FM97.5 / LIVE

ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ იკვლევენ

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 27.10.2018
დღეს, 27 ოქტომბერს, ახალციხეში, ნულიდან ხუთ წლამდე განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებთან და მათ ოჯახებთან, „პირველი ნაბიჯის” წარმომადგენლებმა უფასო კონსულტაციების გამართეს.

ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ იკვლევენ

ახალციხეში კონსულტაციის, ინტერვენციის და თერაპიის ცენტრის გამოცდილი სპეციალისტები იმ ბავშვების ოჯახის წევრებს უწევენ კონსულტაციებს, რომლებსაც სამედიცინო, ქცევითი, ემოციური, ან მეტყველების განვითარებასთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ. რეგიონის მასშტაბით კონსულტაციებისთვის ჩაწერილი 30 ბავშვია.

„ჩვენ ვცდილობთ ადრეულ ეტაპზევე აღმოვაჩინოთ ბავშვის განვითარებაში რაიმე შეფერხება და გადავამისამართოთ მშობელი იქ, სადაც რეაბილიტაციისთვის სწორი ჩარევა მოხდება. ასევე, ვცდილობთ ვასწავლოთ მშობლებს, როგორ ჩაერთონ ბავშვის ადრეულ განვითარებაში, როგორ განავითარონ მისი რესურსები და ჩართონ არსებულ სერვისებში“, – ამბობს „პირველი ნაბიჯის“ ფსიქოლოგი რუსუდან სამხარაძე.

განვითარების ეტაპების ჩამორჩენის მქონე ერთ–ერთი ბავშვის მშობელი ამბობს, რომ ადრეულ ეტაპზევე ჩარევას დიდი მნიშვნელობა აქვს: „ასეთი აქციები მშობლებს ძალიან გვეხმარება. საკმაოდ ბევრი ბავშვია ასეთი პრობლემებით რეგიონში და დღევანდელი აქციის საშუალებით იგებენ, როგორ იმუშაონ პატარებთან და როგორ შეძლონ მათი სწორად განვითარება“.

ის ვისაც ბავშვი კონსულტაციებზე უკვე დიდი ხანია დაჰყავს, ამბობს რომ შედეგი ძალიან დიდია: „რადიკალურად, 180 გრადუსითაა ბავშვი შეცვლილი. ვიდრე რეაბილიტაციას დავიწყებდით არ იცოდა არაფერი ფაქტობრივად, მას შემდეგ მეტყველება დაიწყო, ბაღში ეკონტაქტება ბავშვებს“, – ამბობს ერთ-ერთი მშობელი.

უფასო სკრინინგ აქვია ხვალ, 28 ოქტომბერს, ახალციხეში, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრში „მწვანე სახლში“ ( კლდიაშვილის ქ. #25-ის მიმდებარედ) გაგრძელდება.

ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ იკვლევენ

[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


15.11.2018 1+4 პროგრამას დარგობრივი ლექსიკის კურსები ემატება

12.11.2018 სკოლებში ზამთრის არდადეგები 18 დღე გაგრძელდება

12.11.2018 ლია გიგაური ახალციხეში სტუდენტებს სამოქალაქო ინტეგრაციის შესახებ ესაუბრა

12.11.2018 ეროვნული გამოცდების ტესტების ფორმატი იცვლება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.11.2018 ბორჯომის სკვერში საკანალიზაციო სისტემა შეაკეთეს

20.11.2018 ახალციხეში, თამარ მეფის ძეგლის მიმდებარედ, ქუჩის საათი აიღეს

20.11.2018 NGO-ები: ზურაბიშვილის სასარგებლოდ, სავარაუდოდ, ყალბი პირადობები იბეჭდება

19.11.2018 ბორჯომში კოსტავას სახელობის სკვერი ფეკალიებით იტბორება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალციხეში განვითარების შეფერხების რისკის მქონე ბავშვებს უფასოდ გამოიკვლევენ
ახალციხეში ბავშვთა ადრეული ჩარევის  პროგრამა ამოქმედდა
ახალციხეში ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის ცენტრი გაიხსნა
იმ საბავშვო ბაღში, სადაც აღმზრდელებს ძალადობაში ადანაშაულებენ, საგანგებო თათბირი გამართეს

ახალციხეში შშმ ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო
ახალციხის მერიამ აუტიზმის დღე ‘მწვანე სახლში’ აღნიშნა