FM97.5 / LIVE

კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო

მთავარისიახლე, არჩევნები 30.10.2018
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში, სადაც შარშან შემოდგომით, ქვაჯვარის აღმართვის გამო პოლიცია და ადგილობრივები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, საპრეზიდენტო არჩევნები გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

კუმურდოში, სადაც შარშან, ქვაჯვარის აღმართვას კონფლიქტი მოჰყვა,ზურაბიშვილმა არჩევნები წააგო

ახალქალაქის ოლქში N69 კუმურდოს უბანზე გრიგოლ ვაშაძემ 75, სალომე ზურაბიშვილმა კი 67 ხმა მიიღო.

ახალქალაქში 70 უბნიდან ზურაბიშვილმა ხუთი უბანი წააგო. ოლქის მონაცემებით სალომე ზურაბიშვილმა ხმები 59,46%, გრიგოლ ვაშაძემ კი 23,31% მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაპირისპირება 30 სექტემბერს დილით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ადგილობრივებმა ტაძრის ეზოში, სადაც მათი თქმით, მათი წინაპრების ძვლების საფლავია, ქვაჯვარის (ჯვარამოკვეთილი ქვის სტელა) აღმართვა გადაწყვიტეს. სამართალდამცველებმა და დაცვის პოლიციამ, რომელიც ობიექტს იცავს, ადგილობრივების არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ კუმურდოს ტაძრის ეზოში, სადაც გასული წლის ზაფხულიდან სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მას შემდეგ, რაც ვითარება დაიძაბა, ადგილზე სპეცრაზმი გაიძახეს, ამას კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა პოლიციასა და ადგილობრივებს შორის.

ფიზიკური დაპირისპირების შედეგად, დაშავდნენ პოლიციელები და ადგილობრივები და დაიმტვრა მანქანები, როგორც ადგილობრივების, ასევე სამართალდამცველების. შემთხვევის შემდეგ, სამართალდამცველებმა ორი ადგილობრივი ახალციხეში, სამხარეო სამმართველოში გადაიყვანეს, ადგილობრივები ამბობდნენ, რომ მათი თანასოფლელები დააკავეს.

ვითარების დააძაბვისთანავე კუმურდოში შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა. შედგა მოლაპარაკებები, სადაც ჟურნალისტები არ დაუშვეს. მოლაპარაკების შემდეგ, მინისტრისგან ადგილობრვივებმა პირობა მიიღეს, რომ მათი თანასოფლელები სამხარეო სამმართველოდან მალევე დაბრუნდებოდენ კუმურდოში, სანაცვლოდ კი ისინი უნდა დაშლილიყვნენ. რაც შეეხება ქვის სტელის აღმართვას, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს უმაღლესი იერარქიის ქართველი და სომეხი სასულიერო პირების მოლაპარაკების შედეგად უნდა გადაწყვეტილიყო.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 353-ე პრიმა მუხლით, სსკ-ს 187-ე მუხლის 1 ნაწილით, სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.

სოფელ კუმურდოში მე–10 საუკუნის ტაძარი დგას, რომელიც კულტურული მემკვიდრობის ძეგლია. გასულ, 2016 წლის ზაფხულში, კულტურის სამინისტრომ ძეგლის რესტავრაცია დაიწყო. როგორც ადგილობრივები ყვებიან, სამუშაოების დროს ძვლები გამოჩნდა, რომლებიც მათ შეკრიბეს და დიდი მოლაპარაკებების შემდეგ, ქართველ და სომეხ სასულიერო პირებთან, ისინი ტაძრის ეზოში, სპეციალურად მოწყობილ საძვალეში დამარხეს. დღეს ადგილობრივებს ამ ადგილას სურდათ აღემართათ ქვის სტელა, როგორც ნიშანი სამარხის და მათ ამის უფლბა არ მისცეს.

[sknews.ge]


23.09.2020 საფეხური: ბორჯომის ბაღებში სწავლის დაწყების ნებართვას ელოდებიან [აუდიო]

21.09.2020 სამცხე-ჯავახეთის 20 სკოლაში 25 ვაკანტური ადგილია

21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.09.2020 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.25 ლარი გახდა

22.09.2020 სამცხე–ჯავახეთში წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი – კვირის პროგნოზი

22.09.2020 GMPP–ის შესარჩევი კონკურსი რეგიონული ონლაინ მედიისთვის

21.09.2020 როცა პანდემიაა და სამცხე-ჯავახეთში ჯანდაცვის რგოლი დუმს - ვინ და რატომ არ აკეთებს კომენტარს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

23.09.2020 SKამბები: 'მრავალგვაროვანი' კლდე [აუდიო]

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში, კუმურდოში, დაპირისპირების შედეგად დაშავებულები, სავადმყოფოდან გაწერეს
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში დაკავებული ადგილობრივები გაათავისუფლეს
კუმურდოს დეპუტატი: 'სოფელში სიმშვიდეა, ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები გრძელდება'
როგორ დაიწყო ახალქალაქში, კუმურდოში ფიზიკური დაპირისპირება – კადრები უკომენტაროდ [Video]
კუმურდოში ადგილობრივები დაიშალნენ, ადგილზე სამართალდამცველებმა დაიწყეს მუშაობა [Photo]
სახალხო დამცველი კუმურდოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტს  შეისწავლის
ახალქალაქში, სოფელ კუმურდოში გიორგი მღებრიშვილი ჩავიდა