FM97.5 / LIVE

ახალციხის საოლქომ ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა

მთავარისიახლე, არჩევნები 30.10.2018
N37 ახალციხის საარჩევნო ოლქში შესული ცხრა საჩივრიდან, კომისიამ მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, სამი კი განუხილველი დატოვა.

ახალციხის საოლქომ  ცხრა საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა

N37 ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიამ, კენჭისყრის დღეს შესულ საჩივრებე დღეს, 30 ოქტომბერს იმსჯელა.

ცხრა საჩივრიდან კომისიამ მხოლოდ ერთი, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის ირაკლი ბარძიმაძის საჩივარი დააკმაყოფილა, სადაც წერია, რომ N33 ვალის საარჩევნო უბნის თავმჯდომარემ ენმ–ს წარმომადგენელს საჩივრის დაწერის უფლება არ მისცა.

„უბანთან „ქართული ოცნების“ წევრები აგიტაციას ეწეოდნენ, ამაზე საჩივრის დაწერა უნდოდა ჩვენს წარმომადგენელს, მაგრამ თავმჯდომარემ და მდივანმა ამის უფლება არ მისცეს. როგორც საარჩევნო უბნის მდივანმა ჩვენს წარმომადგენელს განუმარტა, საჩივარი მხოლოდ უბნის შიგნით მომხდარ შემთხვევებზე უნდა დაეწერა, რაც არასწორია“, – განაცხადა სხდომაზე ირაკლი ბარძიმაძემ.

საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის თეა გავაშელის განმარტებით, თავმჯდომარესა და მდივანს უფლება არ ქონდათ წარმომადგენლისთვის საჩივრის დაწერა აეკრძალათ, ამიტომ მათ შენიშვნა გამოუცხადა.

„რასაც არ უნდა ეხებოდეს საჩივარი, თავმჯდომარეს უფლება არ აქვს აუკრძალოს დაწერა დამკვირვებელს“, – განაცხადა თეა გავაშელმა.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ახალციხის ოლქში, ვალის N33 საარჩევნო უბნის გარდა, კიდევ ორი საჩივარი დაწერა, კომისიამ ერთი საჩივრი ვადების დარღვევის გამო განუხილველი დატოვა, მეორე კი არ დააკმაყოფილა.

„წერია, რომ N21 სხვილისის უბანზე თავმჯდომარე არ აძლევდა მათ დამკვირვებელს საჩივრის დაწერის უფლებას. ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ გვიან, მაგრამ თავმჯდომარემ საჩივარი მაინც მიიღო, ამიტომ არ უნდა დაკმაყოფილდეს“, – განაცხადა თეა გავაშელმა სხდომაზე.

საარჩევნო კომისიამ, ასევე არ დააკმაყოფილა მედია ორგანიზაცია „ნიუსფეისის“ საჩივარი, რომლის ავტორიც წერდა, რომ იგი N30 ახალციხის საარჩევნო უბნიდან გააძევეს. სხდომას ორგანიზაციის წარმომადგენელი არ დასწრებია.

„დამკვირვებელმა თვითონ არ იცოდა უბანზე მოქცევის წესები. კომისიის წევრებს მითითებებს აძლევდა ამიტომ, ყველამ ერთხმად მიიღო მისი გამოძევების გადაწყვეტილება და ოქმიც შეადგინეს. ამის გამო „ნიუსფეისის“ საჩივარს არ ვაკმაყოფილებთ“, – განმარტა თეა გავაშელმა.

„სამართლიანი არჩევნების“ მიერ დაწერილი ოთხი საჩივრიდან კომისიამ ერთი განუხილველი დატოვა, სამი კი არ დააკმაყოფილა.

"ორგანიზაციის ორი საჩივარი ბიულეტენების დისბალანსსა და შემაჯამებელ ოქმზე ბეჭედის არდასმის საკითხს ეხებოდა, სამივე შემთხვევაში თავმჯდომარე ახსნა–განმარტებას წერდა, რის გამოც საჩივრები არ დაკმაყოფილდა", – აცხადებენ ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

საარჩევნო კომისიამ საჩივრის დაწერის ვადების დარღვევის გამო, არ განიხილა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ დაწერილი საჩივარი, რომელიც N17 ღრელის საარჩევნო უბანს ეხებოდა. ორგანიზაცია გადასატანი ყუთის, სალომე ზურაბიშვილის პლაკატებიანი მანქანით გადაადგილებას აპროტესტებდა და თავმჯდომარისა და კომისიის წევრებისათვის დისციპლინარული სახდელის დაკისრებას ითხოვდა.

დღევანდელ სხდომას საიას წარმომადგენელი არ დასწრებია.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


07.10.2019 პენსიონერი მასწავლებლები ახალციხის მერიამ დაასაჩუქრა [ფოტო]

07.10.2019 პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 15 ოქტომბრამდეა შესაძლებელი

05.10.2019 არლის სკოლის მასწავლებლები XX საუკუნეში [ფოტო]

05.10.2019 ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე – ახალგაზრდა პედაგოგი ხიზაბავრიდან

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.10.2019 სტაჟირება 'სამხრეთის კარიბჭეში'

09.10.2019 ტურისტული ააიპ–ისთვის ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსანტებთან გასაუბრება დასრულდა

09.10.2019 გიორგი კეკელიძე: ახალქალაქის სოფლებში ბიბლიოთეკები და საკვირაო სკოლები გაიხსნება

09.10.2019 9 ოქტომბერს მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'კაცია ადამიანი?!' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

30.09.2019 'ახალციხელი წიქარა' - გურამ სუდაძის ხელნაკეთი ტრაიციკლი

მსგავს თემაზე

ბორჯომის საოლქომ რვა საჩივრიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა
ახალქალაქის საოლქო კომისიამ ათი საჩივრიდან შვიდი განიხილა
ნინოწმინდის საოლქომ ორი საჩივრიდან ერთი დააკმაყოფილა
წინასწარ ბეჭედდარტყმული ბიულეტენისთვის ახალქალაქში რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს
ახალციხის საოლქო კომისიამ საჩივრები განიხილა
ბორჯომის საარჩევნო ოლქში ერთი საჩივარი შევიდა და ისიც არ დაკმაყოფილდა
ახალქალაქის საოლქომ 16 საჩივრიდან 10 განუხილველი დატოვა