FM97.5 / LIVE

‘შემოდგომის ფესტივალი’ ახალციხეში 20 ოქტომბერს გაიმართება

მთავარისიახლე, საზოგადოება 08.10.2018
„შემოდგომის ფესტივალი“ შვიდ ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა ახალციხის მერიამ ღონისძიება იმის გამო გადადო, რომ „თბილისობას“ ემთხვეოდა.

‘შემოდგომის ფესტივალი’ ახალციხეში 20 ოქტომბერს გაიმართება

ფესტივალი 20 ოქტომბერს ახალციხის ციხეზე დღის 12:00 საათზე დაიწყება და საღამოს 22:00 საათზე, საზეიმო კონცერტით დასრულდება.

მუნიციპალიტეტმა ფესტივალის ორგანიზებისთვის რვა ათასი ლარი გამოყო და ტენდერი ხელმეორედ გამოაცდა. ტენდერში გამარჯვებულმა ღონისძიებისთვის ასაწყობი ლითონის კონსტრუქცია, ხუთი ფანჩატური, ხუთი მაგიდა და 20 სკამი უნდა შეიძინოს. ტრადიციული მესხური სამზარეულო კუთხეების მოსაწყობად კი ოთხი ტომარა უმაღლესი ხარისხის ფქვილი, 75 კილოგრამი სამწვადე ხორცი, 30 კილოგრამი სახაჭაპურე ყველი, ხუთი ლიტრი მზესუმზირის ზეთი და 10 კილოგრამი გარჩეული კაკალი უნდა იყიდოს. გათვალისწინებულია 30 კაციანი ვახშამიც.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ხალხური რეწვის ადგილობრივი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა, ფესტივალის სტუმრებს ადგილზე მომზადებული მესხური კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ.

ფესტივალის განმავლობაში დაგეგმილ სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში მონაწილეებს მერია მედლებითა და სიგელებით დააჯილდოებს.

[თორნიკე ზაზაძე. ახალციხე]


19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

16.02.2019 საქართველოს სკოლებში ჩინური ენის შესწავლა შესაძლებელი იქნება

15.02.2019 ახალციხეში, სკოლის მოსწავლეებს შორის შაშსა და ჭადრაკში ტურნირი მიმდინარეობს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

20.02.2019 მძღოლები, რომლებსაც ავარია არ დაუფიქსირდებათ, შეღავათებით ისარგებლებენ

20.02.2019 ნინოწმინდაში ორლოვკიდან სპასოვკამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა

20.02.2019 ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღებას მოქალაქეები 1 მარტამდე შეძლებენ

19.02.2019 ‘ტუალეტში კარი არ იკეტება, არც ქაღალდია და არც საპონი’– ახალციხის პირველი სკოლის მოსწავლეები

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

რას ნახავთ 'შემოდგომის ფესტივალზე'
ახალციხეში ტრადიციული რეწვის სახელოსნოების ფესტივალი გაიმართება
ახალციხეში "მესხური ფესტივალისთვის" ემზადებიან
ახალციხე ‘მესხური ფესტივალისთვის’ ემზადება
ახალციხეში მშვიდობის ფესტივალი ჩატარდება
"მესხური ფესტივალი 2014" შედგა [Video]
'შემოდგომის ფესტივალი' ახალციხეში [photos]