FM97.5 / LIVE

ნინოწმინდის საოლქომ ორი საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა

მთავარისიახლე, არჩევნები 31.10.2018
ნინოწმინდის საოლქო კომისიაში კენჭისყრის დღეს ორი საჩივარი "მრავალეროვანმა საქართველომ" დაწერა. ოლქმა უკვე ორივე საჩივარი განიხილა.

ნინოწმინდის საოლქომ ორი საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა

ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შესული საჩივრებიდან ერთი, N25 სოფელ სათხას, მეორე კი N26 ნინოწმინდის უბანს ეხებოდა.

სათახაში „მრავალეროვანი საქართველოს“ საჩივრის მიხედვით, დარღვევა წილისყრის ფუნქციების გადანაწილებას ეხებოდა, კერძოდ, კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წილისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა. საოლქო კომისიამ ამ პირს სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

ნინოწმინდის უბანზე კი საჩივარი იმის გამო დაიწერა, რომ „მრავალეროვანი საქართველოს“ წარმომადგენელი უბანში არ შეუშვეს. საჩივრის მიხედვით, მას ბეიჯი და პირადობა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მოსთხოვა. როცა მას ბეიჯი და პირადობაც წარუდგინეს, განაცხადა, რომ ორივე ყალბია და ამიტომ უბანზე დამკვირვებელს არ დაუშვებდა.
ეს საჩივარი საოლქო კომისიამ არ დააკმაყოფილა.

„მომჩივანს, ამის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება არ ჰქონდა ამიტომ არ დავაკმაყოფილეთ. თუმცა, მაინც მივწერეთ ამ ორგანიზაციას, რომ თუ რაიმე მტკიცებულება აქვს წარმოგვიდგინოს“, – გვითხრა ნინოწმინდის საოლქო კომისის თავმჯდომარის მოადგილემ გია გაჩეჩილაძემ.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა
ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს
ახალქალაქის საოლქომ 16 საჩივრიდან 10 განუხილველი დატოვა
ბორჯომის საოლქო კომისიამ 11 საჩივარი განიხილა
ახალციხის საოლქომ 8 საჩივრიდან 7 არ დააკმაყოფილა