FM97.5 / LIVE

პროექტის საჯარო განხილვას კლდეში მხოლოდ ორი კაცი ესწრებოდა

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 25.10.2018
ახალციხეში, სოფელ კლდეში, „წყალტუბო-ახალციხის“ ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის საჯარო განხილვას ორი კაცი, მერის წარმომადგენელი და მერიის იურისტი ესწრებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ საჯარო განხილვის შესახებ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ.

პროექტის საჯარო განხილვას კლდეში მხოლოდ ორი კაცი ესწრებოდა

500 კვ ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის პროექტის პრეზენტაცია სოფელ კლდის ადმინისტრაციულ შენობაში დღეს, 25 ოქტომბერს, 18:00 საათზე მხოლოდ ორი კაცისთვის გაიმართა. პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე, მშენებელი სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ თანამშრომლებმა კლდეში მერის წარმომადგენელს დავით პაპუაშვილს და მერიის იურისტს დავით სამხარაძეს გააცნეს.

პაპუაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ინფორმირებული იყო და საჯარო განხილვის შესახებ მან განცხადება სოფლის ცენტრშიც გამოაკრა: „ალბათ იმიტომ არ მოვიდნენ, რომ ახლა საქონელი ჰყავთ მოსავლელი და შეხვედრისთვის არ სცალიათ. კიდევ ჩატარდება მათთან შეხვედრები და პროექტს რა თქმა უნდა გავაცნობთ“.

„თან ხალხს ძირითადად კომპენსაციები და ის აინტერესებს მათ ადგილებში გავაკეთებთ თუ არა რამეს. ამ შემთხვევაში პროექტი სოფლიდან მოშორებით განხორციელდება და ამიტომ ნაკლებად ინტერესდებიან“, – ჩაერთო საუბარში სამინისტროს წარმომადგენელი.

პროექტის საჯარო განხილვას კლდეში მხოლოდ ორი კაცი ესწრებოდა

შეხვედრის მიმდინარეობისას, ადმინისტრაციული შენობიდან რამდენიმე მეტრში, სოფლის „ბირჟაზე“ მსხდომმა ადგილობრივებმა გვითხრეს, რომ მათ საჯარო განხილვის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ: „არ ვიცით რა შეხვედრაა, აქ ვიჯდებოდით თუ იქ რა მნიშვნელობა ჰქონდა“.

მათ დაგვიდასტურეს, რომ ცენტრში განცხადება ელექტრეგადამცემი ხაზის მშენებლობის შესახებ გამოკრული იყო, თუმცა იქ განხილვის შესახებ არაფერი ეწერა: „მარტო ის ეწერა პროექტი კეთდება და თუ ვინმეს გაინტერესებთ ამა და ამ ნომერზე დარეკეთო. ტელეფონოს ნომერიც იყო მითითებული“.

„სამხრეთის კარიბჭემ“ სოფელში გამოკრული განცხადება ვერ ნახა, აქ მცხოვრებლებმა გვითხრეს, რომ ის ვიღაცამ ჩამოხია.

პრეოქტის საჯარო განხილვები 22, 23, 24 და 25 ოქტომბერს ახალციხისა და ადიგენის ათამდე სოფელში გაიმართა.

პროექტის მიხედვით, 500 კვ ძაბვის ორჯაჭვა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის „წყალტუბო - ახალციხეს“ ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის სამი ალტერნატიული მიმართულებაა განსაზღვრული. სამივე შემთხვევაში ახალციხის და ადიგენის ტერიტორიაზე მოსახლეობის განსახლების რისკი არ არსებობს, თუმცა კონკრეტულად რომელ დასახლებებთან გაივლის ხაზი ეს ზუსტად გაწერილი არ არის.

პირველი ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 103 კმ იქნება. პროექტის მიხედვით, ელექტროგადამცემი ხაზი სამხრეთ ფერდობზე, ადიგენის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების მიმდებარე ტერიტორიებზე დაეშვება და აქედან კი ახალციხეში ქვესადგურ „ახალციხე 500–მდე“ გაგრძელდება.

მეორე ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში ხაზის სიგრძე, დაახლოებით, 76 კმ იქნება. ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობისთვის ქუთაისი-ბაღდადი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზას გამოიყენებენ, თუმცა, ანძებთან მისასვლელად გზების მოწყობა მაინც გახდება საჭირო.

ხოლო მესამე ალტერნატიული პროექტი მესამე ალტერნატიული ვარიანტის შემთხვევაში, ხაზის სიგრძე დაახლოებით 63 კმ–ია. ხაზი მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობიდან იწყება და პირდაპირ ჩადის ქვესადგურ „ახალციხე 500–ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაშიც ელექტროძაბვის გადამცემი ხაზი ახლოს გაივლის ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკთან.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

05.07.2020 6 ივლისიდან პროფესიული კოლეჯები სასწავლო პროცესს განაახლებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

06.07.2020 სამცხე–ჯავახეთში 9 და 10 ივლისს სეტყვაა მოსალოდნელი

05.07.2020 ხვალ, 6 ივლისს, წყალი შეწყდება კურცხანის წყლით მოსარგებლე სოფლებში

04.07.2020 ‘მთელი მოსავალი განადგურდა’ – სტიქია ახალციხეში [ფოტო]

04.07.2020 სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაცია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘სოფელი დაიცლება’ – ზიკილიელები დაგეგმილი ელექტროგადამცემის მშენებლობაზე
ახალციხესა და ადიგენში ელექტროგადამცემი ხაზი შენდება – რისკები და საფრთხეები
„ბათუმი-ახალციხის“ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა იწყება
სადგერში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის გაყვანას აპროტესტებენ
ადიგენში ორ მოქალაქეს მიწის ნაკვეთს იძულებით ჩამოართმევენ
COVID 19 – სამცხე–ჯავახეთში ცხელი ხაზის დამატებითი ნომრები ამოქმედდა
ნინოწმინდის 5 სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია არ აქვს