FM97.5 / LIVE

წამო, პალიასტომი ვნახოთ

მთავარისიახლე, ბლოგები 20.10.2018
მატასის ბლოგი

წამო, პალიასტომი ვნახოთ
ბავშვობაში ეგნატე ნინოშვილის ,,პალიასტომის ტბა“ რომ წავიკითხე დიდხანს გამყვა - “ვაიმე, ოჯახო! ვაიმე, ცოლ-შვილოო!” მუცელშივე ჩაუბრუნა პირში ჩახეთქილმა წყალმა“ - ეს ფრაზა. დიდხანს რა, ახლაც, როცა რამე ცუდი ხდება ეს სიტყვები მახსენდება.
უკვე დიდობაში დავძლიე შიში და ის რამაც ბავშვობაში ასე დამზაფრა გადავწყვიტე მენახა. მოვიკიდე ჩანთა ზურგზე და გავწიე ფოთისკენ, პალიასტომის ტბის სანახავად.

შუადღე იყო რომ ჩავედი. პალიასტომი ლივლივა დამხვდა, გაშლილი ზღვასავით და მშვიდი, არაფრით ჰგავდა ბავშვობის მოგონებას -შავ გველეშაპს, რომელმაც ივანე და ნიკო გადაყლაპა.

ნაპირზე დავჯექი, პალიასტომი კი იყო ლივლივა, მაგრამ მაინც ნაცრისფერი და მკაცრი. ალბათ ეს ტბა არასოდეს არ იქნება ჩემთვის საყვარელი, თუმცა ულამაზესი კი.

ვიჯექი ნაპირზე და ვფიქრობდი შევძლებდი თუ არა შესვლას. მერე რეინჯერებს გამოველაპარაკე და გადავწყვიტე მათ გავყოლოდი. ტბა უნდა შემოევლოთ. ორნი იყვნენ და მიშველიან თუ რამე - გავიფიქრე ეს და კატერზე დავჯექი.

ტბის სიღრმეში მამა -შვილი თევზაობდა. ბადე განსაზღვრულ ზომაზე დიდი აღმოჩნდა და რეინჯერებმა ამოღება მოსთხოვეს. ხის ნავით მამა-შვილის დანახვამ უარესად დამზაფრა. 21 საუკუნის ივანე და ნიკო ვნახე, თითქოს არაფერი შეცვლილა, არსებობისთვის ისევ წვალობდნენ.
ისაუბრეს. რეინჯერებმა ფოტოები გადაიღეს და დავბრუნდით ნაპირზე.

ნაპირი სუფთა. ოთხსართულიანი კორპუსები, ნახევრად ჩაშავებული და სარემონტო.

,,სამხედრო პირები და მათი ოჯახები ვცხოვრობთ ძირითადად“, - მითხრა ახალგაზრდა გოგომ.

პალიასტომის ტბიდან გამოედინება მდინარე კაპარჭინა. ულამაზესი და სასწაულად მწვანე.

ტბას ერთვის მდინარე ფიჩორი. ჰოდა, აქედან იწყება მეორე სასწაული. პალიასტომი ხმაურობს, შავია და ბობოქარი. კატერიც გვარიანად ირწევა. ნაპირიც ჰაი-ჰაი ჩანს, უხვევ და ბაც! წყალი ლივლივა ხდება სარკესავით. სიწყნარე, ხელშეუხებელი ბუნება, სიმწვანე, მაღალი წყლის ბალახი, არ ვიცი რა ქვია. ალაგ-ალაგ ბალახიდან ამოფრენილი ფრინველი.

,,შორს ვერცხლისფრად არეკვლა სადაც ხდება თევზებია თავშეყრილი და მიახლოებისას იფანტებიანო“, - მითხრა თანმხლებმა პირმა.
სუნია ირგვლივ მათრობელა: წყლის, თევზის, ბალახის, წყალმცენარეების. ფიჩორის სიღრმეში მიწის პატარა ალაგზე ერთი კაცი ცხოვრობს, მასთან მივდივართ. სოფლის ორღობე წარმოიდგინეთ, ოღონდ წყალზე. რა ადვილია, ხო? კატერს მისი სახლის წინ ვაჩერებთ და ავდივართ. აქ ფიჩორის ერთადერთი მკვიდრი ცხოვრობს ძაღლებთან და ცხენთან ერთად. სახლი ძველია, ორსართულიანი. კაცი, ძაღლები და ცხენი აქაურობის სიმშვიდეს არ არღვევენ. ცხოვრობენ თავისთვის და ერთმანეთისთვის. კაცს არც შუქი აქვს, არც მობილური, არც ტელევიზორი.

- აქ როგორ ძლებთ? - ვეკითხები და ისე მიღიმის ვხვდები ,,გაძლება“ ნამეტანი მომივიდა.
- თქვენ როგორ ძლებთ იქ? თვითონ მისვამს კითხვას. ახლა მე ვიღიმი და არ ვიცი რა ვუპასუხო.
ღვინო დაგვალევინა, პატარა, მოხრილი რქით.

სამოთხე თუ არსებობს ალბათ ასეთია - ვფიქრობ პალიასტომითა და ღვინით გადარეულ-აფორიაქებული.

ბნელდებოდა უკან რომ წამოვედით. პალიასტომი აღელვებული ჩანდა, კატერი მაგრად ირყეოდა, თუმცა აღარ მეშინოდა.
ჰოდა, თქვენც თუ შიშები გაქვთ ბავშვობიდან გამოყოლილი პალიასტომის ტბაზე, დაძლიეთ, წადით და ნახეთ. წინ სასწაულები გელოდებათ!

წამო, პალიასტომი ვნახოთ

წამო, პალიასტომი ვნახოთ

წამო, პალიასტომი ვნახოთ

წამო, პალიასტომი ვნახოთ

წამო, პალიასტომი ვნახოთ

[მატასი]


23.04.2019 რა შეცვალა ქართული ენის სწავლებამ ჯავახეთში [ვიდეო]

21.04.2019 კათოლიკე ეკლესია აღდგომას ზეიმობს [ფოტო]

19.04.2019 წარჩინებული მოსწავლეები მთავრობის სხდომაზე დასწრებას შეძლებენ - პრემიერი

18.04.2019 მოსწავლეების თვალით დანახული პრობლემები – კონფერენცია ახალციხეში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.04.2019 სამცხე-ჯავახეთში ბავშვების 32%–ს სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებული აქვს - კვლევა

23.04.2019 'ჭიაკოკონაზე' ნუ დაწვავთ საბურავებს' – გარემოსდაცვითი დეპარტამენტი

22.04.2019 წინასაარჩევნო განწყობები აბასთუმანში

21.04.2019 ფონდმა ‘ერთად შევძლებთ’ პირველი საქველმოქმედო აქცია გამართა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ოცნებების სასაფლაო
აღარ დარჩეთ სახლებში გოგოებო!
არის ერთი ქალი . . .
სოფელში ორღობეებმაც იციან დარდი
როდის თხოვდები?
ერთი ისტორია ბევრის პრობლემებით
‘ვისი რა საქმეა’