FM97.5 / LIVE

'ქვეყანაში დაპირისპირების დაწყების მცდელობაა', – ვაშაძე ახალქალაქში ჩავიდა

მთავარისიახლე, პოლიტიკა 30.10.2018
ენმ–ს პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში დაშავებულების მოსანახულებლად ჩავიდა.

'ქვეყანაში დაპირისპირების დაწყების მცდელობაა', – ვაშაძე ახალქალაქში ჩავიდა

"მშვიდობიანი გზით, საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში ვაპირებთ ამ ხელისუფლების შეცვლას, შეხედეთ ჩვენი მხარდამჭერები რა დღეში არიან, აბრამიანი კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ. კრიმინალური ბანდები მართავენ ქვეყანას. ჩვენ მხარდამჭერებს მინდა მივმართო, რომ ასეთი პროვოკაციები ბევრი იქნება.იმიტომ რომ ჩვენი ეშინიათ. ექვსი წელი ვერ დაგვაშინეს და ახლა როგორ დაგვაშინებენ?! ჩვენ პოლიციისგან კატეგორიულად მოვითხოვთ შესაბამისი ზომები მიიღონ, მცდელობა არის ქვეყანაში დაპირისპირების გამოწვევის, მაგრამ გაერთიანებულ ოპოზიციას ვერ გამოიწვევენ, არავითარ პროვოკაციაზე ჩვენ არ წავალთ. ჩვენ მშვიდობა გვინდა არჩევნებამდეც და მის შემდეგაც. სრულიად ახალი პოლიტიკური კულტურის დანერგავს ვაპირებთ.", – განაცხადა ახალქალაქის ცენტრალურ საავამდყოფოსთან ვაშაძემ და დაშავებულების მოსანახულებლად შევიდა. მასთან ერთად ჟურნალისტები არ შეუშვეს.

შეგახსენებთ, რომ ენმ–ს ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით, 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიოული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმა დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ. სამს კი, როგორც ექიმები აცხადებენ სახის დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.09.2020 ახალციხეში ავარიის შედეგად დაშავებული მძღოლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

26.09.2020 მაღალმთიან რეგიონებში ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვაა მოსალოდნელი

26.09.2020 26 სექტემბერი წმინდა დიდმოწამე ქეთევანის ხსენების დღეა

25.09.2020 6:0 – ‘ბორჯომმა’ თბილისის ‘დიდუბე’ დაამარცხა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

22.09.2020 როცა მუდმივად ეძებ - ახალგაზრდა არქეოლოგი ახალციხიდან [ვიდეო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
‘ამას ჰქვია ქურდული ოცნება’ – გრიგოლ ვაშაძე ახალქალაქში მომხდარზე [Video]
‘ჩვენ რევანშისთვის არ მოვდივართ’ – ვაშაძე სამოქალაქო ომის დაწყებაზე ფოფხაძეს პასუხობს
ახალქალაქიდან თბილისში მეოთხე დაშავებულიც გადაიყვანეს
ნიკა მელია:არჩევნებზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით