FM97.5 / LIVE

ორმაგი მოქალაქეობა – ჩიხი თუ გამოსავალი

მთავარიპოლიტიკა 11.07.2013
ივნისის დასაწყისში, საქართველოს ეროვნებით სომეხმა მოქალაქეებმა, იუსტიციის სამინისტროსგან მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ შეტყობინებები მიიღეს. ყველა მათგანი ახლა გამოსავალს ეძებს, რადგან არც საქართველოს და არც სომხეთის მოქალაქეობის დაკარგვა არ სურთ.

ორმაგი მოქალაქეობა – ჩიხი თუ გამოსავალი
2007 წლის 26 თებერვალს სომხეთის რესპუბლიკის პარლამენტმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი დაამტკიცა. ამ კანონით საქართველოს სომეხი ეროვნების ბევრმა მოქალაქემ ისარგებლა. თუმცა, ბევრი მათგანი დღეს საქართველოს მოქალაქეობის გარეშე დარჩა.

საქმე იმაშია, რომ საქართველოში ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი არ მოქმედებს და ყველა, ვინც სხვა ქვეყნის ორმაგი მოქალაქის პასპორტს იღებს, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით, 2009–2013 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა და საქართველოს მოქალაქეობა-ჩამორთმეულთა რიცხვი 2,380-ს შეადგენს.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 32–ე მუხლის პირველი პუნქტისა და „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, პიროვნება კარგავს მოქალაქეობას მაშინ, თუ იღებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

იმავე ორგანული კანონის 25–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის მიღება შეუძლია სრულწლოვან პირს, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში, ფლობს ქართულ ენას, იცის საქართველოს ისტორია და სამართლის ფუნდამენტური საფუძვლები, აქვს სამსახური ან უძრავი ქონება საქართველოში ან ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ან წილი აქვს საწარმოში. ასევე, 27–ე მუხლის მიხედვით, მოქალაქეობა შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ ადამიანებს, რომელთაც აქვთ განსაკუთრებული ან სამეცნიერო დამსახურებები საქართველოს წინაშე.

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ ორგანული კანონის 35–ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ სააგენტოს ინფორმაცია წარედგინება სასამართლოს, პროკურატურის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროებისგან, ხოლო სხვა ქვეყნებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ დიპლომატიური წარმომადგენლობებისგან.

როდესაც სომხეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი მიიღო, ბუნებრივია, ახალქალაქში მცხოვრებლებმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ განცხადებები შეიტანეს. მათთვის ეს რუსეთში სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა იყო.

რესპონდენტების ვინაობას, მათივე ინტერესებიდან გამომდინარე, შეგნებულად არ ვასახელებთ.

„სამუშაო რომ არა, სომხეთის მოქალაქეობას არ ავიღებდი. აღმოჩნდა, რომ ახლა მოქალაქეობას მართმევენ. ორმაგი მოქალაქეობა ერთადერთი გამოსავალია, რომ რუსეთში სამუშაოდ ვიარო და ოჯახი ვარჩინო“, – გვეუბნება ერთ–ერთი მათგანი.

„5 თვეში, ადვილად მივიღე. ეს იყო 2009 წელს. მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ გადავკვეთე სომხური პასპორტით საქართველო–სომხეთის საზღვარი. ამ წლების განმავლობაში პრობლემები არ ყოფილა. სომხეთის პასპორტი გეხმარება რუსეთში ყოველგვარი პრობლემის გარეშე წახვიდე“, – ამბობს მეორე.

ორმაგი მოქალაქეობა ჩვენს მომდევნო რესპონდენტსაც აქვს. მაგრამ საქართველოში პასპორტით არ უსარგებლია და იმედი აქვს, რომ პასპორტის გამო პრობლემები არ შეექმნება: „მეც ორმაგი მოქალაქე ვარ და ჩემი ნათესავებიც. ერთი ქვეყნიდან მეორეში საზღვრის გადალახვა თავისუფლად შეგვიძლია. მაგრამ ამბობენ, რომ როცა სომხეთის მოქალაქეობა გაქვს, ქართული პასპორტი უნდა დააბრუნო. მე არ ჩამიბარებია“.

მკოიანიც ორმაგი მოქალაქეა. თუმცა, იუსტიციის სამინისტროდან მიიღო წერილი, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს.

