FM97.5 / LIVE

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 12.10.2018
გარემოს დაცვის სამინისტრომ ბორჯომის ხეობაში, 2008 წლის აგვისტოსა და 2017 წლის აგვისტოში, ხანძრით დაზიანებულ ტერიტორიებზე წიწვოვანი სახეობის ნერგების დარგვა დაიწყო.

ბორჯომის ხეობაში ტყის აღდგენა დაიწყო

ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბაში ტყის აღდგენითი სამუშაოები დღეს, 12 ოქტომბერს დაიწყო.

სამინისტროს ინფორმაციით, სოფელ დაბის მიმდებარე ტერიტორიაზე სატყეო სააგენტოს სანერგეებში გამოყვანილი 4000-მდე წიწვოვანი სახეობის ნერგი დაირგო. ტყის აღდგენის სამუშაოებში ჩართულია ადგილობრივი მოსახელობა. მიმდინარე წლის ოქტომბერ-ნოემბერში ტყის აღდგენა 144 ჰექტარზე იგეგმება, სადაც, დაახლოებით, 400 000-მდე ნერგი დაირგვება. დარგვის პროცესი მეტყევე-სპეციალისტების ზედამხედველობით განხორციელდება.

ბორჯომის ხეობაში ხანძრისგან განადგურებული ტყის პერიმეტრი 943 ჰექტარს შეადგენს. პირველ ეტაპზე (2018-2019 წლები) აღდგენას 250 ჰა ფართობი ექვემდებარება.

როგორც, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ამბობენ, გასულ წელს, ნახანძრალ ტერიტორიაზე კომპლექსური შესწავლები, მათ შორის, გეოლოგიური და ნიადაგის ლაბორატორიული კვლევა განხორციელდა. შედეგებზე დაყრდნობით და ადგილზე განხორციელებული საველე მონიტორინგის საფუძველზე, ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტებმა ტყის აღდგენის პროექტი მოამზადეს. პროექტის ძირითადი მიზანი ხეობაში პირვანდელი ტყის ეკოსისტემის აღდგენაა, რისთვისაც მხოლოდ ადგილობრივი, სტანდარტული ნერგი გამოიყენება. ტყის აღდგენისთვის ეროვნულ საშენ მეურნეობაში გამოყვანილი კონტეინერული ნერგის გამოყენებაც ხდება.

დღეს, მინისტრის მოადგილესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ტყის აღდგენის სამუშაოებში მონაწილეობა ახალციხის პროფესიული კოლეჯის „ოპიზარი“ სატყეო საქმის სტუდენტებმაც მიიღეს.

ბორჯომის ხეობაში, ტყის აღდგენის სამუშაოების მეორე ეტაპი 2019 წლის გაზაფხულზე განახლდება.

[sknews.ge]


14.12.2018 ‘ბაზები დავაზღვიეთ, სტუდენტების ნაშრომებს საფრთხე აღარ დაემუქრება’ - რექტორის მოადგილე

11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

15.12.2018 ყინვა და თოვლი, როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში

15.12.2018 ადიგენი 2019 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება

14.12.2018 პატრულ–ინსპექტორები პატრულირებას მეწყვილეების გარეშე განახორციელებენ

14.12.2018 ადიგენში 2019 წელს ბუნებრივ აირს სამ სკოლაში შეიყვანენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ბორჯომის ნახანძრალ ტყეში შემოდგომით 400 000 ნერგს დარგავენ
სატყეო სააგენტო: ‘ბორჯომის ტყის აღდგენა ხვალიდან იწყება’
ბორჯომის ხეობაში ტყეების აღდგენა დაიწყო
ბორჯომში, ნახანძრალ ტყეში, 120 ათასზე მეტი ნერგი დარგეს
ბორჯომში აგვისტოს ომის დროს გადამწვარი ტყის აღდგენა მიმდინარეობს
ბორჯომის ტყიდან ქერქიჭამიასგან დაზიანებული ხეები გამოაქვთ
ბორჯომის პლატოზე 1000 ნერგი დარგეს