FM97.5 / LIVE

‘ვანომ არ იცის გარეთ რა ხდება’ – სამცხე–ჯავახეთში მერაბიშვილის განცხადებას აფასებენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 15.10.2018
რას ფიქრობენ სამცხე–ჯავახეთში „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, რომელშიც იგი ამ ორი პარტიის გაერთიანებაზე საუბრობს.

‘ვანომ არ იცის გარეთ რა ხდება’ – სამცხე–ჯავახეთში მერაბიშვილის განცხადებას აფასებენ

ყოფილმა შს მინისტრმა „რუსთავი 2“– თან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიტიკაში დაბრუნდება. მისივე თქმით, იგი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გაერთიანდნენ.

„ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ძალიან განსხვავდება შეხედულებებით. ამ ეტაპზე ვერ ვხედავ იმის შესაძლებლობას, რომ ეს ორი პარტია გაერთიანდეს. მე მაინც მგონია, რომ მერაბიშვილი კონსოლიდაციაზე საუბრობდა და კონსოლიდაციისთვის კი მზად ვართ. ჩვენი მიზანია სახელმწიფო ივანიშვილის რეჟმისაგან გადავარჩინოთ“, – ამბობს ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ბაქარ შირაძე.

ბორჯომის საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბაკურ გელაშვილი კი ამბობს, რომ მერაბიშვილის ინტერვიუს არ იცნობს: „არ ვიცი რაზე ისაუბრა და ვერაფერს გეტყვით“.

ასპინძაში „ევროპული საქართველოს“ ორგანიზაციის წარმომადგენელი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი ტარიელ ლონდარიძე ფიქრობს, რომ ვანო მერაბიშვილი რეალურად ინფორმაციას არ ფლობს, მან არ იცის გარეთ რა ხდება: „გაერთიანდება თუ არა პარტიები ეს მომავლის საქმეა. მისი ციხიდან გამოსვლის შემდეგ თუ რა პოლიტიკური სიტუაცია იქნება არავინ იცის. რომ გამოვა, რა თქმა უნდა, ორივე მხარესთან გაარკვევს მოცემულობას, რა არის მიზეზები და რამ გამოიწვია გაყოფა და შემდეგ ლიდერები ვიფიქრებთ იმაზე, გავერთიანდეთ თუ არ გავერთიანდეთ. ამ ეტაპზე პირი არ უჩანს გაერთიანებას“.

შესაძლებელია თუ არა ორი წლის წინ გაყოფილი პარტიების გაერთიანება, ამაზე საუბარი უჭირს „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ასპინძაში მალხაზ მოსიძეს: „ეს ორი პარტია თავის დროზე არ უნდა გაყოფილიყო“.

ახალციხეში „ნაციონალური მოძრაობის“ შტაბში ამბობენ, რომ მერაბიშვილის განცხადებას პარტიების გაერთიანების შესახებ არ იცნობენ. „ევროპულ საქართველოში“ კი ფიქრობენ, რომ „მერაბიშვილი პარტიების ცალსახა გაერთიანებას არ გულისხმობდა“.

"ვანო ცოტახანში დატოვებს საპყრობილეს და შემდეგ ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. უბრალოდ, 2016– ში როცა პარტია გაიყო, რაღაც პრინციპულ საკითხებზე ვერ შევთანხმდით“, – ამბობს „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი გელა დემეტრაძე.

ახალქალაქსა და ნინოწმინდაში „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელი არსენ კარაპეტიანი ფიქრობს, რომ „ვანო ძლიერი პოლიტიკოსია, მას აქვს ძალა ქვეყანა სწორ გზაზე დააყენოს. პარტიების გაერთიანების საკითხი კი ალბათ ციხიდან რომ გამოვა, ამის შემდეგ გაირკვევა“.

ორი წლის წინ გაყოფილი პარტიების გაერთიანება რომ აუცილებელია, ამაზე ახალქალაქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი აშოტ რაისიანიც საუბრობს: „ორივე პარტია უნდა გაერთიანდეს. ევროპული საქართველოს წარმომადგენლებს მოვუწოდებ, რომ დაფიქრდნენ მოვიდნენ და შემოგვიერთდნენ“.

რაც შეეხება ადიგენს, აქ არც „ევროპულ საქართველოსა“ და არც „ნაციონალურ მოძრაობაში“ პარტიების გაერთიანებაზე საუბარი არ სურთ.

„ვანო ჭკვიანი პოლიტიკოსია. მე მისი ბევრ საკითხში მწამს და მას ბევრი რამ შეუძლია“,– ამბობს ადიგენში „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ოგანეზიანი.

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

12.12.2018 ფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

11.12.2018 მოქალაქეების თვითმმართველობაში ჩართულობის შესახებ ახალციხელებს კვლევის შედეგებს გააცნობენ

11.12.2018 UNICEF: მოზარდები ვერ გრძნობენ მშობლის სათანადო მხარდაჭერას

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

მერაბიშვილი ფიქრობს, რომ ენმ და ‘ევროპული საქართველო’ უნდა გაერთიანდნენ
„ევროპული საქართველოს“  ლიდერები სამცხე–ჯავახეთში მხარდამჭერებს 4 თებერვალს შეხვდებიან
ოპოზიციისა და მმართველი გუნდის ურთიერთბრალდებები მეორე ტურის შემდეგ
‘მეორე ტური უფრო კონკურენტული იქნება’ – პარტიების შეფასებები სამცხე–ჯავახეთიდან
სამცხე–ჯავახეთი მეორე ტურამდე – რის შეცვლას გეგმავენ პარტიები
"ევროპული საქართველოს" ლიდრები ახალციხეში შეხვედრას გამართავენ
ადიგენში ოპოზიციური პარტიების წევრები ამბობენ, რომ მანქანების საბურავები დაუჭრეს