FM97.5 / LIVE

ახალციხეში მარტოხელა დედების სტატუსზე იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 16.07.2013
იმისთავის, რომ მარტოხელა დედები სამართლებრივად და სოციალურად უზრუნველყოფილი იყვნენ, საქართველოს კანონმდებლობაში ცვლილებები შედის. ცვლილებები დღეს ახალციხეში განიხილეს.

ახალციხეში მარტოხელა დედების სტატუსზე იმსჯელეს
საკანონმდებლო ცვლილებების საჯარო განხილვა ახალციხის „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში“ გაიმართა. შეხვედრა „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ ეგიდით მოეწყო. აღნიშნულ ქსელში გაერთიანებულია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ-ქალთა საზოგადოება“.

საკანონმდებლო ცვლილებების განხილვაში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, სტუდენტები და მოქალაქეები მონაწილეობდნენ.

„ცვლილებები ეხება მარტოხელა დედების სტატუსის მინიჭიებას და შემდგომში ამ სტატუსის მქონე ადამიანებისთვის იმ შეღავათებს, რაც შესაძლებელია მათ მიიღონ სოციალური უზრუნველყოფის, შრომის კიდექსის და სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამცხე-ჯავახეთის დემოკრატ-ქალთა საზოგადოების“ თავმდჯომარე და „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ რეგიონული კოოერდინატორი მარინა მოდებაძე.

აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა საქართველოს ყველა რეგიონში მიმდინარეობს. „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ რეგიონულ კოორდინატორებმა პეტიცია მოამზადეს, რომელსაც მუნიციპალიტეტების მაჟორიტარ დეპუტატებს გააცნობენ. შემდეგ კი ცვლილებები საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარედგინება.

„შემდეგ ეს ხელმოწერები შეიკრიბება და პარლამენტის შესაბამის კომიტეტს გადაეცემა შემდგომი საპარლამენტო განხილვისთვის, ჩვენ ვამზადებთ პეტიციას ჩვენი მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის ვაჟა ჩიტაშვილის სახელზე, რომ მხარი დაუჭიროს კანონპროექტს კანონად ქცევაში“, - ამბობს მარინა მოდებაძე.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


22.02.2020 პირველკლასელთა რეგისტრაცია მარტში დაიწყება

21.02.2020 სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტმა ავტორიზაცია გაიარა

19.02.2020 შრომატევადი და დაძლეული საქმე - მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები სამცხე-ჯავახეთიდან

13.02.2020 ჟვანიას სკოლამ ახალციხეში 'სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამის' კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადასცა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.02.2020 ფარავანჰესის დაცლის გამო, მდინარის სიახლოვეს გადაადგილება აიკრძალა

23.02.2020 ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდა

23.02.2020 მთავრობა ირანთან ფრენებს აუქმებს

23.02.2020 ‘რაც საჭირო იქნება, გავაკეთებთ’ - პრემიერი ირანთან ფრენების შეზღუდვაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

15.02.2020 თისელის ამბებს გიყვებით [ფოტო]

14.02.2020 გორგული – გორებს შორის მოქცეული სოფლის ისტორია [ფოტო/ვიდეო]

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ვინ არის „მარტოხელა დედა“ და როგორ იზრუნებს მასზე სახელმწიფო
ახალციხეში რეგიონის პრობლემებზე იმსჯელეს
ახალციხეში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვას გეგმავენ
დღეს ახალციხეში სავალდებულო გენდერული კვოტების მოთხოვნით ხელმოწერები შეგროვდება
ახალციხეში  შესაძლებელი გახდება კიბოს ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება
„ნაბიჯი დემოკრატიისკენ“
რა შედეგით დასრულდა NGO-ების შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესა და მინისტრთან თვითმმართველი ქალაქების საკითხზე