FM97.5 / LIVE

ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

მთავარისიახლე, განათლება 18.10.2018
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლაში მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შეხვდა. ასევე, იგი დამხმარე ორენოვანი მასწავლებლის მიერ ჩატარებულ ღია გაკვეთილს დაესწრო.

ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

პედაგოგებთან შეხვედრისას ციხელაშვილმა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისათვის ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებზე ისაუბრა: „მსგავსი პროგრამების პარალელურად სახელმწიფო ეთნიკური უმცირესობების მშობლიური ენის შენარჩუნებაზეც ზრუნავს".

სახელმწიფო მინისტრმა ორენოვანი დამხმარე მასწავლებლების როლზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების მიერ ქართული ენის შესწავლის საქმეში მათ დიდი წვლილი შეაქვთ.

მოგვიანებით, სახელმწიფო მინისტრი მერვე კლასში ქართულის გაკვეთილს დაესწრო, რომელიც სწორედ დამხმარე ორენოვანმა მასწავლებელმა ჩაატარა. მოსწავლეებთან ერთად ქეთევან ციხელაშვილმა სახელმწიფო ენის შესწავლის აუცილებლობაზე იმსჯელა და განაცხადა, რომ ეს მათ ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვის საშუალებას მისცემს.

„დღეს ბავშვები თავიანთ ოცნებებზე საუბრობდნენ და იმისათვის, რომ ეს ოცნებები ახდეს და ისინი საკუთარ სამშობლოში წარმატებულები იყვნენ, ხარისხიანი განათლება უნდა ჰქონდეთ. რა თქმა უნდა, კარგად უნდა იცოდნენ მშობლიური ენა და ასევე სახელმწიფო ენა, რომ მათთვის არც ერთი დახურული კარი არ არსებობდეს“, – ამბობს ციხელაშვილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ნინოწმინდაში ქართული ენის შემსწავლელი კურსები გაიხსნება
სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ჯავახეთში მოსახლეობას შეხვდება
სამცხე–ჯავახეთში  სახელმწიფო პროგრამების შესახებ საინფორმაციო კამპანია იწყება
სტაჟირების პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის
არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენის პედაგოგებს სერტიფიკატები გადაეცათ
შეხვედრა რესურსცენტრებთან პროგრამის 'ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის' ფარგლებში
ვინ მოამზადებს ქართული ენის სწავლის მსურველ არაქართულენოვან პედაგოგებს