FM97.5 / LIVE

ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა

მთავარისიახლე, საზოგადოება, არჩევნები 22.10.2018
დღეს, 22 ოქტომბერს, ახალციხის ორ საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის იმიტირებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.

ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა

ახალციხის პირველი და მეექვსე სკოლების საკლასო ოთახებში საარჩევნო უბნები მოაწყვეს. მოსწავლეები მანამდე, პრეზიდენტობის ოთხი კანდიდატის საარჩევნო პროგრამას გაეცნენ და სასურველი არჩევანი კაბინებში დააფიქსირეს.

„გავეცანი ოთხი კანდიდატის პროგრამას და ავარჩიე ერთი. მისი დაპირებები რეალური იყო სხვებთან შედარებით“, – ამბობს მეთერთმეტე კლასის მოსწავლე ქრისტინე ჩილინგარაშვილი.

იმიტირებული არჩევნები სკოლებში „ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა: „პრეზიდენტობის კანდიდატების პროგრამებიდან ისეთი საკითხები შევარჩიეთ, რომელიც ახალგარზდებს აინტერესებთ, განათლება, დასაქმება, ინტეგრაცია“, – ამბობს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელი მაკა სუდაძე და ამატებს, რომ კამპანიის მიზანი, მოსწავლეებში საარჩევნო ცნობიერების ამაღლებაა.

მსგავსი ტიპის იმიტირებული არჩევნები სამცხე–ჯავახეთის რვა სკოლაში გაიმართა.

ახალციხეში მოსწავლეებისთვის იმიტირებული არჩევნები გაიმართა

აქცია „სიქა“, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს, ბერლინის განათლების , ახალგაზრდობისა და მეცნიერების დეპარტამენტის სენატისა და ქალაქ ბერლინის საქველმოქმედო ასოციაციის მხარდაჭერით ხორციელდება. პროგრამის „მეტი შეგვიძლიას“ სამცხე–ჯავახეთში არასამთავრობო ორგანიზაცია ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი ხელმძღვანელობს.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.04.2020 რა სანქცია დაეკისრებათ 'კომენდანტის საათის' დამრღვევ პირებს

01.04.2020 ახალციხეში საკონტროლო გამშვები პუნქტები ქალაქის შესასვლელებში მოეწყო [ფოტო]

31.03.2020 საქართველოში ‘კომენდანტის საათი’ ამოქმედდა

31.03.2020 იყო ფერადი კარვები, ახლა ჭრელა–ჭრულა პირბადეებია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

იმიტირებული არჩევნები ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის
ახალციხეში ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა
იმიტირებული არჩევნები ახალციხელი ახალგაზრდებისთვის
მარგველაშვილი ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამას გააცნობს (R)
ახალციხეში ახალგაზრდული ფესტივალი ჩატარდა
ახალციხეში იმიტირებული ქალაქი მოეწყო
”ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის” აქტივობების ანგარიში