FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.10.2018
უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის დაბადებიდან 160 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო სემინარი გაიმართა. ასევე, თაბუკაშვილის სახელობის თეატრმა თამარაშვილის შესახებ სპექტაკლი აჩვენა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს

„ცოტახნისწინ ქალაქში ჩვენმა სტუდენტებმა გააჩერეს ახალგაზრდები და ჰკითხეს – ვინ არის მიხეილ თამარაშვილი? ათიდან ორმა ძლივს თქვა. პატივი უნდა ვცეთ იმ ისტორიას, წარსულს, რომელმაც ჩვენი სამშობლო აქამდე შეგვინახა. მიხეილ თამარაშვილმა ქართული საეკლესიო ისტორია შექმნა“, – ამბობს აკადემიკოსი მერაბ ბერიძე.

სემინარი 1978 წელს რეზო თაბუკაშვილის მიერ მიხეილ თამარაშვილის მოღვაწეობის შესახებ გადაღებული ფილმის „კვალი ნათელის“ ჩვენებით დაიწყო. პროფესორ–მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად სემინარს მოსწავლეებიც ესწრებოდნენ.

„მიხეილ თამარაშვილის შესახებ ისტორიის მასწავლებელმა მოგვიყვა და დაგვაინტერესა, ამიტომ მოვედით, რომ მისი მოღვაწეობის შესახებ მეტი გავიგოთ“, – გვითხრა მეექვსე საჯარო სკოლის მოსწავლემ სოსო აღლემაშვილმა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში მიხეილ თამარაშვილის 160 წლის იუბილე აღნიშნეს

სემინარის დასრულების შემდეგ, 18:00 საათზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში, მიხეილ თამარაშვილის შესახებ სპექტაკლი გამართა.

ქართველი მეცნიერი, თეოლოგიის დოქტორი, რომის კათოლიკური ეკლესიის აბატი და საზოგადო მოღვაწე მიხეილ თამარაშვილი, 1858 წელს ახალციხეში, რაბათის უბანში, ქართველ კათოლიკეთა მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა.

მისმა სამეცნიერო ნაშრომმა, რომელიც საქართველოში კათოლიკური სარწმუნოების გავრცელებას ეხება, ასევე, ფრანგულ ენაზე გამოცემულმა წიგნმა „ქართული ეკლესიის ისტორია“, მეოცე საუკუნის დასაწყისში საქართველოს ევროპის ქვეყნებში დიდი პოპულარობა მოუტანა.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


06.07.2020 ‘საშუალო სირთულის ტესტი იყო’ - პირველი გამოცდა დასრულდა

06.07.2020 ახალციხის საგამოცდო ცენტრში 7 აბიტურიენტი არ გამოცხადდა

06.07.2020 ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

05.07.2020 ეროვნული გამოცდები და რეკომენდაციები

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

07.07.2020 პროტესტი სათხეში – რატომ გადაკეტეს გზა ადგილობრივებმა

06.07.2020 რატომ ვერ შენდება აბასთუმანში ავტოსადგომი - 9 მილიონიანი ტენდერი მესამედ გამოცხადდა

06.07.2020 ახალციხის 4 სოფელში სტიქიის მიერ მიყენებულ ზარალს ითვლიან

06.07.2020 'გამოსხივების გამო ცუდად ვხდებით' – ბოლაჯურში მაგთის ანძის გადატანას ითხოვენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

თბილისში ერთ–ერთ გამზირს მიხეილ თამარაშვილის სახელი მიენიჭა
ახალციხეში ორი დიდი ქართველი – მიხეილ თამარაშვილი და რეზო თაბუკაშვილი გაიხსენეს [Photos]
"მოყვასისათვის შეწირულები" – სპექტაკლი ახალციხეში
თამარაშვილის შთამომავლის სახლში შენახულმა მემორიალურმა დაფამ მუზეუმში გადაინაცვლა
ახალციხეში მიხეილ თამარაშვილის ძეგლს დადგამენ
მიქელ თამარათი - ემიგრანტი რაბათის უბნიდან და ევროპიდან შექმნილი ქართული ისტორია
მიხეილ სააკაშვილი: ახალქალაქს დიდი მომავალი აქვს