FM97.5 / LIVE
1 ლარად გადაცემული ქონება სამცხე-ჯავახეთში

1 ლარად გადაცემული ქონება სამცხე-ჯავახეთში

მთავარიეკონომიკა 10.07.2013
ვის და რას ჩუქნიდა სახელმწიფო 1 ლარად - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” 2007-2012 წლებში სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გასხვისების შემთხვევების შესწავლას აგრძელებს. მორიგ ანგარიშში სამცხე-ჯავახეთში გასხვისებული ქონებაც მოხვდა.

1 ლარად გადაცემული ქონება სამცხე-ჯავახეთში
კერძოდ: 2010 წელი, უპირობოდ გაცემული ქონება

2010 წელს პირდაპირი მიყიდვის წესით საქართველოს საპატრიარქოს საკუთრება გახდა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, გარდაბანში, რუსთავში, დაბა ასპინძასა და თბილისში მდებარე ჯამში 8200 მ2 არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები და 1310 მ2 შენობა ნაგებობები.

2011 წელი, უპირობოდ გაცემული ქონება

2011 წელს დაუდგენელი მიზეზებითა და მიზნით სახელმწიფო ქონება პრეზიდენტის განკარგულებით ერთ ლარად გადაეცათ გარკვეულ ფიზიკურ პირებს. მაგალითად, ჰამესტ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 10001კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); არტიუშ აპოიანს (ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ სულდაში მდებარე 239265 კვ.მ სასოფლო -სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი); მარინა კუპატაძეს (ქ.ბორჯომში, ფიროსმანის ქ.#5-ში მდებარე შენობა-ნაგებობის მე-2 სართულზე არსებული 325 კვ.მ ფართობი და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი).

2012 წელი, საინვესტიციო პირობით გადაცემული ქონება

შპს „ქროსვეისს“ - ბორჯომში, რუსთაველის მოედნის N1-ში მდებარე 3875.63 კვ.მ შენობა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გადაეცა.

საინვესტიციო პირობა: ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება ქონებაზე და ამ მიზნით 1,000 000 (მილიონი) ლარის ინვესტიციის განხორციელება. ხოლო ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვის განმავლობაში ბორჯომის მინიციპალიტეტის მიერ განსახორციელებელი მუნიციპალური პროექტების შესრულება ან/და დაფინანსება 1,300 000 (მილიონ სამასი ათასი) ლარის ოდენობით.

შპს „ქროსვეისსის“ ერთადერთი დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელი არის ცნობილი ქართველი ბიზნესმენი თეიმურაზ უგულავა.

გამჭვირვალობა ერთ ლარად გადაცემულ ქონებას ორ ნაწილად ყოფს: კერძო პირებზე სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება და საინვესტიციო პირობის სანაცვლოდ სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება. სახელმწიფო ქონების მიმღებთა შორის არიან ცნობილი პიროვნებები, პოლიტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები და მათი ოჯახის წევრები.

"ჩვენთვის უცნობია, იხდიდნენ თუ არა აღნიშნული პირები საშემოსავლო გადასახადებს ან საინვესტიციო პირობების არსებობის შემთხვევაში კეთილსინდისიერად ასრულებდნენ თუ არა ნაკისრ ვალდებულებებს, რაც ასევე ცალკე კვლევის საგანი უნდა გახდეს. ფაქტია, რომ წლების განმავლობაში სახელმწიფო გასცემდა სხვადასხვა სახის ქონებას გარკვეული პირობით თუ უპირობოდ კონკრეტულ პირებზე" - ნათქვამია ანგარიშში.

რაც შეეხება ბორჯომის ტელევიზიას, ამის შესახებ "სამხრეთის კარიბჭემ" ვრცელი მასალა 2012 წლის ოქტომბერში მოამზადა. ბორჯომის ტელევიზიას, სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, ფიროსმანის #5-ში მდებარე შენობის მეორე სართული გადასცეს. 325 კვ. მეტრი, რომელიც ელვარდ წიქარიშვილმა, 2004 წელს, აუქციონზე 5,600 ლარად იყიდა. კუპატაძისთვის შენობის გადაცემის საკითხი მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბორჯომის მუნიციპალიტეტის გემგეობის შენობა ინვესტორს გადაეცა და იქ სასტუმროს მშენებლობა დაიწყეს. კუპატაძეს 325 კვადრატული მეტრი გამგეობის შენობაში დათმობილი 15 კვადრატული მეტრის სანაცვლოდ გადასცეს. აქვე შეგახსენებთ, მარინა კუპატაძის ქმარი, ტრისტან ცუცქირიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარეა. ვრცლად ამ თემაზე შეგიძლიათ იხილოთ სტატიის "მონოპოლია ბორჯომის მინერალურ წყალზე" ქვესათაური "წართმეული ქონება".

"საერთაშორისო გამჭვირვლობა საქართველოს" ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


11.07.2020 პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა

11.07.2020 აბიტურიენტები გამოცდას კვლავ ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ

10.07.2020 ეროვნულ გამოცდაზე გასულ აბიტურიენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

09.07.2020 ახალციხეში უფროსი, წამყვანი და მენტორის სტატუსის მქონე პედაგოგებს სერტიფიკატები გადასცეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

11.07.2020 კომპენსაციის მიმღებ პირთა წრე კიდევ გაფართოვდა - შემოსავლების სამსახური

11.07.2020 ‘4 თვეა შემოსავლის გარეშე ვართ’ – პანდემიის გამო საქორწილო ბიზნესი მნიშვნელოვნად დაზარალდა

11.07.2020 11 ივლისს საქართველოში წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

10.07.2020 ბესიკ ამირანაშვილი ადგილობრივებს: 'ხვალ დილით მწყემსები დატოვებენ მთას' [ვიდეო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

06.07.2020 მივდივართ საროში [ფოტო]

03.07.2020 ზაზალო – სოფელი, სადაც მხოლოდ დაპირებები ახსოვთ [ფოტო/ვიდეო]

13.03.2020 სანამ მარცვალი ჩამოიცლება - უდელი მეწისქვილეს ამბავი [ფოტო/ვიდეო]

12.03.2020 ეკო-დერეფნის დამცველი ბუნების ქომაგები ადიგენიდან [ფოტო/ვიდეო]

მსგავს თემაზე

ბორჯომში აუქციონზე 3 ნაკვეთი 1 274 000 ლარად იყიდება
6 შენობა სამცხე–ჯავახეთში, რომელიც მეწარმეებს ერთ ლარად გადაეცემათ
აუქციონზე კურორტ აბასთუმანში სამი მიწის ნაკვეთი 584 000 ლარად გაიყიდა
ყოფილი ადმინისტრაციული შენობა ერთ ლარად გასხვისდა
რა ღირს ახალციხეში არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწა
რა დაუჯდა სახელმწიფოს ‘ქართუსთან’ გარიგება
ახალციხეში არასასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთი იყიდება [R]