FM97.5 / LIVE

15 წლის გოგო თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს

მთავარისიახლე, სამართალი 24.10.2018
ახალციხის ერთ–ერთი სკოლის მეათე კლასის მოსწავლე ამბობს, რომ მასზე კლასელმა იძალადა. საქმეს შსს გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით იძიებს.

15 წლის გოგო თანაკლასელ ბიჭს გაუპატიურებასა და მუქარაში ადანაშაულებს

როგორც გოგონას დედა „სამხრეთის კარიბჭესთან“ ჰყვება მის შვილზე თანაკლასელმა 2017 წლის დეკემბერში, მეცხრე კლასში სწავლის დროს იძალადა, თუმცა ამის შესახებ 2018 წლის მარტში გაიგო. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ბიჭი გოგონაზე როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად ძალადობდა : „ემუქრებოდა არსად თქვა, თორემ მოგკლავო. მოვითხოვ, რომ ეს ბიჭი სათანადოდ დაისაჯოს".

საპირისპიროს ამტკიცებს ბიჭის დედა : „ჩემი შვილი არ არის დამნაშავე. არანაირი ძალადობა არ ყოფილა. თუ ჩემმა შვილმა იძალადა და გოგონა ამბობს, რომ ეს დეკემბერში მოხდა, იმის მერე კიდევ ჩემ შვილთან ერთად რატომ დადიოდა?! ძალით რომ ეკადრებინა თქვენთვის ვინმეს რამე, იმის გვერდით კიდევ გაივლიდით?! მოდიოდა ჩემ შვილთან ერთად სახლში, თამაშობდნენ კომპიუტერზე, ერთად ეძებნენ მასალებს ინტერნეტში“.

გოგონას დედა ამბობს, რომ მომხდარის შემდეგ მისი შვილი თავს ცუდად გრძნობს. მასთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.

„სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი პრობლემის იდენტიფიცირების მომენტიდან ფლობენ ინფორმაციას და აქტიური კომუნიკაცია აქვთ ბავშვთან და მის ოჯახთან. ინტენსიური ურთიერთობის პროცესში გამოკვეთილი საკითხები კომპეტენტური პირების ჩართულობით ეტაპობრივად გვარდება“, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 2018 წლის მარტში სოციალური მომსახურების სააგენტოდან შესული წერილის საფუძველზე დაიწყო. საქმის მოკვლევა თავიდან 16 წელს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის მუხლით დაიწყეს, 19 სექტემბერს კი საქმე გადაკვალიფიცირდა და გამოძიება გაუპატიურებისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს: "გოგოს ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა, თუმცა დასკვნის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის".

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ მას შემდეგ გაიგო, რაც სამართალდამცველებმა გოგოს და ბიჭის კლასელები დასაკითხად პოლიციაში დაიბარეს: "სამმართველოში დამიბარეს როგორც მშობელი, ჩემი შვილი ამ გოგონას კლასელია. დეკემბრის ამბავია და ჩვენ ოქტომბრის დასაწყისში გავიგეთ, დეტალები არ ვიცი. დედამისს უჩივლია. გოგონა სკოლაში დადის, გაკვეთილებს ესწრება. სპორტსმენი ბავშვია, სიგელი ხშირად მოაქვს სკოლაში და ამისთვის შექებას იმსახურებს“.

მომხდარის შემდეგ, გოგოს დედის მოთხოვნით ბიჭი სასწავლებლად სხვა სკოლაში გადაიყვანეს.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


21.03.2019 ‘კატის’ გამოცდებმა არ გაამართლა’– სოფო გორგოძე სკოლის გამოცდების გაუქმებაზე

20.03.2019 'ტაძარი არ გვაქვს და სხვა გზა არაა' – სოფელი სალოცავად ანდის სკოლაში დადის

20.03.2019 ახალციხელ აბიტურიენტებს ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნეს

20.03.2019 არაქართულენოვანი, ‘1+4 პროგრამის’ სტუდენტებისთვის სტაჟირება ცხადდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.03.2019 ‘მესხეთის უნივერსიტეტის’ რედაქტორს სერგეი მესხის სახელობის პრემია მიანიჭეს

21.03.2019 სამცხე–ჯავახეთი რობიზონ მაქაძის ობიექტივში – ოპერატორი 35–წლიანი სტაჟით [Video]

21.03.2019 ‘გული უნდა დაცალო წრფელად, ისე ლექსს ვერ დაწერ’– რა აწერინებთ ახალგაზრდა პოეტებს? [Video]

21.03.2019 ტყეში გატარებული ნახევარი საუკუნე – სამცხე–ჯავახეთის ტყის მცველები [Video]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

გოგონას შესაძლო გაუპატიურების საქმეზე აუდიტმა სკოლაში ბულინგი ვერ დაადგინა
რის სათქმელად დაუკავშირდა გაუპატიურებული გოგონა „სამხრეთის კარიბჭეს“
ადიგენში ბულინგის საქმეში შსს–მ  სოციალური სამსახური ჩართო
მეორე სართულიდან გადმოვარდნილი გოგოს მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
სკოლაში ბულინგის გამო 11 წლის ბიჭს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა
ახალქალაქში დედა და მისი სამი შვილი გარდაცვლილი ნახეს
პირველ ბაღში შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო