FM97.5 / LIVE

ადიგენში ბულინგის საქმეს სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 08.10.2018
ადიგენის ერთ–ერთ სოფელში, სადაც მეოთხეკლასელი ბიჭის დედა მისი შვილის ბულინგზე საუბრობს, სკოლამ მოკვლევა დაიწყო.

ადიგენში ბულინგის საქმეს  სკოლის დისციპლინარული კომიტეტი შეისწავლის

სკოლაში საქმის წარმოება დედის წერილობითი მიმართვის საფუძველზე დაიწყო. დირექტორი ამბობს, რომ მოხდარის შესწავლა უკვე დაავალა დისციპლინარულ კომიტეტს, რომელსაც დასკვნის გამოტანისთვის 21-დღიანი ვადა აქვს.

„კომიტეტი განიხილავს, კვლევას ჩაატარებს და გამოიტანს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ განისაზღვრება დაეკისრებათ თუ არა ბავშვებს დისციპლინური სახდელი. კომიტეტი ოქმს გადმომიგზავნის და მის მიხედვით გავაფორმებ ბრძანებას“, – ამბობს სკოლის დირექტორი და ამატებს, რომ ყველა პროცედურის შესახებ დედას წერილობით ეცნობება.

მეოთხეკლასელი ბიჭის დედამ ბულინგის საქმის შესწავლა წერილობით განათლების სამინისტროსაც სთხოვა. უწყებაში ამბობენ, რომ მათ ჯერ წერილი არ მიუღიათ: „მიმართეთ სკოლას, სკოლის ადმინისტრაცია შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს“.

შეგახსენებთ, ორსართულიან კორპუსში მცხოვრებ მეზობლებს შორის უთანხმოება, დაახლოებით, წელიწადნახევრის წინ დაიწყო, როდესაც მეორე სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა პირველზე მცხოვრებს ხელი არ მოუწერა ნებართვაზე, რომლის მიხედვითაც მას კორპუსში სველი წერტილი უნდა მიეშენებინა. მას შემდეგ, მეორე სართულზე მცხოვრები მეოთხეკლასელი ბიჭის დედა ამბობს, რომ პირველ სართულზე მცხოვრები 12 წლის ბიჭი მის შვილებს, განსაკუთრებით კი ცხრა წლის ბიჭს აბულინგებს. პირველ სართულზე მცხოვრები ბავშვების აღმზრდელები კი ამბობენ, რომ პირიქით, მათ ბავშვებს მეორე სართულზე მცხოვრები მეთოხეკლასელი ბიჭის მშობლები სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ფიზიკური შეურაცხყოფს ფაქტს შსს სსკ–ის 126–ე, ძალადობის მუხლით იძიებს.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


19.10.2018 სან დიეგოს უნივერსიტეტში სამცხე–ჯავახეთის სკოლებიდან ექვსი აბიტურიენტი ჩაირიცხა

18.10.2018 ქეთევან ციხელაშვილი ახალქალაქის პირველ საჯარო სკოლას ესტუმრა

11.10.2018 სოფელ შოლავერში ახალი სკოლა გაიხსნა

09.10.2018 სოფელ არალში სკოლა საზეიმოდ გაიხსნა [Photo/Video]

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.10.2018 რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'

19.10.2018 მასწავლებლების პროტესტით ახალციხის პირველ სკოლაში სტადიონის მშენებლობა შეჩერდა

19.10.2018 მონასტრის წინამძღვარმა ვანის ქვაბებში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ჩასვა [Photo]

19.10.2018 სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი რეგიონში მოქმედი NGO-ების წარმომადგენლებს შეხვდა

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

11.09.2017 ხმა სოფლიდან: სოფელ განძას მკვიდრების გატაცება [Audio]

მსგავს თემაზე

დედა შვილის ბულინგის გამო განათლების სამინისტროსა და ომბუდსმენს რეაგირებას სთხოვს
ადიგენში ბულინგის საქმეში შსს ჩაერთო
სამინისტრო: ‘მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტს დისციპლინური საბჭო შეისწავლის’
მერაბიშვილის დედის საქმეს მთავარი პროკურატურა იკვლევს
ტოლოშის სკოლაში მოსწავლეების მობილურების შემოწმების ფაქტს არცერთი უწყება არ სწავლობს
სოფელ სვირში ქალზე  შესაძლო ძალადობის ფაქტს ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის
სოფელ ღორთუბანში გაკვეთილები საცხოვრებელ სახლში ტარდება