FM97.5 / LIVE

ასპინძის გამგებელი - სპორტისთვის მიმართული თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა

მთავარისაზოგადოება 10.07.2013
სამცხე-ჯავახეთში სპორტული ინფრასტრუქტურა არასახარბიელო მდგომარეობაშია, - ასეთია იმ კვლევის შედეგი, რომელიც რეგიონში სპორტის განვითარების მიმართულებით არსებული დაბრკოლებების გამოსავლენად ჩატარდა.

ასპინძის გამგებელი -  სპორტისთვის მიმართული თანხები არამიზნობრივად იხარჯებოდა
კვლევის შედეგებზე და სპორტის განვითარებისთვის საჭირო ღინისძიებებზე, დღეს, 10 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ და სპორტის დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი დოლაბერიძემ რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს.

„ჩვენი ჩამოსვლის მთავარი მიზანი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის სამინისტროს ხედვის გაცნობაა, - როგორ უნდა განვითარდეს სპორტი და საით უნდა წავიდეს მომავალში სპორტის პოლიტიკა. ძალიან საინტერესო დიალოგი შედგა, დავრწმუნდით, რომ სპორტისადმი ინტერესი არსებობს და ვფიქრობ, რომ მომავალში თანამშრომლობით იმ წარმატებას მივაღწევთ, რასაც ჰქვია ერის ჯანმრთელობა“, - განაცხადა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ თამაზ თევზაძემ.

მისივე თქმით, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვან და პრიორიტეტულ საკითხს სპორტული ინფრასტრუქტურა წარმოადგენს. თამაზ თევზაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით სამცხე-ჯავახეთში სურათი არსახარბიელოა.

„ჩვენ შევქმენით სამმართველო, რომელმაც რეგიონის სპორტული ინფრასტრუქტურა შეისწავლა და მისი ანალიზი უკვე დაგვიდო, თუმცა სურათი არასახარბიელოა. აქ ვგულისხმობ იმას, რომ ის არ არის საკმარისი რეგიონში სპორტის განვითარებისათვის. მეორე პრიორიტეტი ფიზიკური განათლებაა, რადგან სკოლებში ბავშვთა სპორტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და ამას ძალიან დიდი ყურადღება უნდა მიექცეს“, - ამბობს მინისტრის მოადგილე.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ სპორტის განვითარება რეგიონში დაბალ დონეზეა.

„ასპინძაშიც და მთლიანად რეგიონში სპორტის განვითარების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა. არ ვიცი აქამდე რას ხარჯავდნენ, ან რას აკეთებდნენ, მაგრამ შედეგი, რომ საქართველოს ჩემპიონატში თუნდაც ერთი მონაწილე იყოს ჩვენს მუნიციპალიტეტიდან, არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ის თანხები რაც სპორტისთვის იყო მიმართული, არამიზნობრივად იხარჯებოდა. ამიტომ გამიჩნდა იდეა, რომ ყოფილიყო დელეგირებული თანხა კონკრეტულად სპორტისთვის და ის სხვა რამეში არ იხარჯებოდეს“, - აღნიშნა ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მორაგბე ლევან ცაბაძემ და დასძინა, რომ სპორტი ყველაზე კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ახალგაზრდები დაკავდნენ და ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვრონ.

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


30.05.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება

29.05.2020 ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია იწყება

26.05.2020 საფეხური: დისტანციური სწავლება ბორჯომის სკოლებში [აუდიო]

20.05.2020 'ბოლო ზარი' დისტანციურად

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

01.06.2020 ნიკოლ ფაშინიანს კორონავირუსი აქვს

01.06.2020 პირველი ივნისიდან ყველა სახის სავაჭრო ობიექტი გაიხსნა

01.06.2020 წაღვერში მილიონ ლარად რეაბილიტირებულ კულტურის სახლში წყალი ჩავიდა

31.05.2020 ‘ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, აქედან 300 ბავშვია’ - სტურუა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

03.03.2020 ლავაში, თაფლი და ‘ტაროსიკები’ - როგორია ტრადიციული სომხური ქორწილი [ვიდეო]

28.02.2020 რელიგიური უმცირესობების გასაჭირი - ვის აფინანსებს ხელისუფლება [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

სკოლებში სპორტის მასწავლებლების გადამზადება იწყება
სამცხე-ჯავახეთს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი სტუმრობდა
”სამცხე-ჯავახეთის ფესტივალი 2012” დაიწყო
სპორტის სამინისტრო სასკოლო სპორტულ ოლიმპიადას იწყებს
სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ოფიციალურად გაიხსნა
სპორტი ხელშეწყობის გარეშე [Photo/Video]
ახალციხეში ‘სპორტის შესახებ’ კანონპროექტის განხილვა გაიმართება