FM97.5 / LIVE

მერია დარღვევით გაკრულ პლაკატებზე: თუ არ ვიცით ვინ გააკრა, ოქმს ვერ შევადგენთ

მთავარისიახლე, პოლიტიკა, სამართალი, არჩევნები 10.10.2018
ახალციხის მერიაში პრეზიდენტობის კანდიდატების გრიგოლ ვაშაძისა და დავით ბაქრაძის დარღვევით გაკრულ პლაკატებზე სამართალდარღვევის ოქმს ვერ ადგენენ.

მერია დარღვევით გაკრულ პლაკატებზე: თუ არ ვიცით ვინ გააკრა, ოქმს ვერ შევადგენთ

ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურში შეტყობინება ორი ფაქტის შესახებ შევიდა. ერთი საბარგო სადგურზე, ხიდზე, „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის პლაკატების გაკვრას ეხებოდა, ხოლო მეორე მარდის დასახლებაში „ევროპული საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის პლაკატების განთავსებას. არცერთი ტერიტორია იმ ადგილების ჩამონათვალში არ არის შეტანილი, რომლებიც ახალციხის საკრებულომ წინასაარჩევნო მასალების განსათავსებლად განსაზღვა.

„ორივე შემთხვევაში დარღვევაა, მაგრამ არ ვიცით ვინ გააკრა, შემოსულ შეტყობინებებს თან არ ახლდა არც ფოტო და არც ვიდეო მასალა, რითიც დადგინდებოდა ის, თუ ვინ აკრავდა ამ სააგიტაციო მასალებს. ამიტომ ვერავის შევუდგენთ სამართალდარღვევის ოქმს“, – გვითხრა ახალციხის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა მიხეილ მაკარიძემ.

მისივე თქმით, მათ ქალაქში საარჩევნო სააგიტაციო მასალის დარღვევის გაკვრის გამო ერთი პირი დააჯარიმეს, თუმცა, ეს ის შემთხვევა იყო, როცა ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები ფაქტს შეესწრნენ: „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოამდგენელი რუსთაველის ქუჩაზე, საავადმყოფოს ასახვევთან აკრავდა ვაშაძის პლაკატებს. შევუდგინეთ ოქმი და ჩავაბარეთ. მან დაგვიდასტურა, რომ პარტიის წევრი იყო".

შეგახსენებთ, რომ საბარგო სადგურზე დარღვევით გაკრული პლაკატები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლმა, მარდის დასახლებაში კი „სამხრეთის კარიბჭემ“ დააფიქსირა.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

13.01.2020 რომელ საგანში გაუჭირდათ მასწავლებლებს გამოცდის ჩაბარება

13.01.2020 რომელი ფაკულტეტები იქნება უფასო სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

16.01.2020 სამცხე–ჯავახეთში გაზრდილი პენსია 30 223 ასაკით პენსიონერმა აიღო

16.01.2020 შშმ პირთა ღონისძიება ‘ტალიტა კუმში’

16.01.2020 დავით სერგეენკოს განცხადება c ჰეპატიტის ვადაგასულ წამლებთან დაკავშირებით

16.01.2020 NDI – წინა წლებთან შედარებით ეკლესიის რეიტინგი მკვეთრად შემცირდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

06.12.2019 ხაკი – მოყავისფრო, მწვანე სოფელი [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მერიამ ენმ–ს წევრი განათების ბოძებზე პლაკატების გაკვრისთვის დააჯარიმა
ახალციხეში ვაშაძის პლაკატების გამო „ოცნებამ“ საჩივარი დაწერა
ახალციხეში ‘ევროპული საქართველოს’ მიერ პლაკატების გაკვრის კანონიერებას შეისწავლიან
ახალქალაქში საგზაო ნიშანზე გრიგოლ ვაშაძის პლაკატები გააკრეს
სხვილისში ბაქრაძის პლაკატების გაკვრას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა
ახალციხეში გრიგოლ ვაშაძის საწინააღმდეგო პლაკატები გააკრეს
ახალციხის ქუჩებში ‘ნაციონალებისა’ და ‘ოცნების’ საარჩევნო პლაკატებს მერია ჩამოხსნის