FM97.5 / LIVE

ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

მთავარისიახლე, საზოგადოება 13.10.2018
დღეს, 13 ოქტომბერს ცხრა სართულიან კორპუსში მისულ მესაკუთრეებს ბინებზე გასაღები დახვდათ. ბინების ჩბარების შესახებ, მათ წინა დღეს ტელეფონით შეატყობინეს.

ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ   ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ
მესაკუთრეები ცხრა სართულიანი კორპუსის ეზოში დილიდან შეიკრიბნენ.

„დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ დღეს შეგვეძლო შევსულიყავით ჩვენს ბინებში. რომ მოვედით გასაღებლები კარებზე დაგვხდა“,–გვითხრა ერთ–ერთი ბინის მესაკუთრემ.

როგორც შსს–ში აცხადებენ, უწყებას მესაკუთრეებისათვის ბინების გადაცემის თაობაზე არ შეუტყობინებია. ახალციხის მერიაში კი ამბობენ, დაახლოებით ერთი კვირის წინ მესაკუთრეებს ბინების ექსპლუატაციაში შესვლის შესახებ ეცნობათ –„მაგრამ დღეს რომ უნდა მისულიყვნენ და ბინებზე გასაღები დახვდებოდათ, ამაზე მერიიდან არავის დაურეკავს“.

უკვე მიმდინარეობს ცხრა სართულიანი ბინის ეზოს კეთილმოწყობაც, რომელსაც ახალციხის მერია 215 127 ლარად ახორცილებეს.

ამ ეტაპზე, ეზოს ტერიტორიაზე კეთდება ჯებირები და საპარკინგე ადგილი, ასევე მოიხრეშა ის ტერიტორია, სადაც საბავშვო მოედანი და სკვერი უნდა მოეწყოს.

შეგახსენებთ, რომ მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა ახალციხეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და იუსტიციის სამინისტრომ 2012 წლის ივლისში დაიწყეს. 108 ბინიდან 103 ამ უწყებების თანამშრომლებზე გადანაწილდა, იპოთეკური სესხის ხელშეკრულებები გაფორმდა და თითოული მათგანი თვეში 220 დოლარს იხდის.

სამინისტროებსა და შპს „ზიმოს“ შორის ხელშეკრულება 2012 წლის 5 ივლისს გაფორმდა. პროექტის ღირებულებამ 6 480 000 ლარი შეადგინა. მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში უნდა დასრულებულიყო, თუმცა ბინები მესაკუთრეებს ამ დრომდე არ ჩაბარებიათ.

თავდაპირველად აქ მშენებლობის პროცესი 2014 წელსვე შეჩერდა. სამუშაოები მიმდინარე წელს მარტის თვეში გაგრძელდა და მის დასრულებას ხუთ თვეზე მეტი დასჭირდა.

ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ   ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ   ‘ძალოვანების კორპუსში’ მესაკუთრეებს ბინები გადაეცათ

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


22.10.2019 სახალხო დამცველის შეხვედრა ახალციხის უნივერსიტეტში

22.10.2019 FLEX - ის გაცვლით პროგრამაში მოსახვედრად სამცხე–ჯავახეთიდან 83 მოსწავლე იბრძვის

18.10.2019 ბორჯომელი ბაკურ გელაშვილი საქართველოში ოთხ საუკეთესო მასწავლებელს შორის მოხვდა

18.10.2019 ზარზმაში საჯარო სკოლა გაიხსნა

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

22.10.2019 ‘საპნის ყიდვასაც რექტორთან ვათანხმებდით’ - ობსერვატორიის თანამშრომლები ილიაუნზე

22.10.2019 ნინო ლომჯარია ახალციხეში განსახლებულ დევნილებს შეხვდა

22.10.2019 7 თვეში სამცხე–ჯავახეთში საპენსიო სისტემა 4 720 ადამიანმა დატოვა

22.10.2019 ნიჯგორში აღადგენენ გზას, რომელიც წყლის სისტემის მშენებლობისას დაზიანდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 წართმეული სამშობლო - 'ოქროს მაძიებელი' მესხები [ფოტო/ვიდეო]

07.10.2019 ‘ქალაქური ყაიდის სოფელი’ [ფოტო]

მსგავს თემაზე

ექვსწლიანი ლოდინის შემდეგ 'ძალოვნების კორპუსის' მშენებლობა დასრულდა
‘ძალოვნების კორპუსის’ ეზოში  სკვერი მოეწყობა
მშენებელი: ‘ძალოვანების კორპუსის მშენებლობა 10 აგვისტომდე დასრულდება’
‘ძალოვნების კორპუსის’ მშენებლობა სრულდება, თუმცა ახლა ეზო უნდა მოეწყოს
‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა ივნისის ნაცვლად ივლისში დასრულდება
ახალციხეში ‘ძალოვანების კორპუსში’ სამუშაოების ნაწილი დაასრულეს
ოთხწლიანი ლოდინის შემდეგ, ‘ძალოვანების კორპუსის’ მშენებლობა განახლდა