FM97.5 / LIVE

შსს: ბავშვზე ძალადობის ფაქტზე 12 მეზობლის ხელმოწერით განცხადება შემოვიდა

მთავარისიახლე, სამართალი 25.10.2018
შსს–ში ამბობენ, რომ დედის მიერ ხუთი წლის ბიჭის შესაძლო ცემის ფაქტზე უწყებაში მეზობლების განცხადებაც შევიდა და 112–ზე სატელეფონო შეტყობინებაც დაფიქსირდა.

შსს: ბავშვზე ძალადობის ფაქტზე 12 მეზობლის ხელმოწერით განცხადება შემოვიდა

ახალციხის რაიონულ სამმართველოში მეზობლების მიერ შეტანილ განცხადებაში წერია, რომ მათ საცხოვრებელ კორპუსში დროებით მცხოვრები ერთ–ერთი მოქალაქე საფრთხეს უქმნიდა საკუთარ შვილებს და ყოველ დღე, მისი ბინიდან ბავშვების განწირული ხმა ისმოდა.

მეზობელი არა, თუმცა, ოჯახთან დაახლოებული ერთ–ერთი პირი „სამხრეთის კარიბჭესთან“ ყვება, რომ დედა შვილზე ფიზიკურად თითქმის ყოველდღე ძალადობდა: „სახლში ყოველთვის განწირული ხმა ისმოდა ბავშვების, სულ სცემდა და დალურჯებულები დადიოდნენ.
გაუწონასწორებელი ქალია, რამდენჯერ მინახავს ეს პატარები სახეზე ჩალურჯებებით, როგორ შეიძლება ასეთ დედას დაუტოვო ბავშვები?!“.

მომხდარზე შსს–მ ძიება სსკ–ის 126–ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ა ქვეპუნქტით დაიწყო, დედას შვილის ცემისთვის ბრალი 28 სექტემბერს წაუყენეს და საქმე ახალციხის რაიონულ სასამართლოს არსებითი განხილვისთვის უკვე გადაეცა.

ბრალდებული შვილის ცემას კატეგორიულად უარყოფს.

ამჟამად მცირეწლოვანი ბავშვები მინდობით აღზრდაში არიან. სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტს, დედას შვილები დაუბრუნდება თუ არა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


14.07.2020 საფეხური: 'კითხვები რომ სომხურად იყოს, გამოცდას ყველა პედაგოგი ჩააბარებს' [აუდიო]

12.07.2020 აბიტურიენტები ეროვნულ გამოცდებს ისტორიაში აბარებენ

11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.07.2020 სამცხე-ჯავახეთის რომელ სოფლებში დაიწყება 2020 წელს გაზიფიცირება

14.07.2020 გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 22 აგვისტოს დაიწყება

13.07.2020 რამდენი ლარით დაჯარიმდებით გარემოს დანაგვიანებისთვის - ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილებები შევიდა

13.07.2020 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, იქ რაიმე დისტანციის დაცვაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი? – პაატა იმნაძე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში დედას ხუთი წლის შვილის ცემისთვის ასამართლებენ [Video]
დედას შვილის ცემისთვის გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს
დედას, რომელსაც შვილების ცემაში ადანაშაულებენ  ბავშვები დაუბრუნეს
ახალციხეში ხუთი წლის ბავშვის შესაძლო ცემის საქმის განხილვა დაიწყო
დედა, რომელსაც შვილის ცემისთვის ასამართლებენ, პოლიციას შეურაცხყოფაში ადანაშაულებს
დედა შვილის ბულინგის გამო განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვს
ახალქალაქის მესამე ბაღში აღმზრდელს დედა ბავშვზე ძალადობაში ადანაშაულებს