FM97.5 / LIVE

მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.10.2018
ახალციხის პირველ საჯარო სკოლაში, მასწავლებელების მოთხოვნით, მესამე დღეა სპორტული მოედნის მშენებლობა შეჩერებულია. პედაგოგები აცხადებენ, რომ ეზოში ექვსი მეტრით პატარა სტადიონს აკეთებენ და ის სკოლისთვის საკმარისი არაა.

მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

პირველ საჯარო სკოლაში ეზოსა და სტადიონის კეთილმოწყობა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით აგვისტოში დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება. ეზოს შემოღობვა თითქმის დასრულებულია, სტადიონი კი ჯერ ისევ მოსაწყობია. მასწავლებლები ამბობენ, რომ სტადიონის მშენებლობა მათი პროტესტით შეჩერდა.

„წინა პარასკევს გავიგეთ, რომ ძველი სტადიონის ადგილზე პატარას აკეთებენ. გვითხრეს ამერიკული სტანდარტიაო. ეს სკოლას არ ეყოფა და ფულს ჰაერში გადაყრიან. ახლა მშენებლობა შეჩერებულია, მუშებს ვუთხარით, ვიდრე საქმე არ გადაწყდება, არ გააგრძელონ“, – ამბობს პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი ბადრი კაპანაძე.

სპორტის მასწავლებლის ნანა მაისურაძის თქმით, სტადიონი ექვსი მეტრით პატარავდება: „მუშები ამბობენ რასაც გვავალებენ იმას ვაკეთებთო. ეს ზომა ამერიკული სტანდატი ყოფილა. ჩვენი მოთხოვნაა დარჩეს ისეთი როგორიც იყო. ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდით სტადიონს ასე თუ დააპატარავებდნენ“.

ბადრი კაპანაძე ამბობს, რომ პროექტის შეცვლის მოთხოვნით პედაგოგებმა დღეს, 19 ოქტომბერს განათლების სამინისტროსა და ადგილობრივ თვითმმართველობას მიმართეს: „ხელს დაახლოებით 60 პედაგოგი აწერს. სამინისტროში ელექტრონულად გადავაგზავნე, მითხრეს მატერიალურადაც შემოინატეთო და მიმაქვს“.

ახალციხის სკოლის ეზოში სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია სამმართველო N2 ასრულებს. ეზოს და სტადიონის კეთილმოწყობისთვის 236 311 ლარია გათვალისწინებული.

როგორც კომპანიის სამუშაოთა მწარმოებელი თენგიზ ზედგინიძე ამბობს, სკოლის ეზოში აქამდე გაცილებით დიდი სტადიონი იყო ზომებით 29.5X 15.5 და ახლა კეთდება შედარებით პატარა – 12X24 –ზე. მიუხედავად მასწავლებლების უკმაყოფლებისა, მშენებლები ხვალიდან მოედანზე სამუშაოების გაგრძელებას გეგმავენ: „განათლების სამინისტროდან გვითხრეს, რომ როგორც პროექტშია ისე გააგრძელეთ, სამუშაოები არ შეაჩეროთო“.

აღნიშნული დაგვიდასტურეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოშიც: „ადრე რომელი სტადიონიც ჰქონდათ არასტანდარტულია. ახლა რაც კეთდება სტანდარტების შესაბამისია და სხვანაირს ვერც გავაკეთებთ“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა თამარ მინდიაშვილმა.

მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


30.03.2020 პირველი არხის ეთერში 'ტელესკოლა' დაიწყო

30.03.2020 30 მარტიდან პრაქტიკოს მასწავლებელთა და მასწავლებლობის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

20.03.2020 რა პრობლემებს აწყდებიან სამცხე-ჯავახეთის სკოლებში დისტანციური სწავლებისას

16.03.2020 განათლების სამინისტროს რეკომენდაციები სასწავლო დაწესებულებებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

05.04.2020 '4 დღეში დაახლოებით 45 დაჯარიმების შემთხვევა გვაქვს' – ამირანაშვილი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევაზე

05.04.2020 გაიხსნება თუ არა ორშაბათს ახალციხის ბაზარი – ბესიკ ამირანაშვილის განმარტება

04.04.2020 5 აპრილს ახალქალაქის ბაზარი არ იმუშავებს

04.04.2020 ‘თვალყურს ვადევნებ სახლიდან, ტელევიზორით’ – გახარია სააღდგომო ლიტურგიაზე

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა სრულდება
პირველ სკოლაში სტადიონის ფართობის გასაზრდელად, პროექტის შეცვლა იგეგმება
ახალციხის  პირველი საჯარო სკოლის ეზოს რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ახალციხის პირველ სკოლაში სწავლა ისე განახლდა, რომ ეზოს მშენებლობა არ დასრულებულა
არლის სკოლაში სამშენებლო სამუშაოები ჭიანურდება
გურამიშვილის ქუჩაზე სტადიონის მშენებლობა დასრულდა
ახალციხეში ოთხი მინი სტადიონი კეთდება