FM97.5 / LIVE

შეზღუდული საარჩევნო გარემო - არაადაპტირებული უბნები სამცხე-ჯავახეთში

მთავარისიახლე, არჩევნები 12.10.2018
ახალციხელი შუშანიკ რაისიანი ეტლით მოსარგებლეა. საარჩევნო ყუთი, წლებია, მასთან სახლში მიაქვთ, რადგან უბანი, სადაც შუშანიკმა ხმა უნდა მისცეს, არაადაპტირებულია. რეგიონის 213 საარჩევნო უბნიდან, პანდუსი მხოლოდ 27-ს აქვს.

შეზღუდული საარჩევნო გარემო  - არაადაპტირებული უბნები სამცხე-ჯავახეთში

გადასატანი ყუთი მიაქვთ ვალეში 40 წლის ხათუნა ფეიქრიშვილთანაც. შუშანიკის მსგავსად, ხათუნასაც არჩევანის გაკეთებისას პრობლემას ქალაქ ვალის N4 საჯარო სკოლის არაადაპტირებული გარემო უქმნის. საარჩევნო უბანზე ხათუნა დამოუკიდებლად ვერ შევა.

სამცხე-ჯავახეთში 213 უბნიდან მხოლოდ 26 უბანზე შეუძლიათ შშმ პირებს თავისუფლად გადაადგილება და ხმის მიცემა. ის ამომრჩევლები კი, ვინც პანდუსით ადაპტირებულ უბანზე არ არის რეგისტრირებული, საარჩევნო უბანზე სხვების დახმარებით შედიან, ან ხმას შინ აძლევენ.

ახალციხეში, 35-დან პანდუსი მხოლოდ ოთხ საარჩევნო უბანს აქვს, 14 უბანს კი ცესკო მარტივად, ანუ ნაწილობრივ ადაპტირებულად მიიჩნევს, რადგან ეს უბნები პირველ სართულზეა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველს დახმარება მხოლოდ რამდენიმე კიბის ასავლელად დასჭირდება.

„შენობის ადაპტირება ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ თვითმმართველობა გვაწვდის შენობათა სიას, სადაც შეიძლება განვათავსოთ უბანი. ყოველთვის არის იმაზე მსჯელობა, რომ იქნებ ისე მოხერხდეს, რომ იყოს ადაპტირებული უბნები“, - გვეუბნება ახალციხის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, თეა გავაშელმა.

„პანდუსები წინასწარ უნდა ყოფილიყო გათვლილი და პანდუსი მოწყობილი უნდა ყოფილიყო. გადასატან ყუთზე მოგვმართავენ ხოლმე, ვინც შეუძლოდაა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია, მოდის მისი ოჯახის რომელიმე წევრი და განაცხადს ვაკეთებთ და გადასატანი ყუთის სიაში შეგვყავს“, - გვიხსნის ახალციხის N30 უბნის, კომისიის მდივანი თამარ სამსონიძე.

საქართველოში 3 698 საარჩევნო უბნიდან მხოლოდ 642 უბანზეა პანდუსი, 488 უბანი მარტივად ადაპტირებულია, ხოლო დანარჩენი 2 568 უბანი სრულიად არაადაპტირებული.

შეზღუდული საარჩევნო გარემო  - არაადაპტირებული უბნები სამცხე-ჯავახეთში

შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:


• უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;

• მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;

• ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;

• ყრუ ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.

შეზღუდული საარჩევნო გარემო  - არაადაპტირებული უბნები სამცხე-ჯავახეთში
N3 არაადაპტირებული უბანი


შეზღუდული საარჩევნო გარემო  - არაადაპტირებული უბნები სამცხე-ჯავახეთში
N8 ადაპტირებული უბანი


[თორნიკე ზაზაძე, ახალციხე]


19.06.2019 საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა აპლიკანტებს 20 ივნისიდან შეეძლებათ

19.06.2019 სკოლებში დასაქმებული მასწავლებლებიდან საპენსიო ასაკის მქონე 16 406 პედაგოგია

17.06.2019 17 ივნისს სკოლებში სამეურვეო საბჭოს არჩევნები გაიმართება

16.06.2019 ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.06.2019 ‘წყალსაც ვეხვეწებით, რომ წამოვიდეს’– სარწყავი წყლის პრობლემები რეგიონში [ვიდეო]

24.06.2019 სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გრიგოლ ხანძთელის სტიპენდია აღდგება

24.06.2019 აწყურის ტაძრის გუმბათის ჯვრის ბაზისი აღმოაჩინეს

24.06.2019 გიორგი გახარიას მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

07.03.2019 ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

მსგავს თემაზე

ადაპტირებული საარჩევნო უბნები სამცხე–ჯავახეთში
უბნებში შშმ პირებისთვის კაბინები დგას, თუმცა, შენობებს პანდუსები არ აქვს
საარჩევნო უბნები გაიხსნა და ხმის მიცემის პროცედურა დაიწყო
ამომრჩევლის ბარათები მხოლოდ 30 უბნის ამომრჩევლებისთვის დარიგდება (R)
არჩევნები ნაკლებად ადაპტირებულ გარემოში
ახალციხის N5 საარჩევნო უბანზე 10-მა ამომრჩეველმა ხმის მიცემა ვერ შეძლო
ბორჯომში 30-ვე საარჩევნო უბანი გაიხსნა