FM97.5 / LIVE

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ – მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 17.10.2018
დაახლოებით, სამი კვირაა ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაკეტილია. კლდეში ნაკვეთ, 16–სართულიან სამონასტრო კომპლექსს ახლა დარაჯი იცავს. ძეგლთა დაცვის სააგენტოში დაკეტვის მიზეზად გახშირებულ ქვათაცვენას ასახელებენ. მონასტრის წინამძღვარი კი ირწმუნება რომ ვითარება არც ისე საგანგაშოა.

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

ვანის ქვაბების სამონასტრო კომპლექსის კარი რამდენიმე საათით „სამხრეთის კარიბჭესთვის“ გაიღო. აქ შესვლა ახლა ნებართვის გარეშე არ შეიძლება.
კულტურული მემკვიდრეობის და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით ქვათაცვენის პროცესი შეუქცევადია, ამიტომ ეს ტერიტორია ტურისტებისთვის გაურკვეველი დროით დაიკეტა. მისი თქმით, განსაკუთრებით საშიში კომლექსის სამხრეთით ნაწილში მდებარე ქვაბულებია.

ვანის ქვაბების დაკეტვა, კომპლექსის ქვედა ტერიტორიაზე მდებარე, იოანე ნათლისმცემლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრის იღუმენ მათესთვის მოულოდნელი აღმოჩნდა: „არავინ ელოდა კომპლექსის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ მის ასე უცებ დაკეტვას. ტურისტულად ეს არის მიმზიდველი ადგილი და მრევლიც საკმაო რაოდენობით ამოდის. არ უნდა იყოს ეს შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვისაც სანთლის ანთება და ლოცვის აღვლენა უნდა“, – ამბობს იღუმენი, რომელიც შვიდი წელია ვანის ქვაბებში არსებული მონასტრის წინამღვარია.



მისი თქმით, მდგომარეობა მონასტრის ტერიტორიაზე არც ისე საგანგაშოა: „ქვის ცვენა გახშირებული ნამდვილად არ არის. ძირითადად პატარები ცვივა, როცა წვიმა და ქარია. ზოგადად, ქვათა ცვენა უფრო გაზაფხულზეა, თოვლი დნობას რომ იწყებს და კლდის მასივიც ლღვება“.

იღუმენი ამბობს, რომ კლდეს გაწმენდა და გამაგრება ნამდვილად სჭირდება: „თუმცა, ეს სამუშაოები ისეთ დროს უნდა ჩატარდეს, როცა ტურისტული სეზონი არაა. გარდა ამისა, თუ დაიკეტება, კომპლექსის მხოლოდ ზედა ნაწილი უნდა დაიკეტოს, იქ სადაც ქვაბულებია განლაგებული. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაადგილება კი როგორც მრევლისთვის, ასევე, ტურისტებისთვის დასაშვები უნდა იყოს“.

იღუმენის თქმით, მონასტრის ერთადერთი შემოსავლის წყარო შესაწირია: „მონასტერს არ გააჩნია არც მაღაზია და არც სხვა საშუალებები. ის მხოლოდ ვიზიტორთა შემოწირულებებზეა დამოკიდებული. ეს ალბათ უნდა გაითვალისწინონ. ამაზე სასაუბროდ ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს აუცილებლად შევხვდები“.

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]
იღუმენი მათე


‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

ამ საკითხებზე მონასტრის წინამძღვართან შეხვედრას გეგმავს ნიკოლოზ ანთიძეც: „მე ჯერ მხოლოდ მეუფე თეოდორესთან მქონდა საუბარი და პირველადი ინფორმაცია მივაწოდე. მრევლი შევა და ილოცებს. რაც შეეხება ტურისტებს, ეს პრობლემას შექმნის, რადგან ისინი ქვაბულებში შედიან და ნებისმიერ დროს შეიძლება რაიმე სახიფათო მოხდეს. ზედა ტერიტორიაზე გვირაბებში სიარული გამორიცხულია“.

ნიკოლოზ ანთიძის განმარტებით, სამომავლოდ კომპლექსში განსახორციელებელი სამუშაოები ძეგლზე კვლევების ჩატარების შემდეგ დაიგეგმება: „ვიწყებთ კვლევებს იმისთვის, რომ კონკრეტული რეცეპტი გვქონდეს ძეგლის შესანარჩუნებლად. ძნელია წინასწარ რაიმეს თქმა“.

უახლოეს დღეებში ვანის ქვაბების ტერიტორიაზე ამკრძალავ ბანერებს დადგამენ.

„ვიზიტორებსაც მოვუხდით ბოდიშს. მარტივი აღარ იქნება იქ შესვლა, ვიდრე კონკრეტულ ნაბიჯებს არ გადავდგამთ რესტავრაციისთვის“, – გვითხრა ანთიძემ.

ისტორიულ კომპლექსში განსაკუთრებით რთული მდგომარეობა გამოქვაბულებშია, აქ ეროზირებული კლდის ფენები ყოველდღიურად იშლება. კომპლექსის ტერიტორიაზე იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძართან ერთად, კიდევ ერთი, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარიცაა. ის ვანის ქვაბების ზედა ტერიტორიაზეა. იქამდე მისასვლელად რთული გზაა გასავლელი, გზად კლდიდან მოწყვეტილი დიდი ლოდები დევს, რამდენიმე სართულზე კი უსაფრთხოების ჯებირებიც არაა.

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

ვანის ქვაბები VIII-XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლია. ის ასპინძიდან 27 კმ-ში სოფელ თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1386 მეტრზე მდებარეობს.

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

‘ვანის ქვაბები მხოლოდ ნაწილობრივ უნდა დაიკეტოს’ –  მონასტრის წინამძღვარი [Photo/Video]

[თინათინ ზაზაძე, ნანა ინასარიძე – ასპინძა]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.11.2019 მესხეთის თეატრში სპექტაკლი 'თუ ხვალინდელი დღე არ დადგება' გაიმართება

11.11.2019 ვინ გახდნენ ადიგენის საპატიო მოქალაქეები

11.11.2019 ადიგენში ‘ზარზმობის’ დღესასწაულს აღნიშნავენ [ფოტო/ვიდეო]

11.11.2019 შსს-მ ფილმში 'და ჩვენ ვიცეკვეთ' პორნოგრაფია ვერ აღმოაჩინა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

‘ვანის ქვაბებს’ ილიაუნის და ფლორენციის უნივერსიტეტის მეცნიერები შეისწავლიან
მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]
ვანის ქვაბები ტურისტებისთვის დაიკეტა
რა დახვდებათ ახალი ტურისტებს ვანის ქვაბებში [Photo/Video]
‘მეტალოპლასტმასის ფანჯრებზე პასუხისმგებლობას ვიღებ, კედელი სააგენტომ ამოაშენა’ – მონასტრის წინამძღვარი
ვანის ქვაბებში კედლის ამოშენებაზე ნებართვა 2012 წელს გაიცა
სააგენტო ვანის ქვაბებზე: კვლევის შედეგად გამოვლინდა ვითარების გაუარესების ფაქტები