FM97.5 / LIVE

შალვა ბერძენიშვილი: ‘სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალია’

მთავარისიახლე, პოლიტიკა, ეკონომიკა 11.10.2018
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის ახლადდანიშნული პირველი მოადგილე, თვითმმართველობებთან ერთად , რეგიონში ტურიზმის განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

შალვა ბერძენიშვილი: ‘სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალია’

სამცხე–ჯავახეთს გუბერნატორის მოადგილე შალვა ბერძენიშვილი მეორე კვირაა რეგიონში მიმდინარე პროექტებს ეცნობა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე პირველ ოქტომბერს დაინიშნა.

„სამცხე–ჯავახეთში ტურიზმის განვითარებისთვის დიდი პოტენციალია. ეს ძალიან დასაფასებელია და პირველ პლანზეა წამოსაწევი. ასეთი პოტენციალი შეიძლება ბევრ კუთხეს არ ჰქონდეს. რეგიონის ცნობადობა უნდა გაიზარდოს. უნდა მოვიზიდოთ ტურისტი, რომელსაც აინტერესებს მთაც, რელიგიაც. ამისთვის კი რეგიონში პირველ რიგში საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს“, – ამბობს ბერძენიშვილი.

ბიოგრაფია


1992 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტის სპეციალობა ავტომატიკა, ტელემექანიკა, კავშირგაბმულობა რკინიგზის ტრანსპორტი.

1993 წელს გაიარა საქართველოს არენდატორთა, აქცონერთა და თავისუფალ მეწარმეთა კავშირთან არსებული საბუღალტრო აღრიცხვის და საგადასახადო დაბეგვრის კურსი;

სამუშაო გამოცდილება:

1991–1993 წლებში მუშაობდა საქართველო–ავსტრია-იზრაელის ერთობლივ საწარმო „მ.ჯ. არრიდილიაში“ კომერციული სამსახურის სპეციალისტად;

1993–1998 წლებში - საქართველოს რკინიგზაში სხვადასხვა დროს სხვადასხვა პოზიცია ეკავა. ბოლოს იყო რკინიგზის დეპარტამენტის სამეცნიერო–ტექნიკური ინფორმატიკის სამსახურში წამყვანი ინჟინრის თანამდემობაზე;

1998–2010 წლებში – „თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“ სხვადასხვა პოზიცია ეკავა. ბოლოს იყო აეროპორტის კომერციული სამსახურის უფროსი;

2007-2014 წლებში – შპს „ბი–სი კონსალტინგის“ მიწვეული სპეციალისტი;

2010-2015 წლის მარტამდე – ფარმაცეპტული კომპანია შპს „მერმისის“ ფინანსური დირექრორი;

2010-2015 წლის მარტამდე – კლინიკა „ნეომედის" დირექტორი;

2012–2014 წლებში - შპს ”FA Consulting “-ის მიწვეული სპეციალისტი საგადასახადო, საფინანსო და ეკონომიკური საკითხების ექსპერტის სტატუსით;

2015 წლის დასაწყისიდან სექტემბრამდე შპს „სანნის“ ფინანსური დირექტორი;

2015 წლიდან დღემდე შპს „უნივერსალ - კონსალინგის“ მიწვეული სპეციალისტი საგადასახადო, საფინანსო და ეკონომიკური საკითხების ექსპერტის სტატუსით;

2017 წლის ივლისიდან დღემდე შპს „ჰერიოს“ იურისტი;

2018 წლის თებერვლიდან დღემდე „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია“ მოძრავი ქონების აღრიცხვა-აღწერის ჯგუფის ხელმძღვანელი.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


21.02.2019 სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება

20.02.2019 ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს

19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2019 ისტორიის მთხრობელები – გიდები ახალციხის ციხიდან

21.02.2019 ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ

21.02.2019 23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება

20.02.2019 დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორს ახალი მოადგილე ჰყავს
ვინ არიან ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეები
ერთი სკოლიდან, მეორე კი უსაფრთხოებიდან – რა გამოცდილება აქვთ ახალციხის მერის მოადგილეებს
ბორჯომის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და საიდან მოდიან ადიგენის მერობის კანდიდატები
ვინ არიან და რას საქმიანობენ სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტების მერები
საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთის საოლქო პროკურატურაში