FM97.5 / LIVE

ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

მთავარისიახლე, საზოგადოება 30.10.2018
ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ ენმ–ს ოფისიდან შეყვანილ ოთხ დაშავებულს შორის, ერთის მდგომარეობა მძიმეა, ამიტომ ის თბილისში გადაჰყავთ.

ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ახალქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს მენეჯერის ალექს თოროიანის თქმით, ერთ–ერთ პაციენტს აბრაჰამ აბრაამიანს ცხვირი და ყვრიმალის ძვალი აქვს გატეხილი, ამიტომ იგი გამოკვლევებისთვის თბილისში გადაჰყავთ.

„სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მათ დაზიანებები და პატარა ჭრილობები თავისა და სახის არეში აქვთ მიყენებული, ახლა ნევროპათოლოგი გვყავს გამოძახებული. ვიდრე ის არ გასინჯავს სამივე მათგანს, საავამდყოფოდან მათ გაწერაზე გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ“, – გვითხრა თოროიანმა.

ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ახალქალაქში ოთხი დაშავებულიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა

ახალქალაქში, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისზე თავდასხმა დღეს, 30 ოქტომბერს, დაახლოებით 13:00 საათზე მოხდა. ენმ–ს რაიოული ორგანიზაციის ხელმძღვანელი აშოტ რაისიანი ამბობს, რომ მას და მის თანაგუნდელებს თავს, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში "ოცნების" დეპუტატი ენზელ მკოიანი და მისი ძმა დაესხნენ. შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა და ოთხივე მათგანი ახალქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა და იგი ამ წუთებში თბილისში გადაჰყავთ. სამს კი, როგორც ექიმები აცხადებენ სახის დაზიანებები თავისა და სახის არეში აქვთ მიყენებული.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სსკი–ის 239 მუხლის მეორე და მესამე ნაწილით იძებს. რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ ხულიგნობას, რა დროსაც გამოყენებული იყო ცეცხლსასროლი იარაღი, ან იარაღად სხვა საგანი.


[sknews.ge]


06.04.2020 ‘ეროვნული გამოცდის ფორმატი ან თარიღი არ შეიცვლება’ - მინისტრი

30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

08.04.2020 ბორჯომში ბაზარი და ხილ–ბოსტნეულის მაღაზიები დაიკეტა

08.04.2020 ‘ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომართვიანობა 25%-ით გაიზარდა’ – NGO ახალციხეში

08.04.2020 ქართული წარმოების პირბადეების გაყიდვა იწყება – რა ფასად და სად შეიძენთ

07.04.2020 დაიხურება თუ არა ახალციხის ბაზარი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში ერთ–ერთი დაშავებული კატასტროფით თბილისში გადაჰყავთ [Video]
ახალქალაქის პოლიციაში დაპირისპირებაში მონაწილე პირების დაკითხვა მიმდინარეობს
'ქვეყანაში დაპირისპირების დაწყების მცდელობაა', – ვაშაძე ახალქალაქში ჩავიდა
ნიკა მელია:არჩევნებზე ახალქალაქსა და ნინოწმინდაში უპრეცედენტოდ მობილიზებულები ვიქნებით
‘ჩვენ რევანშისთვის არ მოვდივართ’ – ვაშაძე სამოქალაქო ომის დაწყებაზე ფოფხაძეს პასუხობს
ენზელ მკოიანის ძმა: დაპირისპირება ზურაბიშვილის პლაკატების ჩამოხევას მოჰყვა [Video]
აშოტ რაისიანი: ‘45–მდე აქტივისტი დაგვესხა თავს, პარტიას აგინებდნენ’