FM97.5 / LIVE

‘გუბერნატორებს თვითმმართველობებში ჩარევის უფლება არ აქვთ’ – შეფასებები პრემიერის განცხადებაზე

მთავარისიახლე, პოლიტიკა 25.10.2018
პრემიერმა განაცხადა, რომ გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა და გამოსავალს გუბერნატორების აქტიურ მუშაობაში ხედავს. თვითმმართველობის საკითხების ექსპერტები კი ამბობენ, რომ გუბერნატორების თვითმმართველობების საქმიანობაში ჩარევა კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.

‘გუბერნატორებს თვითმმართველობებში ჩარევის უფლება არ აქვთ’ – შეფასებები პრემიერის განცხადებაზე

„გარკვეულ მუნიციპალიტეტებში მენეჯმენტის სტანდარტით უკამყოფილო ვარ. ახალი გუბერნატორები გვყავს, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ და ბუნებრივია ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ნაბიჯებს ვგეგმავთ, რათა ზოგადად, ეს სისტემა იყოს უფრო ეფექტური და გადაწყვეტილების მიღება აისახოს რაც შეიძლება მოკლე ვადაში თითოეულ მოქალაქეზე“, - განაცხადა დღეს, 25 ოქტომბერს პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ გუბერნატორს თვითმმართველობის საქმიანობაში ჩარევის არანაირი უფლებამოსილება არ აქვს: „გასაკვირია გუბერნატორმა როგორ უნდა გამოასწოროს თვითმმართველობის მენეჯმენტი, გუბერნატორის თვითმმართველობაში რაიმე ფორმით ჩარევა არის არასწორი. თუ მთავრობა რამით უკმაყოფილოა, პარტიამ საკუთარ საკადრო პოლიტიკას უნდა გადახედოს. ჩემი აზრით ეს განცხადება მიანიშნებს, იმაზე, რომ მმართველ პოლიტიკურ ძალას ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული მკაფიო პოზიცია, თუ რას წარმოადგენს თვითმმართველობა. ეს განცხადება ეწინააღმდეგება საქართველოს არსებულ კანონმდებლობასაც“.

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატ მესხთა კავშირის“ დირექტორი გია ანდღულაძე ამბობს, რომ თვითმმართველობების გაძლიერება მათი უფლებამოსილებების გაზრდითაა შესაძლებელი და არა გუბერნატორების მათ საქმიანობაში ჩარევით: „არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერ მინისტრის განცხადება თვითმმართველობების არაეფექტურ მუშაობასთან დაკავშირებით, რეგიონებში მოსახლეობის უკმაყოფილების დაშოშმინებას ემსახურებოდეს. კარგია თუ პრემიერს ნამდვილად არ მოსწონს ზოგიერთი მერის მუშაობა. ამის შესაცვლელად თვითმმართველობების სრული დეცენტრალიზაციაა საჭირო, ასევე ქონების მათთვის გადაცემა და გადასახადების მუნიციპალიტეტებში დატოვება“.

სამცხე–ჯავახეთში მერების ნაწილი ბახტაძის განცხადების შეფასებისგან თავს იკავებს. ნაწილი კი ფიქრობს, რომ გუბერნატორის მათ მუშაობაში ჩარევა, მუნიციპალიტეტის განვითარებას მნიშვნელოვნად წაადგება.

„მაგ განცხადებას არ გავცნობივარ, საჭესთან ვარ და ვერაფერს გეტყვით“, – ამბობს ასპინძის მერი როსტომ მაგრაქველიძე.

მოუცლელობით განცხადების შეფასებაზე უარი გვითხრა ახალციხის მერმა ზაზა მელიქიძემაც.

„გუბერნატორი თვითმმართველობებს საკუთარი საქმიანობით ისედაც ეხმარება. ყველამ თავის საქმე კეთილსინდისიერად უნდა გააკეთოს, გუბერნატორი კოორდინატორია და ეს ადგილობრივი თვითმმართველობისთვის ისედაც დახმარებაა“, – ამბობს ახალქალაქის მერი იური უნანიანი.

გუბერნატორის თვითმმართველობის საქმიანობაში მონაწილეობას მიესალმება ადიგენის მერი ზაქარია ენდელაძე: „ვფიქრობ, რომ გუბერნატორი არის რეგიონის პირველი პირი და მისი ჩარევა ნებისმიერ პროცესს უფრო ეფექტურს გახდის“.

რას ფიქრობს პრემიერის განცხადებაზე სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირანაშვილი უცნობია. გუბერნატორის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ იგი ქალაქში არ იმყოფება.

პრემიერს დღეს არ დაუკონკრეტებია თუ რომელი მუნიციპალიტეტების მუშაობით არის უკმაყოფილო.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

17.04.2019 აზავრეთის სკოლის მოსწავლეებმა სწავლა განაახლეს

16.04.2019 მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის თავისუფალი დასწრება გაუქმდა

15.04.2019 მეორე კვირაა მოსწავლეები აზავრეთის სკოლაში არ დადიან – პროტესტი გრძელდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

18.04.2019 სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

17.04.2019 ქაღალდი, მინა, პლასტმასი და მეტალი – ნარჩენების დახარისხება სავალდებულო ხდება

17.04.2019 ‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

პრემიერი ზოგიერთ მუნიციპალიტეტში მენეჯმენტის სტანდარტით უკმაყოფილოა
სამცხე–ჯავახეთის ახალი გუბერნატორი თანამშრომლებს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ხვდება
პრემიერმა ბესიკ ამირანაშვილი სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორად წარადგინა
რუსთავი 2: სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი ბესიკ ამირხანაშვილი იქნება
რას ფიქრობენ სამცხე – ჯავახეთის ხელისუფლებაში პრემიერის გადადგომაზე
მთავრობა, NGO-ები და პარტიები – როგორ აფასებენ პრემიერის გადადგომას მესხეთში
როგორ აფასებს სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი სამთავრობო ცვლილებებს