FM97.5 / LIVE

სიტყვიერი გაფრთხილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის

მთავარისიახლე, სამართალი, არჩევნები 31.10.2018
ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ნინოწმინდაში საკრებულოს აპარატის უფროსს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

სიტყვიერი გაფრთხილება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის

ნინოწმინდის საოლქო კომისიამ საკრებულოს აპარატის უფროსის არფიკ სოღოიანის მიერ ზურაბიშვილის სააგიტაციო მასალის საკრებულოს ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად მიიჩნია და საქმე სასამართლოს გადასცა.

სასამართლომ კი არფიკ ტოროიანს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისთვის მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

„გადაწყვეტილება ჯერ არ ჩაგვბარებია, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილების მიზეზად განმარტა, რომ არფიკ სოღოიანს შეცდომა პირველად მოუვიდა, თან ფაქტს მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია, ამიტომ ვეთანხმებით ამ გადაწყვეტილებას და აღარ ვიდავებთ“, – გვითხრა ნინოწმინდის საოლქო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გია გაჩეჩილაძემ.

სასამართლო გადაწყვეტილებას არ ეთანხმება „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი“ ქეთი ბებიაშვილი. ნინოწმინდის საოლქო კომისიას საჩივრით სოწრედ მან მიმართა. ბებიაშვილი სოღიანის 2 000 ლარით დაჯარიმებას ითხოვდა.

„ადმინისტრაციული კოდექსი ჯარიმის გარდა სიტყვიერ შენიშვნასაც ითვალისწინებს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ვეთანხმებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. მიმაჩნია, რომ ეს არის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზი, ჩვენ მხარე რომ ვყოფილიყავით, აუცილებლად გავაგრძელებდით დავას აღნიშნულზე, მაგრამ სასამართლოში მომჩივანი და მხარე ამ შემთხვევაში არის ნინოწმინდის საოლქო კომისია და მისთვის ეს გადაწყვეტილება მისაღები აღმოჩნდა“,– ამბობს ბებიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, ორ ოქტომბერს, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის აგიტაციის შემცველი მასალა გამოქვეყნდა. ნინოწმინდის საოლქომ შესაძლო სამართალდარღვევა სოღოიანს, საარჩევნო კოდექსის 48 მუხლის პირველი პუნქტის ბ ქვეპუნქტით დაუდგინა, რაც გულისხმობს „საქართველოს ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და იმ ორგანოებისათვის, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდებია (გარდა პოლიტიკური პარტიებისა) განკუთვნილი საკომუნიკაციო საშუალებების, საინფორმაციო მომსახურებებისა და სხვადასხვა სახის ტექნიკის გამოყენება“.

[ლუბა გიორგაძე, ნინოწმინდა]


26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

20.05.2020 მეთორმეტეკლასელებისთვის სასწავლო პროცესი დასრულდა

19.05.2020 მოსწავლის შეფასების რომელი ფორმა აირჩიეს ახალციხის სკოლებში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.05.2020 ‘არც კარგი უნდა დაუკარგო და არც ცუდზე უნდა დაუხუჭო თვალი’ – ახალქალაქის მიტროპოლიტი ენზელ მკოიანზე

26.05.2020 ახალქალაქის მთაში ცხვარი დაიხოცა

26.05.2020 ვის აქვს ქორწინების რეგისტრაციაზე დასწრების უფლება – იუსტიციის მინისტრის ბრძანება

26.05.2020 დამოუკიდებლობოს დღესთან დაკავშირებით ახალციხის ციხეზე ანსამბლმა ‘მესხეთმა’იმღერა [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე სასამართლო 30 ოქტომბერს გაიმართება
ნინოწმინდის საოლქომ საკრებულოს აპარატის უფროსს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
ნინოწმინდის საოლქომ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე გადაწყვეტილება ვერ მიიღო
დღეს ნინოწმინდის საოლქო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტს განიხილავს
ნინოწმინდაში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ორი საჩივარი დაიწერა
ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტი ნინოწმინდაში
საოლქოს ნინოწმინდის საკრებულოში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე ინფორმაცია არ აქვს