FM97.5 / LIVE

ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა

მთავარისიახლე, საზოგადოება 19.10.2018
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ახალქალაქში რიგით მეოცე იუსტიციის სახლი გახსნა.სადაც ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფო და კერძო სექტორის 400-ზე მეტი სერვისის მიღებას შეძლებს.

ახალქალაქში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ახალქალაქის იუსტიციის სახლი გუშინ, 18 ოქტომბერს გაიხსნა, რომელიც ბორჯომისა და ახალციხის შემდეგ რიგით მესამეა სამცხე-ჯავახეთის მხარეში.

იუსტიციის სახლთან ერთად ახალქალაქში ქორწინების სახლიც გაიხსნა. ამ დრომდე ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქორწინების საზეიმო სივრცე არ არსებობდა. ახლა კი ნებისმიერ წყვილს საშუალება აქვს, ქორწინების რეგისტრაცია საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაგეგმოს, სადაც მათ სპეციალური საქორწინო-სადღესასწაულო დეკორაციით მოწყობილი სივრცე დახვდებათ.

ახალგახსნილი იუსტიციის სახლი 602 კვადრატულ მეტრს მოიცავს და თავისუფლების ქუჩაზე მდებარეობს. მისი მშენებლობა არქიტექტორ მიხეილ გიორგობიანის პროექტით განხორციელდა.

იუსტიციის გახსნის ცერემონიალს, საქართველოში სტუმრად მყოფი სომხეთის იუსტიციის მინისტრი ესწრებოდა, რომელიც გახსნაზე თეა წულუკიანმა პირადად მოიწვია, რათა უკეთ გასცნობოდა საქართველოში სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით განხორციელებული წარმატებული რეფორმების შედეგებს; ასევე ღონისძიებას ესწრებოდნენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო; შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები.

ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ იუსტიციის სახლის გახსნის აღსანიშნავად ახალქალაქში გრანდიოზული კონცერტი გაიმართა, მოეწყო გასართობი ღონისძიებები ბავშვებისათვის, საღამო კი ფოიერვერკით დასრულდა.

ახალქალაქის იუსტიციის სახლი ბოლო წლების განმავლობაში აშენებული მერვე ფილიალია. უახლოეს პერიოდში იუსტიციის სახლის ფილიალები კიდევ ხონში, მარტვილში, სენაკსა და ბოლნისში გაიხსნება.

[sknews.ge]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში იუსტიციის სახლი გაიხსნა
ბორჯომსა და ახალქალაქში იუსტიციის სახლის ფილიალები აშენდება
ახალქალაქში იუსტიციის სახლის მშენებლობა სრულდება
ბორჯომში იუსტიციის სახლის მშენებლობა დაიწყო
ბორჯომში იუსტიციის სახლის გახსნის საზეიმო ცერემონია [Photo]
დღის ფოტო: იუსტიციის სახლი ბორჯომში [Photo]
გადავადებული გახსნა