FM97.5 / LIVE

სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]

მთავარისიახლე, რეკლამა 16.10.2018
"მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით", – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მცხეთაში ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება.

"მცხეთა სხვადასხვა კუთხით, სიმბოლოთი უნიკალურია, ამასვე მოწმობს ჩვენი ისტორია. ეს ქალაქი უნიკალურია ქართველებსა და ებრაელებს შორის ურთიერთობით, მსოფლიოში ამ ფაქტით ტოლერანტობის სიმბოლოდ მოვიაზრებით. ურთიერთპატივისცემის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის და დღემდე გრძელდება. ისრაელში საქართველო ნახსენებია ერთადერთ ქვეყანად, სადაც ებრაელები იყვნენ მიღებულნი და მეტიც, აქ ისინი თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სამშობლოში. დღეს საქართველოს ისტორიულ დედაქალაქში ვიმყოფები, მართალია ჩემს წინასაარჩევნო მარათონს აქ არ ვასრულებ, მაგრამ მინდა, შევაჯამო პრიორიტეტები, რაც სამომავლოდ დავსახე. მცხეთას არამხოლოდ წარსულში ჰქონდა დიდი მნიშვნელობა, არამედ მომავალშიც ასე იქნება", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ თავისი ადგილი უნდა დაიმკვიდროს მსოფლიოში.

"ჩვენ, ადგილი უნდა დავიმკვიდროთ მსოფლიოში. ეს არის პრეზიდენტის როლი, რომელიც მის წარმომადგენლობით ფუნქციას ეხება, მათ შორის სხვადასხვა მოლაპარაკებებში ჩართვა. გარკვეული ნაწილი არის მაგალითად საგარეო საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, სადაც არ შეიძლება პრეზიდენტი ჩაერიოს და მასთან კონკურენციაში იყოს. თუმცა, სხვა ძალიან ბევრი სახის გზა არსებობს, არაფორმალური მოლაპარაკებები კონტაქტების გამოყენება, კერძო სექტორთან ურთიერთობა და ა. შ. ეს ყველაფერი არის ძალიან საჭირო ამ ქვეყნისთვის. ჩვენი პოტენციალის ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს გამოყენებული და მე თქვენთან ერთად შემიძლია გამოვიყენო დარჩენილი პოტენციალი. თქვენთან ერთად, რადგან ჩვენი დიასპორა არის ძალიან ცნობილი, ჩვენი ადგილობრივ მოსახლეობას აქვს თავიანთი კონტაქტები ექსპორტით და ინვესტიციებით. ყველა ეს რესურსი უნდა გამოვიყენოთ. ზოგადად ქვეყანა უნდა იყოს შეკრული, სწორედ ამას ჰქვია ქვეყნის იდეოლოგია. ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთად ვაშენებთ 21-ე საუკუნის საქართველოს. ის ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, ეკუთვნის წარსულს. ჩვენი ერთადერთი გზა არის, რომ სხვადასხვა მოსაზრებებით და შეხედულებებით, მაგრამ ერთად ავაშენოთ მომავალი. ამისთვის მოვდივარ მე, ერთად საქართველოსთვის", – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

[sknews.ge]


21.09.2020 ახალქალაქის 8 სოფელში მცირე ბიბლიოთეკები მოეწყო

18.09.2020 1046 სტუდენტი სწავლის გასაგრძელებლად სომხეთში დაბრუნდება

18.09.2020 1920 წელი: მესხეთ-ჯავახეთში ახალი სკოლები არსდება

15.09.2020 საფეხური: როგორ იცავენ რეკომენდაციებს ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.09.2020 მეუფე სერაფიმე ჟურნალისტებს – ძალიან აღგზნებულები ხართ

21.09.2020 21 სექტემბერი სომხეთის დამოუკიდებლობის დღეა

21.09.2020 მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლობას აღნიშნავს

20.09.2020 ‘მე მიმიღეს’

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

16.09.2020 SKამბები: მიქელ თამარათი [აუდიო]

10.09.2020 SKამბები: უშახტოდ დარჩენილი მეორე შახტა [აუდიო]

03.09.2020 SKამბები: თუთუნიდან – სოფლის დაცლამდე [აუდიო]

26.08.2020 SKამბები: წირელი პეტროსიანები [აუდიო]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი: მე ამ ქვეყნისთვის სტაბილურობა მინდა[R]
სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს[R]
სალომე ზურაბიშვილი: რუსთავს აქვს სტრატეგიული ადგილმდებარეობა დღევანდელ ეკონომიკაში [R]
სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს[R]
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური  სასამართლოს მიმართავს[R]