FM97.5 / LIVE

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 23.10.2018
მაკა ბავშვობიდან კერავს, 15 წლის წინ ჩანთების და სხვადასხვა აქსესუარის შექმნა დაიწყო. მოგვიანებით ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში, როგორც ქვილთის მკერავი ისე მიიწვიეს. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ კი საკუთარი სახელოსნო მოაწყო.

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

„ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, გაკვეთილების შემდეგ სახლში მოსული გარდირობებში ვეძებდი სამოსს და ვკუწავდი, ვაფუჭებდი, ვკერავდი. საბედნიეროდ დედამაც იცოდა კერვა და ესმოდა, რომ არ უნდა შევეზღუდე, ასე დავიწყე ჩემით სწავლა“, – გვიყვება მაკა ბიბილაშვილი.

ქვილთის კერვა, თუ მისი ყოველდღიურობის ნაწილი გახდებოდა ამაზე არ უფიქრია. ახლა საკუთარ სახლში სამკერვალო აქვს მოწყობილი და მთელ დღეებს აქ ატარებს: „ვერ წარმომიდგენია, რომ სხვაგან ვიმუშაო, სხვა რამე გავაკეთო. თავისუფალი დრო თითქმის არ მაქვს, მაგრამ თუ შეკვეთებს ვერ ვღებულობ, ვიგონებ რაღაცებს და ვცდილობ შევკერო ისეთი რამ, რაც არავის შეუკერია. იქნება ეს ჩანთა, აპლიკაცია თუ სხვა“.

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

სამკერვალო “Maka’s Handmades - მაკას ხელნაკეთობები” მიკროგრანტით „აწარმოე საქართველოს“ ხელშეწყობით გახსნა. ამბობს, რომ მის შემოქმედებაში მეუღლემ, ლევან ლომიძემ დიდი წვლილი შეიტანა: „სამკერვალოს ფასადი და ექსტერიერი მისი მოწყობილია, ისიც ხელოვანია, საღამოს ბავშვებთან ერთად მთელი ოჯახი შემოვსხდებით–ხოლმე და ზოგი ვკერავთ და ზოგი ხატავს".

ლევანი ნებისმიერ დროს მზადაა მეუღლეს საყვარელი საქმის კეთებაში მიეხმაროს: „სულ რომ არ მეცალოს მიმყავს მასალების შესაძენად. ყოველთვის ვცდილობ დავეხმარო“.



ჭრა–კერვის სიყვარულმა მაკას წარმატება არაერთხელ მოუტანა. მის გამოფენებს თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკასა და „კავკასიურ სახლში“ ხშირად შეხვდებით. წლების წინ მისი შემოქმედებით ამერიკის საელჩოც დაინტერესდა: „ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში ვილთერის სტატუსით მიმიწვიეს 14 წლის წინ, საქართველოს წარმოვადგენდი. ვხვდებოდი წარმატებულ ქვილთერებს და ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე“.

ქვილთი ჭრა–კერვის შემდეგ მორჩენილი ნაჭრით შექმნილ ნამუშევარს ჰქვია. მაკას თქმით, ქართული შესატყვისი ჩანაჭრებია. მის შემოქმედებაში შეხვდებით ქუდებს, ფეხსაცმელს, გამოსასვლელ კაბებს, ქვილთის აქსესუარებს, აპლიკაციებს მაისურზე წარწერების სახით, ყვავილებით მორთულ ჩანთებს და სხვადასხვა ფერად ნამუშევარს.

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

ამბობს, რომ ინსპირაცია მუშაობის დროს მოდის: „დასრულებული სახე ყოველთვის სხვაა, ვიდრე ჩანაფიქრი. ეს საქმე, რასაც ვაკეთებ გადამდებია, აქ რომ შემოდიან, შემდეგ მიდიან და სახლში რაღაცას აკეთებენ. მითუმეტეს, როცა გიყურებენ და ხედავენ, რომ ბედნიერი ხარ, თვითონაც უჩნდებათ სურვილი ჩაერთონ ამ საქმეში“.

უცხოეთიდან დაბრუნებული ტანსაცმლის და სხვა ნივთების კეთებას წლებია ასპინძასა და ახალციხეში ასწავლის: „მყოლია მოსწავლეები, რომლებიც თავიდან ვერ აკეთებდნენ, თუმცა რომ ვაჩვენებდი მერე ისეთი იდეები მოსდიოდათ, რომ მეთვითონაც მსიამოვნებდა–ხოლმე".

სამომავლოდ, ხელოვანი სახელოსნოს გაფართოებას და მკერავების საკუთარ სამკერვალოში დასაქმებას გეგმავს. იგი მათ, ვინც ჭრა–კერვითაა დაინტერესებული ურჩევს, რომ საქმე სიყვარულით აკეთონ: „პირველ ჯერზე შეიძლება არ გამოვიდეს, თუმცა, ცდა არ უნდა შეწყვიტონ“.

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

‘მაკას ხელნაკეთობები’ – რეპორტაჟი ქვილთის სამკერვალო სახელოსნოდან [Photo/Video]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე – ასპინძა]


15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 განათლების სამინისტრო ძირეული რეფორმისთვის ემზადება – გასვლითი სხდომა ბორჯომში

14.02.2019 სამცხე–ჯავახეთში მანდატურების ცენტრი აშენდება

13.02.2019 სოფელ ბენარაში 150 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა შენდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.02.2019 მართლმადიდებელი ეკლესია მირქმის დღესასწაულს აღნიშნავს

15.02.2019 სოფელი, რომელიც სკოლაზე ოცნებობს [Photo/Video]

14.02.2019 ახალციხეში ავარიის შედეგად ორი მანქანა და მაღალი ძაბვის ბოძი დაზიანდა

14.02.2019 რამდენი ბავშვი დაიბადა 2018 წელს სამცხე–ჯავახეთში

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

არტ–ვიდეო: როგორ შევკეროთ ქვილთის ჩანთა
ხელოვნება, როგორც მანიფესტი - რეპორტაჟი ახალციხელი მხატვრის სახელოსნოდან
ხელობა, როგორც დამოუკიდებლობის წყარო – ქალები სამკერვალოებსა და სალონებიდან [Photo]
მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]
”ნახატებს მხატვრის ხასიათი ყოველთვის ემჩნევა’’
პატარა ხელოვანი
ახალციხის სამხატვრო სკოლის პედაგოგების პირველი გამოფენა