FM97.5 / LIVE

უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.10.2018
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა დღეს, 16 ოქტომბერს, 37 ახალი წევრით დაკომპლექტდა.

უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტთან მირზა ბურძენიძესთან თვითმმართველობაში გაწევრიანების მსურველი სტუდენტების გასაუბრება ექვსი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„მინდა საინტერესო ადამიანების მოწვევა ლექციების წასაკითხად. ეს სტუდენტურ ცხოვრებას უფრო საინტერესოს გახდის", – ამბობს სამართლის მეორე კურსის სტუდენტი დონარი ლონდარიძე, რომელსაც სტუდენტურ თვითმმართველობაში გაწევრიანება სურს.

ვალერი ჭრელაშვილი ერთ–ერთია იმ 37 სტუდენტს შორის, რომელიც თავისუფალ დროს თვითმმართველობასთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებების მოწყობას გეგმავს: „სპორტულ ღონისძიებებში ვაპირებ ჩაბმას. ვთვლი, რომ თითოეულმა სტუდენტმა უნდა შექვმნათ სტუდენტური გარემო“.

უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

თვითმმართველობა ხუთი განხრით იმუშავებს, ესენია – სპორტის, კულტურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, იურიდიული და განათლების კომიტეტები.

„სტუდენტები ინოვაციური იდეებით მოდიან და ჩემი მიზანია მომავალი კვირიდან კონკრეტულ საკითხებზე დავიწყოთ მუშაობა“, – ამბობს სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მირზა ბურძენიძე.

სპორტული თუ შემეცნებითი ღონისძიებების განსახორციელებლად სტუდენტური თვითმმართველობისთვის ყოველწლიურად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხაა გათვალისწინებული. გასულ წელს ახალგაზრდებისთვის 20 000 ლარი იყო გაწერილი, მიმდინარე წლის ბიუჯეტი კი ცნობილი რამდენიმე კვირაში გახდება.

უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის წევრები შეარჩიეს

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

15.10.2020 უნივერსიტეტებს შეუძლიათ ლექციები 19 ოქტომბრიდანაც დისტანიურად ჩაატარონ – გახარია

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2020 ნინოწმინდაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

21.10.2020 ‘ხშირად ჰგონიათ რომ შეღებილია’ – ვალელი ფერმერის იასამნისფერი კომბოსტო [ფოტო/ვიდეო]

20.10.2020 ისრაელის ელჩმა ახალციხის უძველესი სინაგოგა მოინახულა

20.10.2020 ახალციხის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობის გლობალურ პარტნიორობას შეუერთდა ®

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი მირზა ბურძენიძე გახდა
უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ
ავანგარდი: სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნები [Audio]
დღეს უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს აირჩევენ
‘ეს კარიერული წინსვლისთვის მნიშვნელოვანია’– სტუდენტები პატრიარქთან დასალოცად მიდიან
უნივერსიტეტში თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადებიან
სტუდენტური თვითმმართველობა ხატია პარუნაშვილს დაეხმარება