FM97.5 / LIVE

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

მთავარიარჩევნები 30.10.2018
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ, მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას საარჩევნო პროცესების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

"პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, ყველა მედია საშუალებას, რომლებიც აშუქებდნენ არჩევნების დღის მიმდინარეობას და საზოგადოებას დროულად აცნობდნენ ინფორმაციას მიმდინარე სიახლეების შესახებ", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების პრაქტიკულად 100% ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. "შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ: მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500 საჩივარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. შესაბამისად, მათი შინაარსი ანალოგიურია.

საჩივრების უმეტესი ნაწილი მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, რომლებზეც ასევე იქნება შესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე 2 დღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად 6 საარჩევნო უბანზე გაიმართა. აღნიშნული არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 7 925 ამომრჩეველი. ხოლო საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებული იყო 8 კანდიდატი .

იხილეთ საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი შედეგები 3 702 საარჩევნო უბნის მიხედვით (R)
კენჭისყრის პროცესი დასრულდა (R)
ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 სთ-ის მდგომარეობით (R)
ამომრჩეველთა აქტივობა 17:00 სთ-ის მდგომარეობით (R)
ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიებში წევრობის სურვილი 35,956-მა ადამიანმა გამოთქვა
საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციაში 417 საჩივარი შევიდა
ცესკომ საპრეზიდენტო არჩევნებისთვის  ბიულეტენების ბეჭდვა დაიწყო