აშოტ რაისიანმა და მიშა აგაბაბიანმა გვიან ღამით სასწრაფო დახმარება გამოიძახა და საავადმყოფოში დაბრუნდა.

ექიმის განმარტებით, რაისიანს სიცხე 37 და 5 ხაზი, აგაბაბიანს კი მაღალი წნევა ჰქონდა: „ორივე მათგანს შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარა მორიგე ექიმმა და ვთხოვეთ, რომ ღამით დარჩენილიყვნენ, დავაკვირდებოდით, თუმცა, ორივე პაციენტის ახლობლებმა გადაწყვიტეს, რომ თბილისში გადაეყვანათ“.

რაც შეეხება მესამე პაციენს, ტიგრან აბრაამიანს, მან თბილისიდან კატასტროფის ჯგუფი ისე გამოიძახა, რომ ახალქალაქის რაიონული საავადმყოფოსთვის არ მიუმართავს.

ახალქალაქის საავადმყოფოში, თავდასხმის შემდეგ სულ ოთხი პაციენტი შეიყვანეს.

„ოთხივეს გავუწიეთ სათანადო კვალიფიციური კონსულტაცია ქირურგის, თერაპევტის, ნევროპათოლოგის და ოკულისტის. ასევე, გადავუღეთ მათ კომპიუტერული ტომოგრაფია და დადგინდა, რომ ერთ–ერთი აბრაამ აბრაამიანი საშუალო სიმძიმის იყო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში იგი დამატებით ნეიროქირურგის ჩარევის მიზნით, კატასტროფის ჯგუფს გადაეყვანა“, – გვიყვება თოროიანი და ამატებს, რომ კლინიკაში დარჩენილი სამი პაციენტიდან, თბილისში გადაყვანა არცერთს არ სჭირდებოდა, –„ ამიტომ სახელმწიფო რეფერალმა უარი თქვა ასეთი პაცინეტების მიღებაზე. არ ჰქონდათ მათ სათანადო დიაგნოზი, იმისთვის, რომ ისინი სახელმწიფო რეფერალს მიეღო. ამიტომ კერძო ტრავმატოლოგიურ კლინიკაში გადაიყვანეს“.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ახალქალაქის საავადმყოფოს ყველანაირი რესურსი გააჩნდა სამი პაციენტის აშოტ რაისიანის, ტიგრან აბრაამიანისა და მიშა აგაბაბიანის მკურნალობისთვის, ამიტომ სახელმწიფომ მათთვის კატასტროფის ჯგუფის გამოყოფაზე უარი თქვა: „რომ ყოფილიყო ახალქალაქის საავადმყოფოს მომართვა, ბუნებრივია კატასტროფის ჯგუფები გაიგზავნებოდა, თუმცა, ამჯერად საჭიროდ არ მივიჩნიეთ“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიაკში განცუხადეს, რომ ქირურგი, რომელმაც სამივე პაციენტი მიიღო განცხადებას მოგივანებით გაავრცელებს. ენმ–ს წარმომადგენლები კი სატელეფონო საუბრებში გვიხსნიან, რომ ამ დროისთვის ოთხივე დაშავებული პალატაშია და ოპერაცია არცერთ მათგანს არ დასჭირდა“.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და "ოცნების აქტივისტები დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა: აშოტ რაისიანი, აბრაამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაამიანი და მიშა აგაბაბიანი. ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 პოლიცია აქციის მონაწილეებს დასაშლელად ნახევარ საათს აძლევს

18.11.2019 პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმია მობილიზებული

18.11.2019 ახალციხელი მხატვრის, მიხეილ იაძის ნამუშევრებს ალბომად გამოსცემენ

18.11.2019 სანიაღვრე არხების დაზიანებული ცხაურები ახალციხეში [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქიდან თბილისში მეოთხე დაშავებულიც გადაიყვანეს
შს მინისტრი: ახალქალაქის ინციდენტში მონაწილეებს ბრალი დღეს წარედგინებათ
ახალქალაქში დაშავებულები ამბობენ, რომ მკურნალობას ისევ კლინიკაში გადიან
ახალქალაქში დაშავებულები ტრავმატოლოგიურ კლინიკაში რჩებიან
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს