FM97.5 / LIVE

დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 08.10.2018
ადიგენში, დერცელსა და კიკიბოსთან მისასვლელი შემოვლითი გზის მშენებლობა 2018 წელს ვერ დაიწყება. გზის პროექტი მზად არის, თუმცა მერიას მის განსახორციელებლად თანხა არ აქვს.

დერცელი–კიკიბოს დამეწყრილი გზა გაზაფხულამდე ვერ შეკეთდება

შპს „ჯეოროუდმა“, დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის მშენებლობისთვის პროექტზე მუშაობა დაასრულა და ადიგენის მერიას გადმოუგზავნა, თუმცა, პროექტი ჯერ ტენდერზე არ დაუდიათ.

პროექტის, მიხედვით ახალი გზა 350 მეტრ სიგრძეზე მოეწყობა და ამისთვის 470 000–ლარამდე დაიხარჯება. ადიგენის მერიაში ამბობენ, რომ გზის მშენებლობის დასაწყებად მუნიციპალიტეტს სახსრები არ აქვს: „ამხელა თანხა ჩვენ ბიუჯეტში არ გვაქვს, ამიტომ მოგვიწევს ცენტრალურ ხელისუფლებას ვთხოვოთ დახმარება, მაგრამ ახლა საარჩევნო პერიოდია და თანხას ვერ გამოყოფენ. ამიტომ თანხის ძიებას ჩვენც არჩევნების შემდეგ დავიწყებთ“, – ამბობს ადიგენის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე.

მისი თქმით, იმის გამო, რომ დაზამთრებამდე გზის მოწყობა ვერ მოესწრება, დამეწყრილ მონაკვეთს დროებით გაამაგრებენ: „მარტის მერე აქ მიწა აღარ ცოცავს. მაშინ არის საფრთხე, როცა თოვლი დნება, ამიტომ დროებით გადავასწორებთ დამეწყრილ მონაკვეთს“.

შეგახსენებთ, რომ დერცელის და კიკიბოს გზაზე მეწყერი 26 მარტს ჩამოწვა. მეწყერი გზის კიდევ ოთხ მონაკვეთზეა გააქტიურებული. სპეციალისტების გადაწყვეტილებით, გზის ეს მონაკვეთი აღდგენას არ ექვემდებარება და საჭიროა ახალი, გზის გაყვანა. სწორედ ამიტომ ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტთან ერთად ახალი გზის პროექტზე დაიწყო მუშაობა, თუმცა იმის, გამო რომ საპროექტო სამუშაოებისათვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშლა.

[ლუბა გიორგაძე, ადიგენი]


22.01.2020 სამცხე-ჯავახეთის საჯარო სკოლებში 39 ვაკანტური ადგილია

20.01.2020 სამცხე-ჯავახეთში პრაქტიკოსი მასწავლებლის სტატუსი 2 716 პედაგოგს აქვს

15.01.2020 საჯარო სკოლებში სწავლა განახლდა

14.01.2020 გრიპის ვირუსის გამო სკოლებში სწავლის დაწყება არ გადაიდება

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

24.01.2020 მესხეთის ქუჩიდან სამშენებლო ნარჩენები გაიტანეს

24.01.2020 25 იანვრიდან საქართველოში უნალექო ამინდი იქნება

24.01.2020 თოვლის გამო ბორჯომში მოძრაობა შეფერხებულია

23.01.2020 საშიში სამშენებლო ნარჩენები მესხეთის ქუჩაზე [ფოტო]

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.01.2020 ქიქინეთი - ბუნების იმედად დარჩენილი სოფელი [ფოტო/ვიდეო]

17.12.2019 ლოკოკინებზე ‘მონადირეები' სოფელ აწყვიტიდან [ფოტო/ვიდეო]

12.12.2019 არყის გამოხდა ხალხური მეთოდით სოფელ ხერთვისში [ფოტო/ვიდეო]

10.12.2019 საავტომობილო გზა ეროვნულ პარკში - ივანიშვილის ექსპერიმენტის შედეგი

მსგავს თემაზე

ხუთი თვის შემდეგ დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის დაპროექტება დაიწყო
დერცელი–კიკიბოს ალტერნატიული გზის პროექტმა კიდევ ათი დღით გადაიწია
დერცელი–კიკიბოს დამეწყრილ გზაზე ალტერნატიული გზის  მშენებლობა დაიწყო
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის პროექტს ამზადებენ
ადიგენის დამეწყრილ სოფლებამდე ახალი გზის გასაყვანად ტენდერი გამოცხადდა
ადიგენში დამეწყრილი გზის ნაცვლად ალტერნატიული გზის ტენდერი მეორედ ჩაიშალა
ადიგენში, დამეწყრილ გზაზე, ადგილობრივები მსუბუქი მანქანებით მოძრაობენ