FM97.5 / LIVE

ტერეზა ჯავახეთიდან

მთავარიბლოგები 28.10.2018
ცაულინა მალაზონიას ბლოგი ჯავახეთიდან

ტერეზა ჯავახეთიდან

ჩემი დღევანდელი ბლოგის თემა კიდევ ერთი წარმატებული ახალგაზრდაა, შემდგარი მოქალაქე, რეალიზებული ადამიანი. მჯერა, მოვა დრო და ჩემი ბლოგის გმირები ჯავახეთში სხვა სოციალურ–პოლიტიკურ რეალობას შექმნიან, ამიტომაც მინდა ქვეყანა მათ იცნობდეს.

"ჩვენი სამშობლო არის გამორჩეული თავისი კუთხური კულტურით – ერთმანეთისაგან განსხვავებული ტრადიციებით, სამზარეულოთი, ხასიათით... სტუდენტობიდან დღემდე ჩემი საყვარელი ქალაქი არის ბათუმი... ვარ ტოლერანტი, პირდაპირი და მაქსიმალისტი, ჩემს არჩევანს არასდროს ვნანობ".


ეს სიტყვები ახალქალაქელ ტერეზა ჩივჩიანს ეკუთვნის, რომელმაც 26 წლის ასაკში საოცრად ბევრი რამ მოასწრო: სამი სპეციალობა შეისწავლა, ტრენერის უნარ–ჩვევებს დაეუფლა, საბანკო საქმიანობაში მნიშვნელოვანი გამოცდილება მიიღო და ბოლო წლებია ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურს–ცენტრს ხელმძღვანელობს.

ტერეზა ჯავახეთიდანმისი სახელი პირველად მაშინ გავიგე, რესურს–ცენტრის უფროსად რომ დანიშნეს. ატყდა ერთი მითქმა–მთქმა, ვინ არის? რა დამსახურება აქვს? რას შეძლებს ეს პატარა გოგო? – კითხულობდნენ ახალქალაქელები. მერე ტერეზა გავიცანი და ყველა კითხვას პასუხი გაეცა.

პირადად ჩემთვის ტერეზა, ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომეხი გოგონას ნამდვილი სახეა – ნიჭიერი, მებრძოლი, მიზანმიმართული. წარმატება გამბედაობამ, ცოდნამ და რისკმა მომიტანაო, – თავადაც ამბობს. ის იმის მაგალითიცაა, როგორ უნდა მოემზადო ხვალინდელი დღისთვის, არ შეუშინდე სიძნელეებს, მოასწრო ბევრის სწავლა მოკლე დროში და ჩამოყალიბდე ლიდერად: „მიყვარს სიახლეები, ინოვაციები, სუსტ მხარეებზე შემიძლია ვთქვა, რომ როგორც მე ვარ მაქსიმალისტი, ანალოგიურად ვითხოვ სხვებისაგანაც, რაც ალბათ ყველას არ შეუძლია“, – ამბობს ის.

ტერეზა საკუთარ ბიოგრაფიაზე თავდაჯერებულად საუბრობს. ამის საბაბიც აქვს. სოფელ ხულგუმოს საჯარო სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბაკალავრიატის საფეხურზე ერთმანეთის პარალელურად ორი სპეციალობა– მენეჯმენტი და აუდიტი შეისწავლა, მაგისტრატურაში კი საზოგადოებრივი ჯანდაცვის კურსი გაიარა. სამდიპლომიანი 26 წლის ტერეზა გაჩერებას არ აპირებს და სამომავლოდ საზღვარგარეთ გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ტერეზა ჯავახეთიდან

კადრი, რომელიც ქართულ–სომხურ ენებს სათანადო დონეზე ფლობს, საქართველოს განათლების სისტემაში ყოველთვის დეფიციტი იყო. სახელმწიფო ენის მაღალ დონეზე შესწავლა ტერეზასთვის ერთ–ერთი მთავარი გამოწვევა იყო, რაშიც ბათუმში სწავლის პერიოდი ძალიან დაეხმარა: "სრულიად უცხო გარემოში მოხვედრილს, შიში გულშიაც არ გამივლია, რადგან ეს ჩემი არჩევანი იყო. მე არასდროს ვნანობ გადადგმულ ნაბიჯს, არ გავურბივარ სირთულეებს, პირიქით. შესანიშნავი იყო სტუდენტობა. მყავდნენ არაჩვეულებრივი ლექტორები, უძლიერესი და აქტიური კურსელები და რაც ყველაზე მთავარია - მქონდა მამოტივირებელი და ტოლერანტული გარემო.

არასდროს მქონია ეთნიკურ ნიადაგზე რაიმე კონფლიქტი ან სხვანაირი დამოკიდებულება. ვიყავი ჩვენი კურსის სრულფასოვანი წევრი, ჯგუფხელი, აქტიურად ვერთვებოდი სხვადასხვა ღონისძიებებში და მხოლოდ თანადგომას ვგრძნობდი როგორც ლექტორების, ასევე კურსელების მხრიდან. ჩემი კლასელებიც ჩემთან ერთად ჩაირიცხნენ თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტებში და არც მათგან მსმენია რაიმე კონფლიქტის შესახებ".

