FM97.5 / LIVE

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე . ...

მთავარისიახლე, ბლოგები 14.10.2018
მატასის ბლოგი

ბევრი ვიარე თუ ცოტა ვიარე . ...
კვირას, ქალაქში ფეხით ბევრი ვიხეტიალე. ზუსტად კი, ზემოთ, მარდაში, ძველ უბნებს ვათვალიერებდი.

ძველი სახლები თავის ხის კარებებითა და დიდი ნათელი ფანჯრებით სასწაულად უხდება ამ ქალაქს. ვათვალიერებდი და ვფიქრობდი რა დახვეწილი გემოვნება ჰქონია აქ მცხოვრებლებს, მათ ხომ არავინ უკონტროლებდა რას ააშენებდნენ, ან როგორ. უბრალოდ აშენებდნენ ლამაზად და გემოვნებიანად.

დაბლა და დაბლა უკვე გარემონტებული სახლებია, სასწაული აივნებითა და დახლართულ-მოხლართული გისოსებით. როგორც იტყვიან ხოლმე ,,ბევრი ფულია ჩაყრილი“, სხვა არაფერი.

ხის აივნები ქალაქში აქა -იქ თუ შემორჩა. სამაგიეროდ,ერთ-ერთ ქუჩაზე, შეგიძლიათ ნახოთ სადღაც ათი მეტრის მანძილზე ორი აივანი სხვადასხვანაირად როგორაა გაკეთებული. სახლის მეტალოპლასტმასის კარ- ფანჯრებიც სხვადასხვა ფერისაა. ერთ აივანს მოაჯირი მაღალი მაღალი აქვს, მეორეს დაბალი. ერთი შავადაა შეღებილი, მეორე ვერცხლისფრად. სახურავიც სხვადასხვანაირი აქვს, ერთს სამკუთხა, მეორე პირდაპირ არის დადებული აივნის საყდენზე. ისეთი სურათია, რომ აი, ვისაც თავის ქალაქი უყვარს, ახედავს ამ აივნებს და ამოიგმინებს.

ტროტუარებზე გადმოსული კიბეებით გზაც საცალფეხოა ბევრგან გამხდარი.

აქ ქალაქი არ უყვართ -გაიფიქრებს უცხო.

ქალაქის ერთ- ერთ ძველ უბანში აივანს აკეთებენ. რკინის მოაჯირით, კედლებზე, ნახევრად სველ ცემენტზე მიუწებებიათ -კეცები, ყანწები, ფიალები, დიდი და პატარა ზომის დოქები.

ჯერ რაღაც დუქანი მეგონა, ან სალობიე -ვიკითხე და ჰოსტელიაო.

თან მეორე სართულია, სადმე კიბეზე ჩასასვლელი კი არა, გამოჭიმულა მეორე სართულზე ჰოსტელი კეცებითა და გალაკულ-გაპრიალებული ყანწებით. თან გარემოც კი არა ისეთი, აი, მთლიან ჩაყოლებაზე რომ რესტორნებია ხოლმე, არაა, საცხოვრებელ სახლებს შუაა ეს კეცები და ყანწ -დოქები.

რა მგონია არსებობდეს ქალაქ ახალციხის ძველი უბნების რეაბილიტაციის კომპლექსური გეგმა, რომელიც მოიცავს ძველი სახლების, აივნების რესტავრაციის კონკრეტულ სქემას, რათა ქალაქს ავთენტურობა არ დაეკარგოს.

გეგმის არსებობის შემთხევეაში არა მგონია თუნდაც ,,მესხეთი თაუერის“ 11 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა გაეცათ, ის სადაც ახლა შენდება ივერიელის ქუჩაზე.

უცხო ქალაქის აღქმა, ქალაქის შესასვლელიდან იწყება. რატომღაც მინდა ხოლმე რომ ტურისტი ჩვენთან ღამით ჩამოვიდეს, რადგან ღამით უფრო ლამაზია ახალციხის შემოსასვლელი, ,,ტავარი“. ახალი ბაზრის გზაზე უკვე განათებული რაბათიც ჩანს დაა . . .

მომავალ ბლოგამდე მკითხველებო!

[მატასი]


14.11.2019 პენსიონერ პედაგოგებზე ჯილდოს გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

18.11.2019 სეს-მა ახალციხეში მუსლიმური სკოლა-პანსიონი დააჯარიმა

18.11.2019 'პოლიციამ გამოიჩინა პროფესიონალიზმი და იმოქმედა კვალიფიციურად'– კახა კალაძე

18.11.2019 პარლამენტთან აქციის დაშლის შემდეგ საავადმყოფოში სამი პირი გადაიყვანეს

18.11.2019 არასამთავრობო ორგანიზაციების საგანგებო განცხადება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, ასპინძის ქუჩაზე, N26 კორპუსში აივნებს უკანონოდ აშენებენ
ჩანგრეული ასფალტი ახალციხეში, ძველ ბაზართან [photo]
ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქი აშენდება
'მესხეთი თაუერი'– უმაღლესი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად – ბინები 33.000 ლარიდან [R]
ივერიელის ქუჩის მცხოვრებლები გზაზე სიჩქარის შემზღუდველების გაკეთებას ითხოვენ
რატომ მიეწოდება ქალაქს წყალი შეფერხებით
'უტროტუარო ქალაქი' [ფოტო]