„პასპორტი მოსკოვში, დისშვილის ქორწილში წასასვლელად ავიღე. მაგრამ მივიღე წერილი და საქართველოს მოქალაქე აღარ ვარ. ახლა აღარ ვიცი, რა ვქნა. საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა არ მინდა“, – ამბობს იგი.

როდესაც საქართველოს მოქალაქე ხელს აწერს ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად საჭირო განცხადებას, ხელს აწერს კიდევ ერთ დოკუმენტს, რომლის შინაარსი არ იცის. განცხადებაში კი გარკვევით წერია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მისაღებად განმცხადებელმა პიროვნებამ იცის, ქვეყანაში, რომელსაც წარმოადგენს, მოქმედებს თუ არა შესაბამისი შეთანხმება სომხეთთან.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ახალქალაქიდან სამველ პეტროსიანი ამბობს, რომ ორმაგი მოქალაქეობის საკითხის დაყენებას პარლამენტში აპირებს.

„არ ვიცი, რა შედეგი იქნება, მაგრამ ვმუშაობთ. ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხები თუნდაც ნათესავების გამო სომხეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. მოსახლეობის უმეტესობას ენდომება, რომ საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდეს და სომხეთისაც. ვნახოთ, ამ საკითხის შესწავლას გავაგრძელებთ“, – ამბობს იგი.

იურისტი ლევონ ისხანიანი ამბობს, რომ ამ ფაქტის გამო მოქალაქეები გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მისივე თქმით, იუსტიციის სამინისტრო საქმის კურსშია და დაინტერესებულია, რომ საქართველომ ამდენი მოქალაქე „არ დაკარგოს“: „იუსტიციის სამინისტროში გვითხრეს, რომ სამინისტრო დაინტერესებულია, რომ ეს მოქალაქეები, ასე რომ ვთქვათ, არ გაქრნენ. მათ ორმაგი მოქალაქეობის ქონის შესაძლებლობას აძლევს. უბრალოდ, პრეზიდენტს სამინისტროს მეშვეობით უნდა მიმართონ. ისინი მზად არიან, ნებისმიერი ხერხით შეუწყონ ხელი საკითხის მოგვარებას“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მოქალაქეობის აღდგენისთვის პიროვნებამ უნდა დაწეროს განცხადება პრეზიდენტის სახელზე იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით. გადასახდელი 250 ლარია.

[აღუნიკ აივაზიანი, ახალქალაქი]


13.08.2019 რას მოუტანს Erasmus + სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტს

13.08.2019 ახალციხელმა თამთა პეტაშვილმა ლიეტუვის სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვა

12.08.2019 ჯილდოს მსურველი პენსიონერი პედაგოგები სკოლაში ახალი კადრის შერჩევამდე დარჩებიან

10.08.2019 ახალციხელი მასწავლებელი დაჯილდოვდა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

17.08.2019 ვინ იმღერებს 'ბორჯომობის' დღესასწაულზე

14.08.2019 დიდ პამაჯში ხანძარი ლიკვიდირებულია [ფოტო/ვიდეო]

14.08.2019 სამცხე-ჯავახეთში რაგბის განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს ®

14.08.2019 ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.08.2019 დამსვენებლები აბასთუმანზე [ფოტო/ვიდეო]

08.08.2019 ‘სისხლიან დროშას აფრიალებდა და ჯარს წინ მიუძღვოდა’ – ჩვენი დროის გმირები სამცხე–ჯავახეთიდან

05.08.2019 ბუნების დაცვა და ‘რობოტიზაცია’ - ახალციხელი გამომგონებლების მიზნები

05.08.2019 ‘წუნდა’ – ანსამბლი, რომელიც მესხურ ფოლკლორს ინახავს [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სამველ პეტროსიანი  ორმაგი მოქალაქეობის საკანონმდებლო რეგულირების გადახედვას ითხოვს
პრეზიდენტი მზად არის 10 000-ზე მეტ პირს საქართველოს მოქალაქეობა დაუბრუნოს
პრეზიდენტის განცხადება ორმაგ მოქალაქეობაზე
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა
ნინოწმინდის მერი: ’პრეზიდენტს მოქალაქეობის აღდგენის საკითხში დახმარება ვთხოვე’
სალომე ზურაბიშვილი: უცხო ქვეყნის მოქალაქეობა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას არ უნდა იწვევდეს
ზურაბიშვილი ნინოწმინდელებს: ‘ელემენტარული ქართულით უნდა საუბრობდეთ’