FM97.5 / LIVE

ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 11.10.2018
ურაველში, ხუთი თვის წინ მოსახლეობის პროტესტით შეჩერებული ექვსი სოფლის სარწყავი წყლის პროექტის განხორციელება ამ დრომდე არ განახლებულა.

ურაველში წყლის პროექტი მხოლოდ მოსახლეობის თანხმობის შემთხვევაში განხორციელდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ ურაველში ექვსი სოფლის სარწყავი წყლის პროექტი ჯერ კიდევ შეჩერებულია. ადგილობრივ თვითმმართველობასა და სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში აცხადებენ, რომ ურაველში პროექტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელდება, თუ მოსახლეობა იქნება თანხმა.

„ამ დროისთვის პრობლემა გადაწყვეტილი არ არის. მიმდინარეობს საკითხზე მუშაობა. პროექტი განხორციელდება იმ შემთხვევაში თუ მოსახლეობა არ იქნება წინააღმდეგი“, – გვითხრა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა.

ურაველში ადგილობრივები კი ამბობენ, რომ სოფელში აღნიშნული პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ: "ბოლო დროს აღარავინ ყოფილა მოსული სოფელში ამ საკითხის განსახილველად, მაგრამ როცა ჩატარდა ჩვენთან შეხვედრები, ვთქვით, რომ არავის მივცემთ უფლებას აქედან წყალი წაიყვანონ და მდინარე დააშრონ. ამაზე თანახმა სოფელში არავინ იქნება", – ამბობს ურაველში მცხოვრები ბეგლარ კაპანაძე.

შეგახსენებთ, რომ ურაველში, ადგილობრივების პროტესტით შეჩერებული პროექტი, რომელიც ექვსი სოფლის გასარწყავიანებას გულისხმობს, 30 წლის წინ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა. ამ პროექტის ნაწილი გასაიდუმლოებულია, მშენებლობას კი აწარმოებს ახალციხის მერის ყოფილი კომპანია, რომელსაც ახლა მისი ცოლისძმა ფლობს.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

31.05.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

31.05.2020 კორონავირუსი და ქრონიკური დაავადებები - ინფოგრაფიკა

31.05.2020 ‘სომხეთიც და საქართველოც უნდა ვიყოთ მზად, დავეხმაროთ ერთმანეთს’ - ფაშინიანo

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

წლის ყველაზე ხმაურიანი პროექტი ურაველში ვერ განხორციელდა
გუბერნატორი ურაველში შეჩერებულ პროექტზე: ‘ამ საკითხის მოგვარებაში ჩავერთვები’
კვირის აქცენტი: პროტესტით შეჩერებული პროექტი ურაველში [Video]
‘მგონი დავკარგეთ გრანტი’ – ახალციხის მერი ურაველში შეჩერებულ პროექტზე
ურაველში სარწყავი სისტემის მილები მოიპარეს
‘პასუხი ერთია, წყალს არ გავატანთ’ – ურავლელებთან მერის  შეხვედრა არ შედგა
ურაველში, აგარის მონასტრის მიმართულებით გზის ნაწილი მოასფალტდება