FM97.5 / LIVE

‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.10.2018
ეთერ ბექაური 74 წლის იყო, უქმად ყოფნისას, აკვარელით, მუყაოს ქაღალდზე ცხენების ხატვა რომ დაიწყო. დღეს მისი სახლის თითქმის ყველა კედელი და ოთახი ფერადი ორნამენტებით, ხეებითა და ფრინველებითაა მოხატული.

‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

„ხატვას და ხელოვნებას წყნარი ცხოვრება სჭირდება, მე კი მთელი ცხოვრება შინ და გარეთ მუშაობაში გავლიე. მარტოკა რომ დავრჩი და მოცლილი ვიყავი, ერთი გადასაგდები კარდონი ავიღე, ბავშვის აკვარელები მქონდა და იმით ცხენები დავხატე. შემდეგ კედლები გავლესე და გადავწყვიტე მეხატა“.

ფერადი ორნამენტებითა და პეიზაჟებით სახლის თითქმის ყველა კედელი მორთო. ხატვა არავის უსწავლებია და არც კედლის მხატვრობა უნახავს სადმე: „იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია, ხე იქნება, ყვავილი თუ ადამიანი“. აპირებს, სახლის პირველი სართულის ფასადზე ზღვის პეიზაჟი დახატოს, თუმცა, ჯერ კიდევ არ იცის, როგორი გამოუვა: „აქ კარგი რაღაც მაქვს ჩაფიქრებული, მაგრამ ხატვისას აზრი შეიძლება შემეცვალოს. აი, როცა აღარ ვიქნები, მოდით და გადაიღეთ", – გვეუბნება ღიმილით და თეთრ კედელზე ფუნჯით ლურჯ ფონს ხატავს.

ხატვა ეთერის ერთადერთი გატაცება არაა. წლების წინ ფერსის დამწვარი ბიბლიოთეკიდან მიტოვებული წიგნები შინ წამოიღო და ყოველდღე კითხულობს, უქმად ყოფნას ვერ ვიტანო.



ბავშვობაში მძღოლობა სურდა, თუმცა მამამ, ქალისთვის შეუფერებელი საქმეა და ცუდი სახელი გექნებაო და მერვე კლასიდან გაათხოვა, სრულიად უცხო კაცზე. ერთადერთი რაც ენატრება, „ამხანაგ ქალებთან“ ერთად შრომაში გატარებული დღეებია, – „ძალიან დიდი მხიარულება გვქონდა ქალებს კოლმეურნეობის დროს. ერთობა იყო. ქალებო, მატარებელმა ჩაიარა, ვინმეს ღვინო მოვატანინოთ, დავიძახებდით და დავსხდებოდით, ვიქეიფებდით, ვიმხიარულებდით, შემდეგ შრომას გავაგრძელებდით. ეგ მენატრება, თორე აბა, ისეთი ცხოვრება ვის აქვს, უკან არ მოგახედოს და „ოჰ“ არ გათქმევინოს“.

წარმოშობით გუდამაყრელია, სოფელ თორელანიდან. 1944-ში მუსლიმი მესხების გადასახლების შემდეგ, მისი ოჯახიც სხვებთან ერთად ჩამოუყვანიათ მესხეთში. მაშინ ეთერი 4 წლის ყოფილა, მაგრამ ამბობს, რომ ახსოვს, როგორ გაუჭირდათ ბექაურებსაც და დანარჩენ გუდამაყრელებსაც უცხო გარემოსთან შეგუება. ზოგი ისევ მშობლიურ მთას დაბრუნებია წლების შემდეგ, ეთერის ოჯახი დარჩენილა და აგერ უკვე 60 წელია ფერსაში ცხოვრობს.

ეთერ ბექაურს სამი შვილი, შვიდი შვილიშვილი და ორი შვილთაშვილი ჰყავს. წლების წინ საბერძნეთში წასულა სამუშაოდ, 12 წელი იმუშავა. ახლა, ასაკის მიუხედავად, ისევ წასვლავს აპირებს, შვილებს ვჭირდებიო, ამბობს.

