FM97.5 / LIVE

სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს[R]

მთავარისიახლე, რეკლამა 08.10.2018
"მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება განათლების სფეროს საუკეთესო ექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ",- ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა თელავში, ამომრჩეველთან შეხვედრისას განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილი: განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს[R]

სალომე ზურაბიშვილმა განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ის თვლის, რომ აღნიშნული დარგი პრიორიტეტული უნდა იყოს.

"განათლება არის თემა, რომელსაც ჯერ არსად შევხებივარ, არც ერთ ქალაქში, არცერთ ადგილას, რადგან ძალიან ვუფრთხილდები. ეს არსი ჩვენი ქვეყნის ერთ–ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა და ვარჩიე, რომ აქ, თელავში გითხრათ რამდენად მნიშვნელოვანია განათლება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ხშირად საუბარია ეკონომიკაზე და ინვესტიციაზე, უცხოელ ინვესტორებზე და გაუთავებლად ამას ვატრიალებთ.

ცხადია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მე ძალიან კარგად ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანისთვის დასაქმება, ოჯახის ფეხზე დადგომა და რომ ეს ეკონომიკის და განვითარების გარეშე არ ხდება. თუმცა იქ, სადაც განათლება არ არის, არც საზოგადოებაა, არც ეკონომიკა, არის მხოლოდ სხვა ქვეყნებიდან გადმოტანილი. თუ გვინდა ჩვენი განვითარება, ჩვენივე განათლება უნდა გვქონდეს. მიმდინარეობს განათლების ახალი რეფორმა და თავს ვიკავებ შეფასებისგან. უნდა ვთქვა აუცილებლად, რომ უნდა დაბრუნდეს გოგებაშვილის წიგნი სკოლაში. ეს არის ჩვენი განათლების საწყისი. მე თუ რამე ვიცი საქართველოზე, როდესაც ვკითხულობდი გოგებაშვილის წიგნიდან ჩემი საქართველო იყო ასო "მ" -ზე , მუხა და ის მუხა,რომელსაც აქ ვხედავ. ეს წიგნი ძალიან ძლიერია მე დღესაც შენახული მაქვს ის.

განათლება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს. მე საპრეზიდენტო ადმინისტრაციაში მეყოლება ამ დარგის საუკეთესო ექსპერტები, მათ მოგვიანებით გაგაცნობთ. მე მივყვები ამ რეფორმას კვალდაკვალ და თუ საკრიტიკო იქნება, თუ ისეთი არ იქნება, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, მაშინ ნამდვილად დამოუკიდებელი ვიქნები და არა რომელიმე მთავრობის გამგრძელებელი. თქვენთან ერთად, თქვენ მეტყვით, ვარგა თუ არა ეს ახალი რეფორმა", – მიმართა სალომე ზურაბიშვილმა ამომრჩეველს.

[sknews.ge]


21.02.2019 სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტიდან იწყება

20.02.2019 ახალციხელ წარჩინებულ სტუდენტებს მერია სემესტრში 500 ლარიან სტიპენდიას მისცემს

19.02.2019 ‘მომავლის თაობამ’ ტექნიკის კონკურსში გამარჯვებული სკოლები გამოავლინა

17.02.2019 ახალციხეში 'ევერესტის' მონაწილეები დააჯილდოეს

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

21.02.2019 ისტორიის მთხრობელები – გიდები ახალციხის ციხიდან

21.02.2019 ახალციხეში ‘ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრის’ მუშაობას გაეცნენ

21.02.2019 23 თებერვალს ‘ტაო’ ქუთაისის ‘არესს’ შეხვდება

20.02.2019 დირექტორებმა ახალციხის მერს სკოლების ინფრასტრუქტურული პრობლემები გააცნეს

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

26.01.2019 მეწაღეები ახალციხიდან [Photo/Video]

12.06.2018 მთიდან მთაში წასვლამდე – რეპორტაჟი კიკიბოდან [Photos]

20.02.2018 ადიგენის 55 სოფელი 6 ბიბლიოთეკის იმედად [Video]

20.12.2017 სკოლა ერთ ოთახში, ხუთი მოსწავლით [Photo/Video]

მსგავს თემაზე

სალომე ზურაბიშვილი რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს[R]
‘აქ რელიგიური ტურიზმი უნდა განვითარდეს’ – ზურაბიშვილი ახალციხეში ამომრჩევლებს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი: მე ვიქნები ტოლერანტობის, მრავალფეროვნების პრეზიდენტი[R]
სალომე ზურაბიშვილი: ძალიან კარგია, რომ აუდიტის სამსახური  სასამართლოს მიმართავს[R]
სალომე ზურაბიშვილი: საქართველოს კულტურის მიმართ ძალიან დიდი ინტერესია[R]
სალომე ზურაბიშვილი: ფიქრი, რომ ერთი პრეზიდენტი გადაარჩენს საქართველოს, წარსულს ეკუთვნის [R]
ანა დოლიძე: 'მთავარი კრიტერიუმი ყოველთვის არის განათლება'