FM97.5 / LIVE

დაუსრულებელი მოასფალტება

მთავარიეკონომიკა 30.05.2012
წლებია ახალქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტის ნაწილი ქუჩების მოასფალტებას ხმარდება, თუმცა, ამორტიზებული ჯერ ისევ ბევრი ქუჩაა

დაუსრულებელი მოასფალტება

შვიდი წელია ახალქალაქში ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს. გზებ ზოგან ნაწილობრივ, ზოგან კი მთლიანად ფარავენ ასფალტის საფარით. თუმცა ქალაქში კიდევ ბევრია ისეთი ქუჩა, სადაც წვიმიანი ამინდების შემდეგ გავლა შეუძლებელია. A

- “ჩვენს ქუჩაზე ვერც ზამთარში გაივლი და ვერც ზაფხულში. ან მოყინულია, ან ტალახიანი გუბეებითაა სავსე. ვიდრე ჩემი შვილი სახლიდან სკოლამდე მივა, ტალახში ისვრება. გასაგებია, რომ ასფალტს ვერ აგებენ, მაგრამ, ორმოები მაინც ამოავსონ”, - ამბობს უხმელსკაიას ქუჩის მცხოვრები კარინე ქობელიანი.

ქუჩის მდგომარეობით უკმაყოფილოა კნუნიანცის ქუჩის მცხოვრები ფაილუნ აივაზიანიც. თუმცა, იგი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქვე მდებარე ბორის ლომსაძის ქუჩაა, რომლითაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სარგებლობს: “ჩვენი ქუჩა პატარაა. ხშირად ლომსაძის ქუჩაზე სიარული გვიწევს. იქ მაინც დაასხან ასფალტი, სულ ტალახია და მანქანებსაც კი უჭირს მოძრაობა”.

ლომსაძის ქუჩის მცხოვრებლები ამბობენ, რომ დაახლოებით სამი ათეული წელიწადია მათ ქუჩაზე გაუსაძლისი მდგომარეობაა.

- “წვიმიან ამინდში ქუჩაში გავლილი მანქანები ფანჯრებზე ასხამენ ტალახს, მზეში კი სულ მტვერია. ორმოები წლიდან წლამდე მატულობს. სანიაღვრე არხები კი არათუ ჩვენთან, ქალაქის მოასფალტებულ ქუჩებზეც არაა”, - ამბობს რიმა თოროსიანი.

წელს ახალქალაქში მაშტოცის, ვაზგენ საგრსიანისა და ტერიანის ქუჩების პატარა მონაკვეთები და ჯავახიშვილის ქუჩის დიდი ნაწილი მოასფალტდება. ამ მიზნისთვის ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარია გამოყოფილი.

- “ჯავახიშვილი ერთადერთი ქუჩაა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, სადაც ტალახია. გვინდა ასევე ტერიანის ქუჩის მოასფალტება, რომელიც ჯავახიშვილს უერთდება. ასევე ვვარაუდობთ ასფალტის დასხმას მაშტოცის ქუჩიდან ვაზგენ სარგსიანის ქუჩამდე”, - ამბობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი ვაან ბატოიანი.

ქალაქის ქუჩების მოასფალტების სამუშაოებზე ტენდერი 21 მაისს გამოცხადდა. თუმცა, იმის გამო, რომ არცერთი განაცხადი არ დაფიქსირდა, ჩაიშალა. იმედით, რომ მსურველი ახლა მაინც გამოჩნდება, ტენდერი ერთი თვით გადაიტანეს.

ვაან ბატოიანის თქმით, ახალქალაქში დამატებით სახსრებს ცენტრალური ბიუჯეტიდანაც ელოდებიან. როგორც წესი, თანხა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვისაა გათვალისწინებული. უკვე დაგეგმილია, რომ დამატებითი ინვესტიციების შემთხვევაში, ასფალტი დაისხმება დარბინიანის ქუჩაზე მაშტოცის ქუჩის გადამკვეთი გზაჯვარედინიდან ქუჩის დასაწყისამდე, სადაც საბავშვო ბაღი მდებარეობს.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

09.11.2019 ‘ფილმის გამშვებიცა და მნახველიც იესო ქრისტეს მაგინებელია’– თბილისში აქცია განახლდა

09.11.2019 აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა

09.11.2019 ოლავერდის სკოლაში 40 000 ლარად საპირფარეშო გააკეთეს, მაგრამ ვერ იყენებენ

09.11.2019 თოჯინების თეატრში სპექტაკლი 'პატარა უფლისწული' გაიმართება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში აღმაშენებლის ქუჩაზე მოძრაობა ისევ საშიშია
მეტი ასფალტირებული გზა და ახალი წყალსადენები სოფლებში

ნინოწმინდაში 12 ქუჩის მოასფალტებისთვის ტენდერი 1 828 238 ლარზე გამოცხადდა
ახალქალაქში 2013 წელს დაგეგმილი ყველა პროექტი დასრულდა
დაზიანებული ქუჩების აღდგენა დაიწყო
რატომ გრძნობენ თავს შეურაცხყოფილად ახალციხეში გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლები?
გვარამაძის ქუჩის მცხოვრებლებმა გამგებლისგან ქუჩის მოასფალტების პირობა მიიღეს