FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის

მთავარისიახლე, ეკონომიკა 24.10.2018
სამცხე–ჯავახეთში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ერთადერთი ცენტრი ახალციხეში, საბარგო სადგურზე მდებარეობს. რეგიონულ ცენტრს სამი სპეციალისტი ემსახურება.

სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის

სამცხე–ჯავახეთში ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრში ამბობენ, რომ სავალდებულო ტექინსპექტირების მესამე ეტაპი აქტიურად მიმდინარეობს: „M1 მაღალი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილები მოწმდება ახლა. დღის განმავლობაში, 10 მანქანას მაინც ვათვალიერებთ“.

საქართველოში სავალდებულო ტექდათვალიერება 2018 წლის პირვლი იანვრიდან დაიწყო და ოთხ ეტაპს მოიცავს. სამი იანვრიდან დაიწყო სამგზავრო (რვა ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომანქანების ტექნიკური ინსპექტირება, ხოლო პირველი ივლისიდან სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების.

ამჟამად მესამე ეტაპი, M1 3000 კუბურ სანტიმეტრის, ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება მიმდინარეობს. ხოლო 2019 წლის პირველი იანვრიდან, ტექნიკური ინსპექტირების ყველაზე მასშტაბური – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება დაიწყება.

სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის

„პირველ რიგში მაყუჩიდან სპეციალური მოწყობილობით ვამოწმებთ რა რაოდენობის CO–ს გამოყოფს ავტომობილი, თუ გამონაბოლქვის რაოდენობა ნორმას არ აღემატება მერე ინსპექტირება სამუხრუჭო სისტემის შემოწმებით გრძელდება. ასევე, მოწმდება საბურავები, მანქანის სავალი ნაწილი, საჭით მართვის სისტემა, ფარები და სხვა ნაწილები“, – გვიხსნის ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის დირექტორი ნუგზარ აღდგომელაძე.

სამცხე–ჯავახეთის ინსპექტირების ცენტრს, სამი ინსპექტორი ემსახურება. იმ ავტომანქანების ტექნიკური შემოწმება, რომლის წონაც 3 500 კილოგრამს აღემატება, 100 ლარი ღირს, ხოლო 3 500–ზე ნაკლების 60 ლარი. გადახდა ინსპექტირების ადგილზე, ჩასარიცხი აპარატით არის შესაძლებელი.

„თუ მანქანა ხარვეზიანი აღმოჩნდა, მფლობელს ვაძლევთ ერთ თვეს ხარვეზის გამოსასწორებლად და ამ პერიოდში განმეორებითი შემოწმება უფასოა“, – ამბობს ტექნიკური მენეჯერი, სუმბა ძელოიანი.

ტექნიკური შემოწმების გასავლელად სტეფან დავითიანი ახალქალაქიდან ჩამოვიდა: „ტექნიკურ ინსპექტირებას პირველად გავდივარ, ჩემთვისაც კარგია იმის ცოდნა, რომ ავტომობილი გამართულია“.

„პირველად ტექდათვალიერება მუხრუჭების გაუმართაობის გამო ვერ გავიარე, ახლა გავმართე და იმედია გავივლი ამ პროცედურებს. ამ მარშუტკით მგზავრები ახალციხე–თბილისის მიმართულებით გადამყავს“, – ამბობს ახალციხელი ანზორ ბალახაშვილი.

სავალდებულო ტექინპსექტირების გასავლელად ერთწლიანი ვადა აქვთ ავტომობილის მძღოლებს, მიკროავტობუსებისას კი ექვსი თვე.

ავტოტრანსპორტის მძღოლი, რომელიც პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ერთი წლის მანძილზე არ გაივლის, 50 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო იურიდიული პირი, ან ინდმეწარმე 200 ლარით.

ავტომობილის მძღოლი ვალდებულია, ტექნიკური დათვალიერების გასვლიდან ერთი წლის შემდეგ ავტომობილი ხელახლა შეამოწმოს. ასევე, ინსპექტირების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს სპეციალური ცხელი ხაზიც – 1484.

ქვეყნის მასშტაბით ტექნიკური ინსპექტირების 36 ცენტრი ფუნქციონირებს.

პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ხორციელდება.

სამცხე–ჯავახეთში ტექდათვალიერებას დღეში, საშუალოდ, 10 მანქანა გადის

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

05.12.2019 წიგნიერების დონით ქართველი მოსწავლეები, 79 ქვეყანას შორის ბოლოდან მერვე ადგილზე არიან

03.12.2019 'ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ' - ინკლუზიური განათლება საქართველოსა და სომხეთში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

09.12.2019 ფარეხის გზაზე, სადაც ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა კამერების დამონტაჟებას ითხოვენ

09.12.2019 ახალციხელი სპორტსმენი უკრაინის ჩემპიონია

09.12.2019 ახალქალაქის 22 სოფელს ბუნებრივი აირი არ აქვს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

20.11.2019 ‘თუ წარმატებული ვიქნები, თემსაც დავეხმარები და ქვეყანასაც’ – აქტიური ახალგაზრდა სხვილისიდან

მსგავს თემაზე

დღეიდან მანქანების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მეორე ეტაპი დაიწყო
რამდენი ლარით დაჯარიმდებით  თუ ტექდათვალიერებას არ გაივლით
კვირის აქცენტი: ავტომობილის ტექნიკური ინსპექტირება [ვიდეო]
ახალციხეში ტექდათვალიერების ცენტრთან ავტომობილების რიგებია
ინსპექტირებისთვის მანქანის მფლობელებმა 16 მილიონი ლარი დახარჯეს
რა შემთხვევაში ვერ გაივლიან მარჯვენასაჭიანი მანქანები ტექდათვალიერებას
ბორჯომში ტექინსპექტირების ცენტრი გაიხსნა