FM97.5 / LIVE

30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა 10.10.2018
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე მდებარე რვასართულიანი კორპუსის მცხოვრბელები სადარბაზოებში ლიფტების დამონტაჟებას წლებია ითხოვენ. მიმდინარე წელს თვითმმართველობა ამ პრობლემის მოსაგვარებლად 100 ათას ლარზე მეტს დახარჯავს.

30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება

შალვა ვოსკანიანი თამარაშვილის N2–ში მდებარე რვასართულიან კორპუსში მეშვიდე სართულზე ცხოვრობს. იგი 75 წლისაა და ამბობ, რომ ასაკის მატებასთან ერთად მეშვიდე სართულზე ლიტფის გარეშე ასვლა უჭირს.

„თითქმის 35 წელია ულიფტოდ ვართ. ამ კორპუსში 1974 წელს შემოგვასახლეს, იმის მერე ლიფტმა ალბათ 10 წელი იმუშავა და გაფუჭდა. წლებია ასე ვწვალობთ. ასაკოვნებს მაღალსართულზე ასვლა–ჩამოსვლა აღარ შეგვიძლია ფეხით“, – ამბობს ვოსკანიანი.

იმის გამო, რომ კორპუსში ლიფტი არაა, მათ ვისაც გადაადგილება უჭირთ, სახლიდან იშვიათად გამოდიან.

„ინსულტი მაქვს გადატანილი, დიდი ხანია ეზოში არ ჩავსულვარ და როცა ჩავდივარ სხვები მეხმარებიან“, – ამბობს ვოსკანიანის მეზობლად მცხოვრები ელეონორა კახნიაშვილი.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ თამარაშვილის ქუჩა N2–ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის სამივე სადარბაზოში ლიფტების დემონტაჟის და მონტაჟის სამუშაოების უზრუნველყოფაზე ტენდერი 125 895 ლარზე გამოაცახა. წინადადებების მიღება დღეს, 10 ოქტომბერს დაიწყო.

30 წლის შემდეგ, ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტები დამონტაჟდება

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


23.07.2019 ‘ტექსტი ბავშვის ინტერესთან ახლოს უნდა იყოს’ - შეფასებები 'დედაენის' სკოლაში დაბრუნებაზე

22.07.2019 ეროვნულები ლიტერატურის გამოცდით გრძელდება

21.07.2019 ახალციხის მეხუთე სკოლის ჩამონგრეულ გალავანზე პასუხისმგებლობას მერია იღებს

19.07.2019 პედაგოგები უცხო ენებისა და ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

23.07.2019 ვიზიტორები 101 ქვეყნიდან – როგორია სამცხე-ჯავახეთის ტურისტული პოტენციალი

22.07.2019 ‘საიდან იცის გამოძიების დეტალები?’– ბაღების დირექტორი ენზელ მკოიანს უჩივლებს

22.07.2019 ტემპერატურა იკლებს – როგორი ამინდია მოსალოდნელი სამცხე–ჯავახეთში

22.07.2019 აგარების მონასტრამდე მისასვლელ გზაზე გადაადგილება შეზღუდულია

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

11.07.2019 ძველი მანქანების ერთგული მეპატრონეები [ფოტო/ვიდეო]

09.07.2019 ლეგენდების სოფელი

04.07.2019 ‘ფანდურის გაკეთებისას ბოროტების ნასახი არ უნდა გქონდეს გულში’– მესხი მეფანდურეები [ფოტო/ვიდეო]

08.03.2019 ქალები მძიმე ჩანთებით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

ახალციხეში, რვასართულიან კორპუსში ლიფტების მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა
ლიფტები, რომელიც მერიის ბიუჯეტში ჯერ  ვერ მოხვდა
ახალციხეში, სახურავგადახდილ კორპუსში წყალი ჩასდით [PHOTO]
ახალციხეში  საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია[Photo]
ახალციხის ერთადერთ მრავალსართულიან ბინაში ლიფტის შეკეთებას ითხოვენ
ნარჩენების სუნი ახალციხეში რვასართულიანი კორპუსის ბუნკერიდან არა მხოლოდ ადგილობრივებს აწუხებთ
ახალციხეში საცხოვრებელი სახლი გატეხეს