FM97.5 / LIVE

ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში

მთავარისაზოგადოება 12.07.2013
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აზავრეთში სამსულიანი ოჯახი მიწურ სახლში, იმის შიშით ცხოვრობს, რომ ჭერი თავზე ჩამოექცევათ.

ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
9 წლის გიორგისა და 8 წლის მარიანას მამა არ ახსოვთ. მარიანა 4 თვის იყო, მისი ძმა კი 9 თვის, როცა მამამ მიატოვა და ოჯახიდან წავიდა.

ნატაშა მარტოხელა დედაა. მუდმივი სამუშაო არ აქვს, ამბობს, რომ ხანდახან შვილებისთვის პურის ყიდვას ვერ ახერხებს. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფო დახმარება, თვეში 78 ლარია.

„რა სამუშაო უნდა იყოს სოფელში? კარტოფილს თესავენ. ჩვენ კი მიწაც არ გვაქვს, რომ გამოვიკვებოთ. ადრე კარგი იყო, მწველავად ვმუშაობდი, როგორღაც თავი გაგვქონდა. ახლა სამუშაოც არ მაქვს, რომ პურის ფული ვიშოვო“, – ამბობს იგი.

სამსულიანი ოჯახი ცხოვრობს მიწურში (მიწიანი სახლი), რომელიც ნელ-ნელა ინგრევა. ოჯახს ეშინია, რომ ერთ დღეს ჭერი თავზე დაემხობა. მიწის საფარი თანდათან იშლება, სახურავი დატეხილია, ამიტომ წვიმის დროს ოთახშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ.

„პატარა სახლი მაინც გვქონდეს, რამდენ ხანს შეიძლება მიწურში ცხოვრება, რომელიც თან ინგრევა?! არავინ გვეხმარება. ბავშვების სახელმძღვანელოებისთვის ძლივს ვშოულობ ფულს. სახლში არაფერი გვაქვს, სკამიც კი, რომ დავსხდეთ“, – ამბობს ნატაშა.

მისივე თქმით, ოჯახის მამას ბავშვების არსებობა არც ახსოვს. მათ არც ნათესავები ჰყავთ, რომ დაეხმარნონ. ნატაშას ძმა რუსეთში ცხოვრობს და მხოლოდ თავისი ოჯახისთვის საკმარის ფულს შოულობს. პატარა ოჯახი მეზობლებისა და კეთილი ადამიანების წყალობით ცხოვრობს, რომლებიც რითიც შეუძლიათ, ეხმარებიან.

ნატაშა სერობიანი 1971 წელსაა დაბადებული, განათლება არ აქვს. ამბობს, რომ ორჯერ გათხოვდა და ორივე ქორწინება უიღბლო გამოდგა. მეორე ოჯახი რამდენიმეწლიანი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ დაენგრა.

მარიანა და გიორგი ჯერ სკოლაში სწავლობენ, თუმცა, უკვე იციან რას გააკეთებენ მომავალში. გიორგის ექიმობა და ყველა ავადმყოფის განკურნება უნდა. მარიანამ კი უკვე ზუსტად იცის, რომ მასწავლებელი გახდება და ბავშვებს ასწავლის.

კითხვაზე, ყველაზე მეტად რა საჩუქრის მიღება გაუხარდებოდათ, პატარებმა ძლივს გასაგონად გვიპასუხეს: „ჩვენც გვინდა ტელევიზორი გვქონდეს“.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


10.12.2019 საფეხური: რა იცვლება საჯარო სკოლებში [აუდიო]

10.12.2019 როდის დაიწყება სკოლებში ზამთრის არდადეგები

09.12.2019 'მხიარულ სტარტებში' ახალციხის N1 საჯარო სკოლამ გაიმარჯვა

08.12.2019 არჩევანი – განათლებული და განვითარებული საქართველო

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.12.2019 სამცხე–ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტს ახალი დირექტორი ჰყავს

10.12.2019 ახალციხეში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს

10.12.2019 სამცხე–ჯავახეთში უნალექო ამინდია მოსალოდნელი

10.12.2019 როგორ გააფართოეს საბურთალოს სასაფლაო სუს-ის მაღალჩინოსნის სიმამრისთვის

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

29.11.2019 საჯარო სკოლა, სადაც ბავშვებს ყვავილების მოვლას ასწავლიან [ვიდეო]

21.11.2019 მიქელწმინდას ამბები [ფოტო]

მსგავს თემაზე

კოთელიაში მარტოხელა დედა ავარიულ სახლში ცხოვრობს [ფოტო]
უტყისუბანში მრავალშვილიანი ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს
მუგარეთში ხაჩიძეების ცხრასულიან ოჯახს სახლი ენგრევა [ფოტო]
ხუთი შვილით უსახლკაროდ
საცხოვრებლად ქცეული სოფლის კლუბი
ისტორიები სოფელ ბუღაშენიდან
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა