FM97.5 / LIVE

ახალქალაქიდან თბილისში მეოთხე დაშავებულიც გადაიყვანეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 31.10.2018
ახალქალაქში დაპირისპირების შედეგად დაშავებულ ოთხ პირს, გამოკვლევები თბილისის ტრავმატოლოგიურ კლინიკაში უტარდება.

ახალქალაქიდან თბილისში მეოთხე დაშავებულიც გადაიყვანეს

ტრავმატოლოგიური კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში „სამხრეთის კარიბჭეს“ განუცხადეს, რომ დაშავებული ოთხივე პირის მდგომარეობის შესახებ, მკურნალი ექიმი განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს: „ამ წუთში ის სხვა ოპერაციაზეა შესული და ჩვენ ჯერ ვერაფერს გეტყვით.

დაშავებულები, დაახლოებით, ერთი საათის წინ ენმ–ს წარმომადგენელმა თეონა ჭალიძემ მოინახულა. მისი თქმით, არცერთ მათგანს ქირურგიული ჩარევა არ დასჭირვებია. დაშავებულებს გამოკვლევები ჩაუტარდათ და ახლა პალატაში იმყოფებიან“.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიოული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატის ენზელ მკოიანის ძმა და "ოცნების აქტივისტები დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა:აშოტ რაისიანი, აბრაამ აბრაამიანი, ტიგრან აბრაამიანი და მიშა აგაბაბიანი. ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


30.12.2018 ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეების ვინაობა ცნობილია

25.12.2018 დედა ენის სკოლებში დაბრუნებას საპარლამენტო კომიტეტებმა მხარი დაუჭირეს

19.12.2018 სამცხე–ჯავახეთში მეორე ტურზე გადასატანი ყუთის სიებს 817 ამომრჩეველი დაემატა

18.12.2018 2018 წლის წარჩინებული მოსწავლეები მედლებს, სავარაუდოდ, 2019 წლის იანვარში მიიღებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.01.2019 'იდეა კარგია, მაგრამ ფორმა ნაკლებად სანდო' – ახალციხელები საპენსიო რეფორმაზე

15.01.2019 ბორჯომში ექვსი 'ჭკვიანი' კამერა დამონტაჟდა

15.01.2019 თეა წულუკიანმა ადიგენში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა

15.01.2019 TI:’სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე „ვი აი პი ჯორჯია-ს” დირექტორია, რაც კანონდაღვევაა’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

შს მინისტრი: ახალქალაქის ინციდენტში მონაწილეებს ბრალი დღეს წარედგინებათ
‘ოთხი დაშავებულიდან სამს თბილისში გადაყვანა არ სჭირდებოდა’ – ახალქალაქის საავადმყოფო
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ენზელ მკოიანი: ‘ჩხუბში მონაწილეობა მე არ მიმიღია, იქ ჩემი ძმა და შვილი იყვნენ’
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]