FM97.5 / LIVE

აბასთუმანში თოფით მიყენებული ჭრილობებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

მთავარისიახლე, სამართალი 26.10.2018
ადიგენში, სოფელ აბასთუმანში, 31 წლის ქალი, საკუთარი სახლის ეზოში მუცლის არეში დაიჭრა. გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, თუმცა, სამართალდამცველები სხვა ვერსიებზეც, კერძოდ, თვითმკვლელობის მცდელობაზეც მუშობენ.

აბასთუმანში თოფით მიყენებული ჭრილობებით 31 წლის ქალი გარდაიცვალა

შემთხვევა, დღეს, 26 ოქტომბეს, სოფელ აბასთუმანში, დაახლოებით, 18:30 საათზე მოხდა. მუცლის არეში სანადირო თოფით დაჭრილი ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხეში, „იმედის“ კლინიკაში გადაიყვანა.

„ნაწლავები გარეთ ჰქონდა, სისხლისგან იცლებოდა, საოპერაციოში შეიყვანეს, მაგრამ გული გაუჩერდა და გარდაიცვალა“, – გვითხრეს საავადმყოფოში.

სოფელ აბასთუმანში მერის რწმუნებული ვიქტორ მინაძე ამბობს, რომ ქალი თოფით დაიჭრა, თუმცა როგორ, ეს არ იცის.

სოფელში ადგილობრივების ნაწილი კი „სამხრეთის კარიბჭესთან“ სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ ქალმა თავი მოიკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიება სსკ–ის 19–108–ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თუმცა, უწყებაში ამბობენ, რომ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ შესაძლოა საქმე გადაკვალიფიცირდეს: „ვმუშაობთ სხვა ვერსიებზეც, მათ შორის თვითმკვლელობის მცდელობაზეც“.

გარდაცვლილს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.

[sknews.ge]


23.03.2019 წარმატებული მასწავლებლები დამატებით ანაზღაურებას სკოლის განვითარების ფონდიდან მიიღებენ

22.03.2019 სკოლებში ვიდეოსათვალთვალო სისტემები დამონტაჟდება

22.03.2019 ახალციხელი მოსწავლე ‘გურული დღიურების’ სტიპენდიანტი გახდა

21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.03.2019 მანდატურის სამსახურმა 11 წლის ბიჭის საქმეზე ახალციხეში ფსიქოლოგები გამოგზავნა

25.03.2019 სამცხე–ჯავახეთში ბრუცელოზზე 20 ათასი ცხვარი აიცრა

25.03.2019 11 წლის ბიჭის თანაკლასელები პროტესტის ნიშნად სკოლაში არ მივიდნენ

25.03.2019 ‘სამცხე–ჯავახეთში სამი სოციალური მუშაკი გაფიცვას არ შეუერთდა’– დავით გოგალაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ქალმა, რომელიც თოფით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა, წერილი დატოვა
აბასთუმანში მამაკაცი დანით დაჭრეს
აბასთუმანში ავარიის შედეგად მეცხრეკლასელი ბიჭი გარდაიცვალა
აბასთუმანში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა სტაბილურია
ბორჯომში  ახალგაზრდა ქალი მოქალაქეებმა დახრჩობას გადაარჩინეს
აწყურში 44 წლის მამაკაცმა თავი მოიკლა
ბორჯომში მეთორმეტე კლასელი თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ საავადმყოფოში გარდაიცვალა