FM97.5 / LIVE

2019 წლიდან თვითმმართველობები დაფინანსებას ახალი წესით მიიღებენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 11.10.2018
მომავალი წლიდან ამოქმედდება თვითმმართველობების დაფინანსების ახალი სისტემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა. ახალი პრინციპით, სამცხე-ჯავახეთის მუნიციპალიტეტებს დაფინანსება ეზრდებათ, თუმცა თვითმმართველობის საკითხებზე მომუშავე ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ცვლილება დროებითია და ის რეალურ დეცენტრალიზაციას არ ნიშნავს.

2019 წლიდან თვითმმართველობები დაფინანსებას ახალი წესით მიიღებენ

თვითმმართველობები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას ამ დრომდე გათანაბრებითი ტრანსფერის სახით იღებდნენ - თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან კოდექსით დადგენილი ფორმულის მიხედვით გამოიყოფოდა და მისი გამოყენების მიმართულებებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოები დამოუკიდებლად განსაზღვრავდნენ.

მომავალი წლიდან დაფინასების ეს სისტემა უქმდება და მუნიციპალიტეტებს, სახელმწიფოს ბიუჯეტში ისევ მუნიციპალიტეტებიდან შესული დამატებული ღირებულების გადასახადის 19 % გადაუნაწილდებათ.

მთავრობამ უკვე სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტიც დაგეგმა და მუნიციპალიტეტს თანხები ახალი სისტემით გადაუნაწილა. რა თანხას მიიღებს მუნიციპალიტეტი, განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ რამდენია მისი წილი დღგ-ს საერთო შემოსავლებში.

პროექტით, დღგ–ს საერთო შემოსავლების 19 %-დან, ყველაზე მეტი დედაქალაქს ერგება - 50, 01 %, ოთხ თვითმმართველ ქალაქს - 11, 19%. ხოლო დანარჩენ 58 მუნიციპალიტეტს 38,8% ერგება. ამ სისტემით, საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტებზე 946 580 000 ლარი გადანაწილდება.

სამცხე–ჯავახეთის მუნიციპალიტეტებზე დაფინანსება ახალი სისტემით:


ახალციხის მუნიციპალიტეტი - 0,91 % - 8 638 800 ლარი ;

ადიგენის მუნიციპალიტეტი - 0,45 % - 4 300 600 ლარი;

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი - 0,29% - 2 788 400 ლარი;

ბორჯომის მუნიციპალიტეტი - 0,10% - 975 000 ლარი;

ასპინძის მუნიციპალიტეტი - 0,7% - 662 500 ლარი;

ახალქლაქის მუნიციპალიტეტი - 0,7% - 650 000 ლარი.

ახალციხის მერის მოადგილის, გურამ მელიქიძის თქმით, ცვლილებამ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გასულ წლებთან შედარებით გაზარდა: „ეს არის სახელმწიფოს მიერ დეცენტრალიზაციის მიმართულებით წინ გადადგმული ნაბიჯი. სხვანაირად იქნა დანახული თვითმმართველობის შემოსავალი, რომელიც სტიმულს აძლევს მუნიციპალიტეტებს. ამით შანსი მოგვეცა ვიმუშავოთ საკუთარ შემოსავლებზე. უფრო დიდი ინტერესი ჩნდება რომ, მუნიციპალიტეტებმა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფ ზრდაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. გარდა ამისა, ეს ცვლილება ჩვენ საშუალებას მოგვცემს უფრო კარგად დავგეგმოთ ბიუჯეტი და წრაფად გადავწყვიტოთ ის პრიორიტეტული საკითხები, რაც მუნიციპალიტეტებს სჭირდებათ“.

ახალი სისტემით, ერთ–ერთი ყველაზე დაბალი შემოსავალი, 662 500 ლარი, ასპინძის მუნიციპალიტეტს აქვს. მერიის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, გიორგი მურადაშვილი, განმარტავს, რომ გასულ წლებთან შედარებით მუნიციპალიტეტი მაინც მეტ შემოსავალს მიიღებს:
„ასპინძას არაფერი დაუკარგავს ახალი ცვლილებით, პირიქით ბოლო პერიოდში გათანაბრებითი ტრანსფერები ბევრად შემცირებული იყო და მისი გაუქმებით და დღგ–დან მიღებული შემოსავლით ჩვენი ბიუჯეტი 136 ათასი ლარით მეტი იქნება“.

ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ ცვლილებების დეკლალირებულ მიზანს, დეცენტრალიზაციასა და მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდას, ცოტა აქვს საერთო იმ რეალობასთან, რასაც ეს ცვლილებები მოიტანს:„ამასთან, გათანაბრების პოლიტიკაზე უარის თქმა საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს ეწინააღმდეგება. საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული თვითმმართველობის ევროპული ქარტიის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნებში წერია, რომ ფინანსურად სუსტი ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოთა დაცვა მოითხოვს ფინანსური გათანასწორების პროცედურების ან სხვა შესაბამისი ზომების გატარებას, რომელთა დანიშნულებაა, გამოასწორონ ფინანსების პოტენციური წყაროებისა და ფინანსური ვალდებულებების არაადეკვატური განაწილების შედეგები“.

ირაკლი მელაშვილი ფიქრობს, რომ მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარება ნაკლებად აისახება მის შემოსავლებზე: „თუკი მუნიციპალიტეტმა მოიზიდა ინვესტიციები, შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, მას დარჩება მხოლოდ ქონების გადასახადი, რომელიც რეალურად ვერ გაზრდის მის შემოსავლებს. მუნიციპალიტეტის შემოსავალი შეიძლება გაიზარდოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი გაიზრდება მშპ. არ აქვს მნიშვნელობა, კარგად იმუშავებს მუნიციპალიტეტი თუ ცუდად, ვინაიდან მას ბიუჯეტი მხოლოდ იმდენით მოემატება, რამდენადაც გაიზრდება ქვეყნის მშპ. ასეთი სისტემა კვლავ იქნება თვითმმართველობის ეკონომიკური აქტივობის დემოტივატორი“.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


11.12.2018 სამლოცველო ოთახი ახალციხის N5 სკოლაში – 'ეს მოსწავლეების მოტივირებულობას უწყობს ხელს’ [Video]

10.12.2018 ახალციხის რომელ სკოლაში ასწავლიან სამხედროები

07.12.2018 აწყურის სკოლის მოსწავლე საუკეთესო ესსესთვის დააჯილდოვეს [Video]

06.12.2018 შშმ მშობელი ექსკურსიას ჩამორჩა, ამის შემდეგ სკოლაში მის შვილს დაუპირისპირდნენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

14.12.2018 ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მძღოლების დაყოვნების დრო შემცირდება

14.12.2018 სამცხე–ჯავახეთში ბავშვებში ტყვიის შემცველობის კვლევაზე მშობლების ნაწილი უარს ამბობს

14.12.2018 ახალქალაქი-კარწახის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

14.12.2018 ახალციხეში ბილიარდის ჩემპიონატში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

ახალქალაქში პროგრამულ ბიუჯეტზე არ გადასულან
ბორჯომის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 3 400 000 ლარით გაიზარდა
რეგფონდიდან ახალციხეს 262 502 ლარი დაემატა
სამცხე–ჯავახეთის  თვითმმართველობები ‘ტაოს’ დაფინანსებას უზრდიან
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დამტკიცდა
გუბერნატორების ადმინისტრაციაზე გამოყოფილი თანხის 70% ხელფასზე იხარჯება
2018 წელს 13 ააიპ–ი ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარით დაფინანსდება