FM97.5 / LIVE

დეკანოზი ბესარიონი: ‘აწყურის რესტავრაციის მიმდინარეობას საპატრიარქოს საბჭო შეისწავლის’

მთავარისიახლე, საზოგადოება 09.10.2018
აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქოს წარმომადგენლები ოქტომბერში ადგილზე გაეცნობიან. ხელოვნებისა და ხუროთმოძღვრების ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ჩამოსვლის მიზეზი ტაძრის რესტავრაციის ერთ–ერთი ავტორის შენიშვნებია. გოგოთურ მისრიაშვილი მშენებელ კომპანიას ძეგლის რესტავრაციის დარღვევებით მიმდინარეობაში ადანაშაულებს.

დეკანოზი ბესარიონი: ‘აწყურის რესტავრაციის მიმდინარეობას საპატრიარქოს საბჭო შეისწავლის’

„საბჭოს წევრების ერთობლივი გასვლა არ მომხდარა, თუმცა მეუფეები შეთანხმდებიან და ოქტომბრის პირველ ნახევარში აწყურში ჩავალთ, რომ რესტავრაციასთან დაკავშირებული გაუგებრობა შემდგომში თავიდან ავიცილოთ. ჩასვლის მიზეზი ბატონი გოგოთურის შენიშვნების გარდა, პროექტის პირველი ავტორის, სოსო ბანძელაძის გარდაცვალებაა", – ამბობს დეკანოზი ბესარიონი.

ტაძრის პროექტის პირველი ავტორი, სოსო ბანძელაძე 18 სექტემბერს გარდაიცვალა.

აწყურის ტაძრის პროექტის თანაავტორის, გოგოთურ მისრიაშვილის შენიშვნებს არ იზიარებს კომპანია „ივერთმშენის“ გენერალური დირექტორი – „რესტავრაცია საპატრიარქოს საბჭოს და კულტურისა და ძელგთა დაცვის სააგენტოს წევრების მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, მათ გარეშე ქვასაც არ ვდებ და მათ შენიშვნები არ აქვთ. გოგოთური კი ჩამოყალიბებული ინტრიგანია",– ამბობს ედიშერ ჯანჯულია, რომლის კომპანიაც აწყურის ტაძრის რესტავრაციას ფონდ „ქართუს“ დაფინანსებით ახორციელებს.

გოგოთურ მისრიაშვილის შენიშვნებს არც კულტურისა და ძელგთა დაცვის სააგენტოში იზიარებენ: „პროექტის ავტორი, გოგოთურ მისრიაშვილი დიდი ხანია თვითიზოლაციაში იმყოფება. საპატრიარქოს საბჭო არაერთხელ იმყოფებოდა ადგილზე და მშენებლობა მათი ზედამხედველობის ქვეშ მიმდინარეობს. გოგოთურ მისრიაშვილმა ჩვენთვის მიუღებელი პირობების გამო თქვა უარი, ადგილზე არანაირი დარღვევა არ ფიქსირდება".

პროექტის ერთ–ერთი ავტორი, გოგოთურ მისრიაშვილი კი საკუთარ მოსაზრებების სისწორეში კვლავინდებურად დარწმუნებულია: „მშენებელ კომპანიას საკუთარ დილეტანტურ მუშაობაში რესტავრატორი „გამპრავებლად“ სჭირდებათ. როგორც ჩანს დაზიანებულ ქვასაც გამოუყენებლად თვლიან, რადგან ახალი ქვის დაშლა ურჩევნიათ სიმარტივის გამო. კომპანია არაკვალიფიციურია".

აწყურის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით ხმაური სწორედ გოგოთურ მასრიაშვილის განცხადებას მოჰყვა. პროექტის ერთ-ერთი ავტორი მშენებელ კომპანია „ივერიათმშენს“ რესტავრაციის დარღვევებით განხორციელებაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ მშენებლები ტაძარს ძველის ნაცვლად ახალი ქვებით აშენებდნენ და ასე ისტორიას ამახინჯებდნენ.

[ავთო ინასარიძე, ახალციხე]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2019 მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ

20.02.2019 ნინოწმინდაში ორლოვკიდან სპასოვკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა

20.02.2019 ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ

19.02.2019 ‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

აწყურის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების დათვალიერება დეკემბრამდე გადაიდო
დეკანოზი ბესარიონ მენაბდე აწყურის ტაძრის რესტავრაციაზე: ‘საბჭოს შენიშვნები ჰქონდა’
ხმაური აწყურის ტაძრის ირგვლივ – მიმდინარეობს თუ არა დარღვევით ძეგლის რესტავრაცია
აწყურის ტაძრის რესტავრაცია [Photo]
ბიეთის ტაძარს  რესტავრაცია ჩაუტარდება [Photo/Video]
აწყურის ტაძრის აღდგენა იწყება[Video]
ახალი ამბები – 10 ოქტომბერი [Audio]