ტერეზა იმ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება, ვინც ადრეული ასაკიდან თავად დაგეგმა საკუთარი მომავალი. დღეს ფიქრობს, რომ ყველაფერი სწორად გათვალა და ამიტომაცაა შედეგით კმაყოფილი: "საქართველოში, კონკრეტულად ბათუმში, სწავლა იყო ჩემი არჩევანი, სპეციალობებიც მე ავირჩიე. ძალიან კმაყოფილი ვარ შედეგით. ახლაც რომ მქონდეს მეორე შანსი, არაფერს შევცვლიდი. სპეციალობები, რომლებიც შევისწავლე, აქტუალური და პერსპექტიული მიმართულებებია და როგორც შეამჩნევდით, სრულიად განსხვავებულია ერთამანეთისაგან, ამ ყველაფერმა მე მომცა განვითარების შესაძლებლობა სხვადასხვა დარგში".

ტერეზას შრომითი ბიოგრაფია მეორე კურსიდან, ბანკის ექსპერტის პოზიციით იწყება. აქვს ტრენერად მუშაობის გამოცდილება როგორც საჯარო, ასევე არასამთავრობო სექტორში. ამჟამად "მინელიუმის ლიდერთა აკადემიის" ტრენერიც გახლავთ.

ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ზედამხედვლეობას მუნიციპალიტეტის ფარგლებში შემავალ 65 სკოლას უწევს, რაც ტერეზას აზრით მარტივი პროცესი არ არის: "მოწესრიგებული სასწავლო გარემო დღევანდელი საჯარო სკოლების ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტია.

რეაბილიტაცია, გაზიფიცირება, სპორტული მოედნების მოწყობა, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორის დახმარებით, სკოლების ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო ენაზე გამართული საქმისწარმება, მასწავლებელთა და მოსწავლეთა ჩართულობისა და მოტივაციის ამაღლება, აი ის, რაზეც ვმუშაობთ ყოველდღიურად".ტერეზა ჯავახეთიდან

ტერეზა განსაკუთრებით მოსწავლეთა მიღწევებითაა დაინტერესებული. ხშირად ხვდება და ესაუბრება მათ. მათ გვერდითაა ყველა მნიშვნელოვან სასკოლო ღონისძიებაზე, კარგად იცის ჯავახეთში მცხოვრები ახალგაზრდების პრობლემებიც და გააჩნია საკუთარი ხედვა ამ პრობლემის მოსაგვარებლად: "გვყავს უზომოდ ნიჭიერი ბავშვები. მაგალითად, წელს საქართველოს მასშტაბით ინტელექტუალური თამაშის "ეტალონის" ნახევარფინალში ჩვენმა მოსწავლემ აჩვენა უპრეცედენტო შედეგი - მიიღო მაქსიმალური 100 ქულა. უნდა შევძლოთ, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი ბავშვებს ნიჭის გამოვლენაში, განვითარებაში".

"ინტეგრაციის ძირითად პრობლემას წარმოადგენს სახელმწიფო ენის ცოდნის დაბალი დონე, ენის სწავლისათვის მნიშვნელოვანია გარემო და პრაქტიკა, რაც აქაურ მოსწავლეებს ნაკლებად აქვთ. საჭიროა აქტიურობა მათივე მხრიდან, ასევე ჩართულობა ისეთ პროექტებში, სადაც შეიძენენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მეგობრებს, შეისწავლიან მათ კულტურას, ადათწესებს, იმოგზაურებენ ერთად. სასიხარულო ის ფაქტი, რომ ბავშვებს დიდი სურვილი აქვთ – შეისწავლონ ქართული ენა".

ტერეზა უფროსების მხრიდან გოგონათა უფლებების შეზღუდვებზეც ამახვილებს ყურადღებას, მშობლებს შვილების ნდობისაკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ "შიში უსაფუძვლოა, რადგან კარგად გაზრდილი შვილი არასოდეს იცვლება".

და ბოლოს: ჩემი აზრით, ტერეზა ერთი ძალიან იმედიანი ხმაა ჯავახეთიდან, რომელიც გვარწმუნებს, რომ როდესმე ყველა პრობლემა მოგვარდება, ენობრივი ბარიერი დაიძლევა, ინტეგრაცია შედგება, გაუცხოება წარსულს ჩაბარდება. ამის ცოცხალი მაგალითი კი თავად ტერეზაა.

[ცაულინა მალაზონია]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

„დავფიქრდი და მივხვდი“...

გალინა - ქართულის მასწავლებელი
ბრძოლისა და წარმატების 17 წლიანი ისტორია [Video]
'თავიდან მხოლოდ გამარჯობა და ნახვამდის ვიცოდი'– რას ცვლის ქართული ენის პროგრამა ჯავახეთში
რომელ სასწავლებლებს ირჩევენ ახალციხელი აბიტურიენტები
ცაულინა მალაზონია: ჯავახეთში ჩვენი ქვეყნის დიდი პატრიოტები ცხოვრობენ