„2000 წელს შვილიშვილები უმაღლესში მოეწყნენ და ფული სჭირდებოდათ, ავდექი და სამუშაოდ საბერძნეთში წავედი“ – უცხო მხარეში ჩასულმა 60 წლის ეთერ ბექაურმა ბერძნული ენა ერთ წელიწადში ისწავლა, – „შვილებს სჭირდებათ და უნდა დავეხმარო, ენა არ მიჭირს და ჩავალ ისევ, მოხუცს მოვუვლი“.

უქმად არც მაშინაა როცა ისვენებს. მარტო ცხოვრობს და ყველაფრის კეთება მარტოს უწევს - სახლი გადახურა, გაარემონტა, შელესა, ფურნისთვის ქვა გათალა. მიწასაც ამუშავებს და თუ სოფელს დაჭირდა, სტომატოლოგის პროფესიასაც ითავსებს, – „სწავლა თუ გინდა, გააკეთე და ისწავლი. ყველა ადამიანს ვურჩევდი, რომ არაფერზე უარი არ თქვან რაც უნდათ. ერთხელ რომ გააკეთებ, გააფუჭებ, მეორედაც გააფუჭებ, მესამედ გააკეთებ და უკვე იცი“.

ფერსაში მალე ზამთარი დადგება. ეთერ ბექაურმა მოსავალი უკვე აიღო, სარდაფში კარტოფილი დააბინავა, მალე ყურძენს დაწურავს, კარს მომდგარი ზამთრისთვის შეშასაც დაჭრის და როცა დროს მონახავს, ჯერ კიდევ ცარიელი კედლებისთვის ნახატებსაც ჩაიფიქრებს.

‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

‘იმას ვხატავ, რაც სილამაზე მგონია’ - 77 წლის ფოლკ-მხატვარი ფერსიდან [Photo/Video]

[ავთო ინასარიძე, ნანა ინასარიძე – ახალციხე]


07.11.2019 ახალციხეში წარჩინებული მოსწავლეები დაასაჩუქრეს

06.11.2019 საუკეთესო სპეციალური მასწავლებლის გამოსავლენად კონკურსი გამოცხადდა

05.11.2019 განათლების კოალიცია სკოლის ლიდერობის ეროვნულ კონკურსს აცხადებს

04.11.2019 ახალციხეში მასწავლებელთა გამოცდები მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

13.11.2019 რა გაკეთდება რეგფონდიდან მიღებული 4 409 036 ლარით ახალციხეში

13.11.2019 ახალციხის ციხეზე კონცერტი გაიმართება

13.11.2019 ივლიტაში მდინარეზე გადასასვლელი ხიდის მშენებლობის პროექტს საჯაროდ განიხილავენ

12.11.2019 ადიგენში რეგფონდიდან გამოყოფილი თანხა გზების მოასფალტებას მოხმარდება

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.11.2019 ‘დატოვეთ კომფორტის ზონა’ – ახალციხელი ნათია ჯინიუზაშვილის წარმატება ჰოლანდიაში

01.11.2019 მატარებლის მოლოდინში [ფოტო/ვიდეო]

18.10.2019 აწყვიტაში ველიჯანაშვილების ოჯახი ღამეს მეზობელთან ათევს [ფოტო/ვიდეო]

09.10.2019 ‘უბრალო პროფესიის’ რთული საქმე - 83 წლის ფოსტალიონი ახალციხიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

77 წლის თვითნასწავლი მხატვარი სოფელ ფერსიდან [Video]
ფერადი, მოხატული სახლი სოფელ ფერსაში [Photos]
ფერადი სოფლის შავ–თეთრი სევდა [Photo-Video]
გულო ყურაძე – ქალის მხრებზეა ყველაფერი [ფოტო/ვიდეო]
ნონა ქოზაშვილი: ‘ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კომბაინის მძღოლი ვიქნებოდი’ [Video]
ცხოვრება ნახევრადდანგრეულ მიწურში
‘გოგოს სწავლა რად უნდა’ – კარტოფილის მკრეფავი ქალების ამბები ჯავახეთიდან [photos]